ინგლისურად ვნახე, თან კატასტროფულ ხარისხში, რა ძალა მედგა
კაი ფილმია, თავს ართმევს რაზეც აქვს პრეტენზია,
მოგზაურობა, არა როგორც თვითჩაღრმავების და უნივერსალური სიმართლის საძიებო საშუალება, როგორც ხშირად გვხვდება,
არამედ ჯასთ საკუთარი ნაკლოვანი, მაგრამ ნატანჯი თავის შეყვარების მცდელობა
და ყველაფრის იგივენაირად დატოვებით, ერთადერთი პატარა ცვლილებით - თვალების ფართოდ გახელით სვლის გაგრძელება.
მარა მსახიობია მთავარი პლუსი,
ზედმეტად გადამხატვრულებულიც არაა და უფრო მოაქვს ემოცია,
"ნატურალურია" ბიოგრაფიული ფილმის თაობაზეც კი.
Bridge of the Gods