ზუსტად აღარ მახსოვს 19 ში ან 20ში ვიყავი ჰობიტზე.
ესე თუ ვინანებდი წასვლას არ მეგონა.
ძმაკაცმა დამირეკა მალე ჰობიტი იწყება და გამოდი ვნახოთო.
იქვე ვიყავი და გავედი.
ველოდები ორიგინალს. დამავიწყდა რომ ჯერ კიდევ რუსულად აჩვენებენ ყველაფერს
ვითომ ეს არ იყო საკმარისი მთელი ჩვენი რიგი და წინაც მეორე კლასის მოსწავლეებზე იყო დაჯავშნილი.
რამდენჯერაც ჯუჯები გამოჩნდებოდნენ იცინოდნენ.
რამდენჯერაც რამე 3D ეფექტი გაჩნდებოდა ყვიროდნენ.
ამის მერე კინოში გამსვლელი აღარ ვარ.