Biutifulმოდი ბიჭო
ინიარიტუს ახალ ფილმს ოვაციებით შეხვდნენ.
23 აპრილს, CinemaCon-ზე ალეხანდრო გონსალეზ ინიარიტუს სისხლიანი ვესტერნის, THE REVENANT–ის პირველი ჩვენება შედგა.
კრიტიკოსების პირველი რეაქცია:
ნაწყვეტი გერმანელი კინოკრიტიკოსის ტომას შულცის რეცენზიიდან:
"ეს არის ერთადერთი ფილმი , რომელსაც ვადარებ 1826 წლის ნაწარმოებს "უკანასკნელი მოჰიკანი". ლეონარდო დიკაპრიო ბრწყინავს და მასზე კომენტარი, როგორც ყოველთვის, ზედმეტია, ასევე როგორც ემანუელ ლუბეცკიზე. ბატალური სცენები მომაჯადოებელია,რაც შეეხება ინიარიტუს, აკადემიამ წელს დააჯილდოვა მისი ფილმი, მაგრამ მომავალ წელს აკადემია უბრალოდ ვალდებული იქნება, გააკეთოს ეს."
მაყურებლებს ფილმის ნაწყვეტი წარუდგინეს. დამსწრეთა შთაბეჭდილებელი გამაოცებელი აღმოჩნდა, ფილმს Twitter–ზე უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, დამსწრენი აფასებდნენ ლეონარდო დიკაპრიოსა და ტომ ჰარდის საერთო პროექტს.
მაყურებელთა შეფასებები Twitter-დან:
Alex Billington firstshowing.ru · 13m13 minutes ago
«THE REVENANT – ეს არის უბრალოდ OMFG! როდესაც ყველაფერი საბოლოოდ განათდა, და ეს იყო ინიარიტუს “The Revenant,” რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო და ტომ ჰარდი ღებულობენ მონაწილეობას, უძლიერესი შთაბეჭდილება დატოვა. ფილმი მხოლოდ ბუნებრივი განათებითაა გადაღებული. ფილმი მთელ ხანგრძლივობაზე იყო ნამდვილად აღმაფრთოვანებელი, რომ არაფერი ვთქვათ ფილმის წარმოუდგენელ ძალადობრივობაზე და ინტენსიურობაზე.»
DenizcanS. @MrFilmkritik · 4m4 minutes ago
«ლეო თავის უკიდურესად განსხვავებულ მხარეს გვიჩვენებს, უფრო მეტი დიაპაზონით და ნაკლები დიალოგებით. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ეს ლეონარდო დიკაპრიოს ურთულესი როლია.»
• პრემიერა აშშ-ში → 2015 წლის 25 დეკემბერი.
• მსოფლიოს კინოთეატრებში → 2016 წლის 8 იანვრიდან.