ლოგანზე მეტს ველოდი

რაღაც უფრო ეპიკ გაცილებას...
ის რატო არ ახსნეს რა სჭირდა? დაბერებით ასე სწრაფად არ დაბერდებოდა ამხელა ისტორიის კაცი, ეგ სისულელეა.
ისე თაიმლაინი რო შეცვალეს და ჯინი ცოცხალი იყო უკვე, მეგონა ...
"მომავლის დღეებში" 2020-იანების ლოგანი ახალგაზრდა და ძლიერია, (სხვათაშორის უცნაურად ახალგაზრდაა პროფესორ იქსიც, ფაქტიურად იგივე ვიზუალით რაც 80-იანების დასაწყისში ჰქონდა, როცა ვოლვერეინის 2009 წლის ფილმის ბოლოში გამოჩნდა უეტლოდ და მუტანტები წაიყვანა თავისთან, არადა ეს მომენტი კი იყო მხოლოდ 20 წლის შემდეგ 1962 წლიდან, როცა ერიკი და ახალგაზრდა ქსავიერი იწყებდნენ მუტანტების შეგროვებას სულ მთლად ნორჩ ასაკში).
მოკლედ ლოაგნი 2020-იანებში საკმაოდ ახალგაზედაა, ჯანმრთელი და ძლიერი, გახარებული რომ ახალ რეალობაში ჯინი ცოცხალია.
და უეცრად 2029-ში ბებერ, დაშრამულ, ყველაფერზე ხელჩაქნეულ ლოგანს ვხედავთ, რომელიც ფეხზე ძლივს დგას და ყოველგვარი ახსნის გარეშე სიცლცხლე ეცლება თვალსა და ხელს შუა... (ასევე უცნაურია მაქსიმუმ 5-7 წელიწადში სად გაქრა აყვავებული აკადემია და უცნაურად ახალგაზრდული პროფესორი, თუმცა მაგნეტოს და პროფესორის ახალგაზრდულობა "მომავლის დღეებში" უფრო არაადეკვატურია ვიდრე "ლოგანში")
არ ვიცი რა.... :/ თუ ლოგანის დამთავრება უნდოდათ ადეკვატურად მაინც გადაეწიათ ეს ყველაფერი დროში, უფრო მომავალში....
This post has been edited by MsBrightside on 8 Mar 2017, 18:12