გამარჯობა ყველას!
_______
ყველაფერს ერთად გილოცავთ! მრავალს დაესწარით!
*******
ეხლა რაც შეეხება ჩემს გასაჭირს, მოგახსენებთ, ფილმს ვეძებ, უკვე იმედიც კი მაქვს დაკარგული რომ მივაგნებ! :/ რუსულ ფორუმებზე სადაც კი ფილმების ძებნაა, თითქმის ყველგან დავძებნე, დავწერე და ვერ დამეხმარნენ, იქნებ ბედმა გამიღიმოს და თქვენ დამეხმაროთ, უკვე ტვინს მიბურღავს მაგ ფილმის ძებნა!
*******
ძალიან ძველი ფილმია, ასე 20 - 25 წლის იქნება, დაახლოვებით.
ე.წ. მექსიკიანას სტილის ფილმია, რაც მახსოვს მოგახსენებთ!
ფილმის მცირე სიუჟეტი: ორი ძმაა, ერთ ძმას ვიღაც მექსიკელთა ბანდა გადაემტერება, მოსაკლავად დასდევენ, და ბოლო მომენტი მახსოვს ძალიან კარგად, ფილმის ბოლოს ამ ძმას მისდევენ მოსაკლავად, და მოიმწყვრევენ და ეს ძმა მივარდება ძალიან დიდ ჭიშკართან, სადაც თავისი ძმა ეგულება და ეძახის: "სანტიაგო გამიღე კარი" - ო! ის ძმა ვერ გაბედავს კარის გაღებას და ამ ძმას პირდაპირ კართან კლავენ.
თქვენი იმედი მაქვს ძმებო! ჩართეთ თქვენი გამოცდილება და მომაძებნინეთ ეგ ფილმი რა :/