ვუყურე გუშინ..
ცუდი არ იყო

მაგრამ წინები ჯობდა... ეს ეგვიპტელი ათასი წლის შემდეგ "გაღვიძებული" ბოროტების თემა უკვე ძალიან ბანალურია


ქუიქსილვერის ეპიზოდი ძალიან თესლად იყო გაკეთებული
ის "ცხოველი" :დ ცოტა მეტ ხანს რომ ენახებინათ კარგი იქნებოდა..
მაგნიტოს ჯერ "გაბოროტება" და მერე ისევ "გამოკეთილება" ძალიან ზედაპირულად და არადამაჯერებლად აჩვენეს..მაგრამ ჯანდაბას მსგავსი ფილმებისთვის არაუშავს, არც მოეთხოვებათ მაინცდამაინც..
იმედია შემდეგ სერიაში სტრაიკერის მორიგი ტექნოლოგიების წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა და არა ახალი "მითიური" მონსტრის წინააღმდეგ..
ბოლო-ბოლო ამ სამყროს მთავარი ლაითმოტივი სწორედაც რომ მუტანტების და ადამიანების დაპირისპირება/თანაცხოვრებაა და არა რაღაც დაკუნთული სუპერვილანების და გულისარევამდე წესიერი და მორალური გმირების ჯახი :დ
მოკლედ, ფილმს არაუშავდა...
5 / 10
This post has been edited by nick_el_son on 20 May 2016, 20:47