19 ივლისს ყველასათვის ნაცნობი ღონისძიება Comic-con - იღებს სტარტს, რომელიც 23 ივლისამდე გაგრძელდება. სწორედ ამ პერიოდში უნდა ველოდოთ გამოასვლელი ფილმების ტრეილერების და სხვადასხვა პრეზენტაციების ჩვენებას.
წარმოგიდგენთ იმ სავარაუდო სიას სტუდიოების და ფილმების, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ქომიქ ქონში და წარსდგებიან ფანების წინაშე H დარბაზში.
Marvel Studios - მიუხედავად იმისა რომ დისნეის ყოველწლიური ივენთი D23 ექსპო მანამდე 14 ივლის არის დაგეგმილი, მარველმა პირობა დადო მაინც რომ წლევნადელ ქომიქ - ქონს დაესწრებოდა და წარადგენდა თავისი Upქომინგ ფილმების ტრეილერებს. უნდა ველოდოთ შემდეგი ფილმების პანელებს: Black Panther, Thor: Ragnarok , Avengers: Infinity War , Ant-Man and The Wasp, Captain Marvel აგრეთვე წლევანდელი მერველის სატელევიზიო პრემიერა : Inhumans (ABC)
Warner Bros - სი ქომიქ ქონის მუდმივი მონაწილე და აუცილებლად დაესწრება წლევანდელ cc- ს. შარშან WB - სმა სურპრიზი გაუკეთა თავის ფანებს და Justice League - ის ქასთი მოიწვია ღინისძიებაზე ასევე ანახა დაპირებული ტიზერი, წელს აუცილებლად იქნება იგივე ქასთი სტუმრად და უნდა ველოდოთ ასევე ფილმის ხანგრძლივ ტრეილერს. ასევე Aquaman - ის რელიზი კი სამაოდ შორს არის ჯერ (2018 წლის დეკემბერი) თუმცა არ არის გამორიცხული ქასთთან შეხვედრა და ექსკლუზიური სცენების ჩვენებაც როგორც ეს მოხდა შარშან JL - აზე. The LEGO Ninjago Movie - ს ქასთსაც უნდა ველოდოთ , Blade Runner 2049 - ის ქასთის გამოჩენაც არ არის გამორიცხული, ასევე მიუხედავად იმისა, რომ WB - სი საშინელებათა ჟანრს ქომიქ ქონზე პრეზენტაციას არ უკეთებს ხოლმე (მაგ: Lights out - ი შარშან ქომიქ ქონზე) თუმცა წელს ვარაუდობენ, რომ IT - ის ქასთიც იქნება წარმოდგენილი. აგრეთვე WB- ის 2018 წლის რელიზი, სპილბერგის Sci-Fi ტრილერის Ready Player One - ის პრეზენტაციაც არის დაგეგმილი.
20th Century Fox - ი ბრუნდება წლევანდელ CC-ზე. შარშან მან გამოტოვა ღონისძიება სხვადასხვა მიზეზების გამო, იმასაც იძახიან რომ გასაცნობი და საპრეზენცაიო Fox - ს ცოტა რამე ქონდა 2016 წელს. წელს სავარაუდოთ ვიხილავთ შემდეგი ფილმების პანელებს: Deadpool 2 - ის პანელს, Kingsman: The Golden Circle , Maze Runner: The Death Cure , Murder on the Orient Express , The Greatest Showman , Red Sparrow და The Mountain Between Us და ყველაზე მთავარი Predator - ის ტრეილერი რომელიც იმედს ვიტოვებ, რომ გაავრცელებენ.
Sony - ც ასევე ხშირად არ ესწრება ქომიქ - ქონს , თუმცა წელს შესაძლებელია ჩაერთოს ამ ღონისძიებაში. რადგან საინტერესო ლაინაფი აქვს წარმოსაგდენი. The Dark Tower, Jumanji 2 , The Emoji Movie. აქვე სონის შვილობილი კომპანიის Screen Gems- ის ფილმებს : Flatiners , He’s Out There, Cadaver.
Universal - ი წარმოუდგენელია Jurassic World - ის მეორე ნაწილის პრეზენტაციის გარეშე, გადაღებები ჯერ არ დამთავრებულა , თუმცა შესაძლებელია გავრცელდეს რაიმე მასალა ფილმიდან. გარდა ამისა უნდა ველოდოთ შემდეგი ფილმების ქასთს და ტრეილერებს: Pacific Rim ის მეორე ნაწილის, Insidious Chapter 4 , Half to Death, The Snowman.
Paramount Pictures - ზე კი ვარაუდობენ რომ გამოტოვებს წლევანდელ ქომიქ-ქონს. თუმცა თუ გადაიფიქრა წარმოსადგენი ბევრი რამე აქვს : God Particle - რომელიც ქლოვერფილდის ფრენჩიზის სერიას წარმოადგენს, Downsizing - ალქესანდრე პეინის ფანტაზიური დრამა რომელსაც ვარაუდობენ დაჯილდოების სეზონში ყურადღების ქვეშ მოექცევა. ასევე დარენ არონოფსკის ახალი ფილმის Mother! - ის შესახებაც გავიგებდით ცოტა რამეს.
Lionsgate - იც არ ადასტურებს ან უარყობს მონაწილეობას ქქ-ზე. მისი სავიზიტო ბარათი SAW - ს ახალი სერიაზე შეგვეძლო გაგვეგო რამე. ასევე American Assassin , The Hitman’s Bodyguard , My Little Pony: The Movie.
Lucas Film - ყველაზე დიდი ინტერესი ალბათ Star Wars: The Last Jedi - ზე იქნება. ზუსტად არ იციან დისნეი მიიღებს თუ არა მონაწილეობას ქომიქ - ქონზე, რადგან ზუსტად ერთი კვირით ადრე თავად ატარებს D23 - ის ღონისძიებას, სადაც თავისი მომავალი პროექტების შესახებ უნდა გააცნოს ფანებს.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)