არავის უნდა აღიარება რომ ფილმი ვერ დაამუღამა ან უგულისყუროდ ნახა.
აი არ შევეგუები ამ თქვენს განაჩენს.

ეს არაა უბრალო ფილმი პატარა ქალაქის სამაგალითო და შემდგომ გმირად შერაცხული ადამიანის ბნელ წარსულზე.
აქ ნაჩვენებია საზოგადოების უამრავი პრობლემა: როგორი გვინდა ვიყოთ და ვართ სინამდვილეში, შეგვიძლია თუ არა გავთავისუფლდეთ საკუთარი თავის, ოჯახის ან სოციუმის წარსულის გავლენისგან, რაზე ვართ წამსვლელი თავის/ ახლობლების გადასარჩენად.
ძალიან საინტერესოა მარია ბელოს პერსონაჟი-არა უბრალოდ კანონმორჩილი, არამედ კანონისდამცავი პროფესიის მქონე, მიუხედავად შინაგანი წინააღმდეგობისა იკავებს მკვლელი ქმრის დამცავ პოზიციას. ამ ეფექტს კრონენბერგი ამძაფრებს სცენით კიბეზე თავდაპირველი ძალადობით, რომელიც იზრდება თანამონაწილეობაში.
ნუ კიდევ უამრავი რამააა...