ვეცდები მაქსიმალურად სპოილერების გარეშე მიმოვიხილო კინო. შინაარსობრივ ნაწილს არ გავცემ, მაგრამ პრინციპში გასაცემიც არაფერია. რამდენიმე ხაზი ერთბაშათ იკვანძება და რეალურად ვერცერთი ვერ ახერხებს ამოხლართავს.
ფილმი დაიწყო ძალიან კარგად. ბეტმენის ისტორია იყო შესანიშნავი და გამიჩინა შეგრძნება რომ წინ მაგარი ფილმი მელოდა. ბენ აფლეკი, ჩემი აზრით, საუკეთესო ბეტმენია. სერიოზული, დეპრესიული, მორალური თვითგვემით დაკავებული. ქრისტიანი ბეილი მაგარი მსახიობია, მარა არ იყო კარგი ბეტმენი. ბეტმენის კოსტუმში რაღაცას რომ ღრიალებდა,მაგრად მეცინებოდა. აფლეკმა კიდევ ზუსტად საბეტმენო ხმა დადო. სახეც გამომეტყველებას ზუსტად ისეთი ჰქონდა, როგორც ბეტმენს უნდა წესით და რიგით უნდა ჰქონოდა.
დასაწყისი კარგი იყო, მარა მერე იწყება გაურკვევლობა. სიუჟეტური კვანძი არ იკვრება. ბეტმენის მოტივაცია იმის გამო რომ დაპირსპირებოდა სუპერმენს მსუბუქად რომ ვთქვად აბსურდულია. გასაგებია რომ ძალიან ძლიერი ძალა აქვს და შესაძლოა ოდესღაც სახიფათო გახდეს. გასაგებია, რომ რაღაც დროს შესაძლებელია, მისი მწყობრიდან გამოყვანის აუცილებლობა დადგეს დღის წესრიგში, მარა ახლა ამ მომენტში რისთვის ებრძვი? რას მოითხოვ, რისკენ მიილტვი?
ბეტმენის და სუპერმენის გადამწყვეტ დაპირისპირებაზე ერთს ვიტყვი, სპოილერის გარეშე, რომ იყო სამარცხვინო. ვის მოაფიქრდა რომ ბრძოლა ასე წარმათულიყო? მარა, კიდევ უფრო უარესი იყო ის რაც ამ დაპირისპირების შემდეგ მოდის. საერთოდ დაფაქ სახე მქონდა.ასე მეგონ,ა 2 წლის ბავშვემა დაწერეს ეს ნაწილი. დანარჩენი ნაწილი 12 წლის მოფიქრებულს ჰგავდა
დავუბრუნდეთ ისევ შინაარს. იმდენი რამე ხდებოდა, რომ ამ სიუჟეტურ ხაზებს რომ გაყოლოდნენ, საერთო ჯამში 3 ფილმის გადაღება შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ხაზი გვესროლეს ერთბაშათ, ყველაზე დიდი ყურადღება მაინც ლუის ლეინს დაეთმო და რისთვის? სქრინთაიმი დაიკარგა სულ ტყუილად. რამდენიმე წამით რომ გამოჩენილიყო ლეინი, ფილმი არაფერს დაკარგავდა და შესაძლებელია სხვა ხაზებიც განევითარებინათ.
ეს ფილმი, როგორც კომიქსის სერიოზულად ადაპტაციის მცდელობა ჩავარდა. როდესაც გინდა, რომ შენი ნაწარმი განაკუთრებული და გამორჩეული იყოს. აქცენტი უნდა გააკეთო პერსონაჟებზე და მათ გავითარებაზე. აქ კი ცარიელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი ბრტუალური ბატალიები იყო.
ბეტმენის როგორც პერსონაჟი ცნობილი არის უპირველეს ყოვლისა თავისი ინტელექტით. აქ ბოდიში და ალფრედი ხუთი თავით ჭკვიანი იყო ვიდრე ბეტსი. საერთოდ რა გააკეთა მთელი ფილმის განვმალობაში. საერთოდ ვერ გავიგეთ რა ტიპი იყო, რა ღირებულებების მატარებელი, არაფერი. მისი შემდგომი მეტამორფოზა ხომ საერთოდ სასაცილო და გაუაზრებელი იყო. ბრახ, და უცებ სხვა ბეტმენია. მე ის ბეტსი აღარა ვარ

სუპერმენი როგორც ლიგის ლიდერი, ხისტი ხასიათის და ძლიერი პრინციპების მატარებელი ტიპის ნაცვლად, აქ ჩვეულებრივი გასაცოდავებული არსება იყო. ასე მეგონა რომ 2 დღეა რაც სუპერმენი გახდა და ჯერ არ იცის რა უნდა აკეთოს.
ვანდერ ვუმენთან ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს. არ ქონდა დიდი როლი და ბერვი არც არაფერი მოეთხოვებოდა.
ზემოთჩამოთვლილ ყველა არგუმენტს კიდევ გადაიტანდა კაცი, მაგრამ სამწუხაროდ, აქ შემოდის ლექს ლუთერი (მიტყდება კიდევაც რომ ასე მივმართო). გენიოსი მანიპულატურის ნაცვლად, რომელსაც ყოველთვის აქვს ყველაფერი გათვილი, აქ ერთი მამიკოს ფულებით მობლატავე ბიჭია. ტიპი ჰაი სქულ ბულლი უფრო იყო, ვიდრე ბოროტმოქმედები. აი, სრული აცდენა იყო კომიქსის გმირსა და ფილმის ვერსიას შორის. არარაობავ ლექს ლუთერი უნდა გერვას შენო
ფლეშის კამეო ძალიან კარგად იყო გაკეთებული.
მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ფილმი ჩავარდა. მიუხედავად ამისა, მაინც გირჩევთ რომ ნახოთ. ამის ნახვა პატარა ეკრანზე საცოდაობაა.
ვინც სცენარისტი იყო ამ ფილმის უნდა აიღო და მუშაობა სამუდამოდ აუკრძალო. ზაკთანაც მაქვს პრეტენზიები. აშკარად ცუდად იყო კადრები დაჭრილი. შეიძლება Director’s cut-მა ცოტა მეტი ლოგიკა შესძინოს.
ჯასტის ლიგისთვის აუცილებელია, უკიდურესათ აუცილებელი ახალი სცენარისტების მოყვანა. თუ საჭიროა ნაწილადაც გაყონ ფილმი, თორემ გამოვა ასეთივე აჯაფსანდალი.
მარველის ევენჯრებიც მაგარი არეული იყო. მარა იქ პერსონაჟებს მაინც ვიცნობდით წესირად. საერთოდ ეს კინო ნაწილად რომ გაეყოთ, ალბათ კარგი გამოვიდოდა. ახლა. რაც გამოვიდა, ის გამოვიდა.
სპეცეფეკტებზე დაწვრილმანება არ ღირს. მაღალი ხარისხის იყო, მარა დღევანდელ დღეს ეს უკვე არავის უკვირს.
შებასემა 6/10-დან. ისიც დასაწყისის და სამომავლო პოტენციალის გამო.
This post has been edited by Demetrius on 24 Mar 2016, 20:25