საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტი „დღეები და ღამეები“
აკა მორჩილაძის 10 სცენარის მიხედვით საზოგადოებრივი სატელევიზიო მხატვრული ფილმების გადასაღებად რეჟისორების შერჩევას იწყებს.
18 -დან 25 მარტამდე ვებ გვერდზე www.1tv.ge განთავსდება სპეციალური
აპლიკაცია, რომელიც შერჩევაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ.
საუკეთესოებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან:
საზოგადოებრივი მაუწყებლის კრეატიული ბლოკის დირექტორი სერგი გვარჯალაძე
ტელეფილმების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვასაძე
დოკუმენტური სტუდიის ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი
კინომცოდნე ლელა ოჩიაური
რეჟისორი დავით ჯანელიძე
შერჩევა ჩატარდება 2 ეტაპად. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა რეჟისორს, რომელსაც აქვს კინორეჟისორის დიპლომი.
შერჩევის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 29 აპრილს.
დღეს 12:00 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელში ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
ჩანაწერი შეგიძლიათ იხილეთ ამ ბმულზე:
http://1tv.ge/ge/videos/view/160091/594.html დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/1cZkYx4RAdr...UtfTnI/viewform