მაგარი რევიუა წაიკითხეთ.
ფილმი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ 2016 წლის კინო მოვლენა. „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ არის, არა მხოლოდ ყველა დროის სახელგანთქმულ სუპერ-გმირებს შორის დაპირისპირება, არამედ, ფაქტობრივად, თაობებს შორის შერკინება; ლუის კლარკის „სუპერმენომანები“- ბრიუს უენის „გოთემის პატიოსანი მოქალაქეების“ წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ რა ხდება ფორუმებზე, აბსოლუტური სიგიჟეა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ “პაექრობაში“ ცნობილი ვარსკვლავებიც ჩაებნენ: ჰიუ ჯეკმანი სუპერმენს გულშემატკივრობს, ჯეიკ ჯილენჰოლიც ეთანხმება. ელიზაბეტ ბენქსი ბეტმენისადმი არის სოლიდარულად განწყობილი, ბოლოს და ბოლოს ის ხომ ობოლია, სიმპათიებს იმსახურებს, თუმცა სუპერმენი კრეპტონიანელია, მიდი და შეებრძოლე! მაიკლ ფასბენდერი ბავშობიდანვე კლარკ კენტობაზე ოცნებობდა, თუმცა ბრუსსსაც თანაუგრძნობს. რაც შეეხება, ჯენიფერ ლოურენსს, ის თავგადაკლული ბეტმენის ფანია(ბოდიში კლარკ!). თორის ერთგულებას არ ღალატობს ნატალი პორტმანი, ისე კი ორივე სუპერ-გმირს გულშემატკივრობს. სულ არ ანაღვლებს სახელგანთქმული კომიქს–პერსონაჟების შერკინება ხავიერ ბარდემს. სტენლი ტუჩი კი ნოსტალგიურად არის განწყობილი, ამიტომაც უჭირს არჩევანის გაკეთება. მისგან განსხვავებით ჩანინგ ტატუმი, ჯეიმი ფოქსსთან ერთად კატეგორიულად ბეტმენის მხარესაა. რაც შეეხება შურისმაძიებელ ძმებს კრის ჰემსვორთსა და ტომ ჰიდლსტოუნს (თორი და ლოკი, შურისმაძიებლები), მათი პაექრობა აქაც არ სრულდება: კრისი ბრუსს ემხრობა, ტომი კი აღფრთოვანებით საუბრობს სუპერმენზე. საბოლოოდ, ეს რაუნდი ვარსკვლავების ფავორიტობაზე ბეტმენის გამარჯვებით დასრულდა და მთავარი ის არის, რომ „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ ისტერია თვით ჰოლივუდის მკვიდრთ შორისაც მძვინვარებს.
ფილმზე მუშაობის დაწყების შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს სანდიეგოს კომიკ-კონვენციაზე გვაცნობეს. რეჟისორი ზაკ სნეიდერი სცენარისტ დევიდ გოიერთან ერთად პროექტზე მუშაობას შეუდგა. გოიერმა პირველადი მასალა დაამუშავა, თუმცა საბოლოოდ სცენარის დასრულება ოსკაროსან კრის ტერიოს (არგო) დაეკისრა. ფილმის სიუჟეტში შეტანილი ცვლილებების გამო, „უორნენ ბრაზერსმა“ ვა-ბანკზე წასვლა განიზრახა და საპრემიერო თარიღი 2015 წლის ნაცვლად 20016-ის 25 მარტით ჩაანაცვლა. სტუდიის მესვეურნი აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი, მაგრამ გამართლებული გახლდათ, სცენარი დაიხვეწა, სიუჟეტი გამწვავდა. შეიძლება ითქვას, კინოკომპანია ამ საკულტო პროექტით პერფექციონიზმში გადაიჭრა.
ოსკაროსანი ბენ აფლეკი, „ფოლადის კაცი“ ჰენრი კავილი, შესანიშნავი ემი ადამსი,“სოციალური ქსელის“ ჯესი აიზენბერგი და ლეგენდარული ჯერემი აირონსი, მხოლოდ მათი სახელების ჩამოთვლა უკვე ქმნის წინასწარგანწყობებსა და მოლოდინებს
ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ არამარტო ცნობილი სუპერ-გმირების, არამედ თავად „უორნენ ბრაზერსის“ ბედს გადაწყვეტს. სტუდიამ პროექტში 250 მილიონი დოლარი ჩადო და 800 მილიონიან მოგებას ელის. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ფილმით „უორნერმა“ „DC” -სთან ერთად „მარველს“გამოუცხადა ომი.
კომიქსომანებმა კარგად იცინ, რომ „მარველის“ მსუბუქი თხრობის სტილი ვერ გაუტოლდება „DC”-ს რეალისტურ, შავ-ბნელ ისტორიებს, რომლებიც ფაქტობრივად, სრულფასოვანი დრამატული წიგნივით იკითხება, ამიტომ მაყურებელს ვაფრთხილებთ, რომ ტყუილად ნუ ეგონებათ, „ბეტმენი სუპერმენის“ წინააღმდეგ ისეთივე იუმორით გაჯერებული „სუპერ-გმირული“ ბლოკბასტერი, როგორიც „დედპულია“.
მეტიც, როგორც ის ფანები გვარწმუნებენ, ვინც ფილმის პირველადი, საცდელი ვერსია ნახა (პრემიერამდე მსგავსი ჩვენებები ყოველთვის ეწყობა შერჩევით მაყურებელთან, რათა აუდიტორიის რეაქციები წინასწარ განსაზღვრონ),“ბეტმენი სუპემენის წინააღმდეგ“ ყველა დროის საუკეთესო „სუპერჰირო“ ნამუშევარია. იგი, თვით „შავი რაინდი, აღზევებასაც“ კი სჯობს. გულშემატკივრების მტკიცებით: ნოლანის ტრილოგია სნეიდერის („ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ რეჟისორი) ფილმთან შედარებით, ძილის წინ წასაკითხი ზრაპრებია.
ბენ აფლეკი ბეტმენის როლში შეუდარებელია, მას ჩხუბიც შეუძლია მაიკლ კიტონის ბრიუს ვეინისგან განსხვავებით და ტრიუკების შესრულებისას ბევრად დამაჯერებელია, ვიდრე კრისტიან ბეილის შავი რაინდი იყო.
ჯესი ეიზენბერგი შეუდარებელია ლექს ლუთერის როლში. ჰენრი კავილის „სუპერმენი“ კი თითქოს ლეგენდარული კომიქსის ფურცლებს აცოცხლებს.
„ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ ყველა ექშენის მოყვარული კინომანის ხორცშესხმული ოცნებაა. ეს არ უნდა გამოტოვოთ!
ფილმი კინოთეატრებში: კავეა თბილისი მოლი, კავეა ისთ ფოინთი, ამირანი და რუსთაველი გავა 24 მარტიდან.