North by Northwest
მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ ორ საათზე ცოტა მეტია არ მომბეზრდა

Daddy's home კარგი კომედიაა არ აქვს მოსაწყენი ადგილები, მთლიანად რაღაც ინტენსიურია, რაც ამ ბოლოს ბევრი არ შემხვედრია, ნახავ ტრეილერს ვითომ ჰოლივუდური კომედიაა უნდა ჩაიხოცო და ტრეილერში რაც ნახე იმის გარდა არც ერთი მომენტი ვარგა

Don Jon
ესეც მომეწონა, თუმცა რაღაც უცნაური ფილმი იყო, ჩვეულებრივი ჰოლივუდური მექალთანეს ისეტორიას ველოდი სულ სხვანაირად განვითარდა, საინტერესო იყო. სკარლეტი ვერ აღვიქვი მასეთ გოგოდ, საღეჭი რეზინის ტყლაშუნმა გადამიყვანა ჭკუიდან (ნუ პერსონაჟს სჭირდებოდა )

Spotlight
მართალია სანახაობებით გაჯერებული არაა მაგრამ არის რა, დაჯდები კაცი და უყურებ, გამოძიებაა, და რეალურ ფაქტებზეა, ხშირად რეალი არაა ისე მოვლენებით დატვირთული და ჭრელი როგორც ფილმები. რავი მე გამისწორა
ფრანკენშტეინი

ამასაც რა უჭირდა, ბოლომდე ვუყურე დაინტერესებით, შეასრულა თავისი მოვალეობა
hateful 8

ორ ნაწილად ვუყურე და ორივე ჯერზე ბოლოსკენ დამეძინა, ფაქტიურად ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვუყურე, ასე რომ ვერ მივხვდი მომეწონა თუ არა.
კარგი კადრებია