მეტს მოველოდი, რაღა დაგიმალოთ

გადაღება და ფილმში წარმოჩეილი გარემო იდეალურადაა შექმნილი, ამ ტიპის მარტო ჯარმუშის დედ მენი და ტარკოვსკის სტალკერი და ივანის ბავშვობა მახსენდება, რომლებიც კომპთან მჯდარი ბუნებაში გაგასეირნებენ.
დალშე იდეით ინარიტუს სხვა ფილმების 1/10ედია რევენანტი. შურისძიებაზე უარის თქმა და მაგის დაგმობა ემორეს პეროსში ერთი კადრით აქვს გადმოცემული ბებერი კაცი როტვეილერს რომ ყურებით ათრევს არ შეიძლება ასეო - მის მიერ დახოცილ დანარჩენ ძაღლებს რომ დაინახავს, მარა მაინც შეიწყნარებს. ფაშე კლასიკაა ეგ ფილმი "ამორეს პეროსი" , უწმინნდესად მიჩნეული გრძნობა სამყაროში - სიყვარული - გაათახსირა და ისე დაგვანახა; წაუდოსტოევსკა მოკლედ!
ახლა ლეოპარდოს თამაში: ერთი შეხედვით უნაკლოა, სიტყვების გარეშე, მარტო ხოხიალის დანახვა არ შეიძლება. თვალებით არაჩვეულებრივად გადმოსცემს ემოციებს, მაგრამ მე მასში ვერ დავინახე შვილმკვდარი მამა, დაბოლილი ბელფორტი უფრო იყო აქ ლეო ვიდრე შვილის მკვლელებზე შურისმაძიებელი კაცი, მკვდრეთით აღმდგარზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ბიუტიფული კარგად ახსენეს აქ, ბარდემის გმირის და ბავშვების ურთიერთობა რეალურია და ხედავ მშობლის სახეს. აქ ეგ მე ვერ დავინახე და ჩემი აზრი დავსწერე. იმედია ვცდები....
საყურებლად მაგარი ფილმია, სააზროვნოს არ ტოვებს არაფერს
"When you arrived you were almost a child and today you leave as one of our greatest Myth. Your legend will last forever as a beautiful love story between Benzema and Real Madrid"..