highwaygaaxureჯამში მომეწონა,
მაგრამ რაც არ მომეწონა იმაზე უფრო მეტი დავწერე წინა გვერდზე.
gaaxureვერ შედარდება სამეცნიოერო ნაშრომთან.
ამ ფილმში ბევრი საკითხი დარჩა ბოლომდე ბუნდოვანი. შედეგის ცალსახა მტკიცება ფაქტიურად არაა.
კარდინალის ან მღვდლების აღიარება/რეაქციაც კი არ ჩანს გამოქვეყნების შემდეგ.
ფილმი მარტო დოკუმენტური კუთხით შესაფასებელი არაა. კი, ეგ მასალაა ბაზისად, მაგრამ
უფრო იმაზეა გადაღებული, "როგორ კეთდება საქმე". ერთგვარი სამოტივაციო, სოციალური პროექტია ჩათვალე.
ცოტა ფართო თვალით რომ შევხედოთ, ამერიკელებს ვიცით რომ აქვთ ამგვარი ფილმების გადაღებას ფიქრის ფუფუნებაც,
საშუალებაც და მორალური უფლებაც (მორალური კინემატოგრაფიის თვალსაზრისით, ასე ვთქვა, მხატვრულობაზე უარის თქმის გზით).
იქ წელიწადში ათასობით ისეთი ფილმი გამოდის, როგორზეც ახლა შენ საუბრობ რომ ეს უნდა ყოფილიყო და
ერთი ან რამდენიმე ასეთი მსხვილი კალიბრის ფილმი საჭირო დოზასავითაა. ბოლო ბოლო, რა არის კინოს მთავარი დანიშნულება
მატერიალური არსით (სულისმიერ რომ გადავდოთ გვერდით) _ სოციალური გავლენა და დადებითი მუხტი ხომ?
რამდენ სამუშაო გუნდს, ჟურნალისტს თუ სხვა პროფესიის ადამიანსაც დადუხავს ეს ფილმი, მაგით იზომება მისი სიკეთე.
კითხვა _ არის ამ ფილმში ვექტორი მაქეთკენ მიმართული? ფაქტია არის _ მაშინ აქ ამ პუნქტზე მსჯელობა დასრულდა.
ან პირნციპში იქაც სრულდებოდა, რაწამს იმაზე ვთანხმდებით, რომ ამ ფილმს არ მოეთხოვება და სასურველობის დონეზეა მხატვრული
მხარის სრულყოფა, ემოციის მოტანა, კათარზისი და მთელი ღამე ფიქრი მისი დედააზრის ვარიაციებზე.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფილმში ბევრი კარგი მომენტია, რაც მე გამისწროდა მაგალითად.
გადაღება კარგია, მსახიობებიდან გამოკვეთილი თითქმის არავინაა (აქაც გუნდურობაზე აქცენტი),
ფერები ძაან მრუმეა განწყობის შესაბამისად, საზოგადოების ყველა საყრდენი სეგმენტია გაშიშვლებული _ ეკლესია, იურისტები,
პოლიტიკოსები, ადვოკატები, მოსამართლეები, ეს ყველაფერი გაკეთებულაი ტონკად, ფაქტებით, მხატვრულ-არტისტული დორბლის და დუჟის გარეშე.
მსახიობები მშენივრად თამაშობენ რა დონეზეც აქ სამაგისო ასპარეზი იყო, რუფალო ნუ ძაან კლასნია.
რაც მთავარია, მიუხედავად დაჟინებული მიზნისა, ფილმი არ გიტოვებს ტენდენციურობის განწყობას, როგორც ეს სექსუალურ საკითხებზე
აგებული ფილმების 99%-ში ხდება. აქაც პლუსი რეჟისორს. ვისურვებდი ცოტა ნაკლები სიმშრალე ყოფილიყო მაგ კუთხით, რაც წინაზე დავწერე,
მაგრამ არც ასე გამოვიდა უხეირო.
მოკლედ, რომელიმე იმპრესიონისტის ნახატს უკან მთები, ქოთნები, ყვავილები, სახლები, მეზობლები და დეტალები რომ მოაშორო
და მარტო სურათი ცენტრალური მოვლენა, ვთქვათ სიკვდილი დატოვო, და მაინც რომ ყველაფერს იგებ და მოაქვს მოსატანი, ეგეთი ფილმია.
და მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქოთნებზე არ ვატრაკებ, რავი.
სხვა დროს შეიძლება გავატრაკო
This post has been edited by SCO on 9 Feb 2016, 21:09