გამარჯობა.
ძალიან ვეძებ ფილმს. ჟანრი საშინელებათა. მგონი, ორ ან სამ ნაწილიანი.
სცენარი ბრუნავს ზაფხულის პარასკევი დღის და 13 რიცხვის გარშემო, შეიძლება ვცდები.
ერთ ნაწილში არის გოგო და ბიჭი პატარა ქალაქში. ეკლესიის ჭაში ჩავარდება ბიჭი.
სიღრმეში, კედლებზე არის ცვილში გადაკერილი გვამები ალიპლიპებული.
არის ასევე არსება, არაადამიანური ძალები აქვს და შავები აცვია, ქოუბოის ქუდით (?)
მახსოვს ძალიან სასაცილო და კარგად გადაღებული სცენა, როდესაც გოგო და ბიჭი მოხუცის საშველად მივლენ და ეს მოხუცი გამხეცდება და დაგნარს აწევს.
ბოლო სცენაც ირონიული და კომიკური აქვს, როკ-მუსიკის ფონზე ეს არსება იყურება ბიჭის გაკიდებული კანიდან. ახლოდან ჩანს კანი და ამოჭრილები თვალებთან.
ხოლო, მეორე ნაწილი იწყება ყანაში. ერთ-ერთი საფრთხობელა ეს არსება აღმოჩნდება.
თავს დაესხმება მომუშავე, პატარა ძმას. მამა და შვილები არიან.
ახლა კიდევ გამახსენდა ბევრი ირონიული მომენტი. მახსოვს ყურებისას რეჟისორი მაგრად მევასებოდა. ცოტა ნაგიჟარი ჩანს აშკარად.
თუ ვინმე მიხვდით რა ფილმია, დამიწერეთ რა.
This post has been edited by ______ on 10 Dec 2017, 17:20