
სერიოზული ფილმია
შენონი რო მხეცი მსახიობია დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად გარფილდმაც მშვენივრად ითამაშა.
დაჟე მშვენივრად კი არა, წლის ერთ-ერთი საუკეთესო როლი დადო ჩემი აზრით.
მაგარი წყვილი გაიჩითა, მაგრად შეეწყვნენ ერთმანეთს.
რაც შეეხება თვითონ ფილმს.. რამდენადაც ვიცი, კონკრეტულად ამ თემაზე მგონი ჯერ ფილმი არ გადაღებულა.
ეს პრობლემა დღესდღეობით აქტუალურია და პირადად მეც გადამხდა დაახლოებით იგივე, რაც ფილმში არსებულ გმირებს,
ამიტომ გულთან ორმაგად ახლოს მივიტანე მათი გაჭირვება.
პერსონაჟები არ არიან ძალად გარომანტიზირებულები და ისტორია არ არის ძალად დრამატიზირებული,
უბრალოდ არის ის, რაც არის და მორჩა. ძალიან რეალურად და ყოველგვარი ზედმეტი პათეტიკის გარეშე გვანახებს რეჟისორი პრობლემის არსს.
ფილმში ყველაზე საინტერესო მაინც გარფილდის პერსონაჟის ხაზი და მისი პიროვნების განვითარების თუ უკუ-განვითარების ეტაპები არის საინტერესო,
იმიტომ რომ მისი ცხოვრების ფინანსურად რადიკალურად შემოტრიალების შემდეგ, ვხვდებით ისეთ თემებს, როგორიცაა : მორალის, პრინციპის, ოჯახთან და საკუთარ თავთან
გულწრფელობის უგულველყოფა და
სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ სჩადიხარ იმას, რაც ცოტა ხნის წინ შენი ოჯახის მიმართ ჩაიდინეს,
მუშაობ მასთან, ვისი მოკვლაც გინდოდა და ახლა ხალხის თვალში ხარ ისეთი, როგორიც შენს თვალში იყო ის კაცი, ვისი მოკვლაც გინდოდა.
და საბოლოო ჯამში ღირს კი ამ ყველაფრის გაკეთება და ამ მოქმედებისადმი იმ იარლიყის მიკერება, რომ ყველაფერს ოჯახისთვის აკეთებ, თუკი ამ საქციელით პირველრიგში ოჯახურ პრინციპებს არღვევ ?!
ნუ ამ კითხვაზე თვითონ რეჟისორი გაგცემთ პასუხს. მოკლედ, უყურეთ, არ ინანებთ.
This post has been edited by zeppelnick on 1 Dec 2015, 13:07