ფშუტე ფილმი იყო, რეალური – 6.5 ჩემგან
DC - "დავეწიოთ და გავუსწროთ მარველს"
ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამ ბოლო 2 ფილმიდან, სასწრაფოდ შეკოწიწებული, არც ნაფიქრი, არც ნამუშევარი... არ ვიცი ვისი ბრალია სტუდიების, რეჟისორის თუ სცენარისტის, მაგრამ ფაქტია ტრაკისკენ მიდის ამათი საქმე, თან დიდი სისწრაფით
ვერ ვიტყვი, საერთოდ ვერ გავერთე და დარბაზიდან გამოსვლა მომინდათქო, მაგრამ მოლოდინი სხვა იყო რა თქმა უნდა და რეალობა სხვა, როგორც ზემოთ იუზერებმა თქვეს

პოპულარული ფილმების პაროდიას რომ იღებენ ხოლმე მაგ. Scary Movie და მსგავსები, ერთმანეთთან არანაირ კავშირში მყოფი გმირები რომ არის ჩატენილი ერთ ფილმში და რაღაც მარაზმატიკული შინაარსით რომ მიდის ფილმი დაახლოებით მასეთი შეგრძნება მქონდა ამაზეც..
ანუუ ეკრანზე უყურებ თითქოს სხვადასხვა ჟანრის ფილმებიდან ერთად თავმოყრილ გმირებს
ამ ტიპის ჯოკერი (და ჰარლი) კაი იქნებოდა ცოტა სერიოზულად გადაღებულ ფილმში
Enchantress - მისტიკა / საშინელებათა ჟანრში მშვენიერი იქნებოდა
მაგრამ, ერთ ფილმში რაღაც გაურკვეველ არსებებს, ჯადოქრებს, ცუდ ბიჭებს, ბეტმენს, მთავრობას თავის სპეც სამსახურებიანად და განგსტერ ჯოკერს ვერ დავუმუღამე რაა..
Enchantress – ის ძმაზე მეგონა Gods of egypt–ზე ვიყავი

(ამის თამადობით მომენტებში სიჯიაი ვერ იყო ჯანზე)
მთავარი ნათელი წერტილი ფილმში საუნდტრეკები და ტრაკი. ( Killer croc-ის ტრაკს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა

)
დიდ ეკრანზე ნახვად ღირს, მაგრამ ალბათ არა IMAX–ში, დიდი ალბათობით თქვენი 19 ლარი დაგენანებათ დარბაზიდან გამოსულების უმეტესობას