არ დაუჯეროთ, ვირჯინ სუისაიდ ამასთან შედარებით არის რონალდინიო/ჭიჭვეიშვილი.
კარგი ფილმია ძალიან.
თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ პირველი ფილმია ამ რეჟისორის.
პირადად მე ძალიან მომეწონა და კარგა ხანს ტაშს ვუკრავდი დარბაზში, როცა დასრულდა.
ლინკს თუ მოაყოლებ კარგი იქნება, კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვნახავ.
Infinitely Polar Bear
http://www.imdb.com/title/tt1969062/ეს ვნახე დღეს. მომეწონა.
ცხოვრებისეული ისტორიაა, რამოდენიმე დასამახსოვრებელი სცენით, ურთიერთობებით.
ასეთი ტიპები, ცხოვრებაში გაგაღიზიანებს ადამიანს, ბევრი მიზეზისდა გამო, მაგრამ როცა ეკრანზე უყურებ ფანტაზიის ნაყოფს, სასიამოვნოა.
Even the Rain (2010)
"También la lluvia" (original title)
http://www.imdb.com/title/tt1422032/ძალიან კარგი იყო ეს, ძალიან კარგი.
ფაქტობრივად, ორ ფილმს უყურებ, რომელთა მორალი იკვეთება ერთმანეთთან.
კარგი მიგნება იყო ეს და პირველ რიგში ეს მომეწონა, თუნდა სხვა დეტალებიც არ დაეწუნება.
ერთი მინუსი რაც იყო - დუბლირება.
კამათის სცენების დროს, როცა ცხარდებოდნენ პერსონაჟები, ესპანური ენა უფრო მკაფიოდ ისმოდა, ვიდრე რუსული.