მინდა ეს თემა კინო მუსიკას მივუძღვნა. ყველანაირ სიმღერასა და მელოდიას, რომელიც საუნდტრეკად გამოიყენება როგორც მხატვრულ ფილმებში, ისე ანიმაციებში, სერიალებში და თამაშებშიც კი

ესაა მუსიკა რომელიც ან სპეციალურად იწერება პროდუქტისთვის, ან უკვე არსებობდა და შემდეგ მოარგეს ფილმებს და მათ გარეშე ის განუმეორებელი ხიბლი დაიკარგებოდა რაც ფილმებს აქვთ
OFFTOPIC:მსგავსი თემა ვერ ვიპოვე, თუ არსებობს, იქნებ მიუერთოთ და ეს არ დახუროთ  |
პირველს ჩავსვავ კოენის ლეგენდარულ ალილუიას. სიმღერა, რომელიც ათობით ფილმსა და მულტფილმში ფიგურირებს. სიმღერა, რომელსაც უამრავი ინტონაცია აქვს, ტრაგიკული, ბედნიერი, იუმორისტული, სევდიანი, იმის მიხედვით, თუ როგორ იმღერებენ. და ერთI იმ იშვიათთაგანი რომლის 100ზე ემტი ვერსია არსებობს და აქედან 30მდე ვერსია თავად კოენისაა

ერთხელ კოენმა იხუმრა, ყოველ მეორე ფილმში ეს სიმღერა მესმის და ზოგჯერ ვფიქრობ, საავტორო უფლება ხომა რ გამოვიყენო და ავკრძალო ფილმებშI ამ სიმღერის გამოყენებაო.
ლეგენდარული იმპერიის მარში - როგორ არ უნდა დაგბურძგლოს ამ მუსიკის ფონზე
გლადიატორის საუნდტრეკი, ამრთლაც და ჰიმნი თავისუფლებაზე თუ ბავშვობისდროინდელიდ აუვიწყარი მულტფილმების საუნდტრეკები და სიმღერები
და ბოლოს ჩემი უფავორიტესი. უკანასკნელი მოჰიკანი. ამ მუსიკის გარეშე შეუძლებელი მგონია ფილმის ფინალის სათანადო აღქმა
და გენიალური გია ყანჩელი