
ძალიან მაგარი ფილმი
კარგად არის ნაჩვენები სად გადის ზღვარი სიკეთესა და მიამიტიზმს შორის.
სიბრალულმა არ უნდა წარმოშოს ნდობა და შეცოდებამ არ უნდა განაპირობოს ადამიანისადმი რწმენის გაღვივება.
ერთი მხრის ზედმეტი თანაგრძნობა, მეორე მხრის თავხედობას წარმოშობს.
არასდროს უნდა ავიღოთ ტვირთი, რომელსაც ვერ დავძრავთ
და არასდროს უნდა ვაქციოთ რწმენა - ფანატიზმად.
რადგან ფანატიზმში ყოველთვის იმალება სისუსტე და ეს სისუსტე ადამიანს არ აძლევს ნებისყოფას,
გაუძლოს მცირედ განსაცდელსაც კი.
საკუთარი თავის გამოწვევასაც საზღვარი გააჩნია.
არასდროს არ უნდა დავთმოთ ჩვენი ღირსება და ღირებულებები სხვების ახირებების შესასრულებლად,
რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს ეს ადამიანები.
სიკეთის და ქველმოქმედების არასწორი ინტერპრეტაცია ისევ ჩვენ გვავნებს.
ნუ კიდევ იყო ცალკე რაღაც ათეისტური ნამიოკები ჩარტყმული,
მაგრამ მე როგორც მორწმუნეს, ნაკლებად მაინტერესებს.