მგონი ყველა ვთანხმდებით რომ ფილმი ორაზროვანი გამოვიდა.
ჩემთვის მთავარი მინუსი სიუჟეტი კი არა სცენარია. ყველაფერი გასაგებია, ვინ ვის რატო ეჩხუბება და რატომ სძულს, მაგრამ აკლია დამუშავება, დეტალები გვაკლია. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ ფილმის არასაკმარისი ხანგრძლვობაა. თითქოს სცენები ამოჭრილია და ერთი მეორეზე გადასვლისას რაღაცა გამოტოვებულია. სამი საათი ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ ცოტა რო გაეხანგრძლივებინათ ( იმის გათვალისწინებით რომ უაზრო სცენები ამოეღოთ. #LuisLane

მაყურებლებმა ვიცოდით რო უდაბნოს ამბები გაჩალიჩებული იყო. რატო გვაწვალეს იმის ყურებით ამას სუპსის გოგო თუ გაიგებდა?

)
ბენ აფლეკი მოუხდა როლს და არა ის რომ კარგად ითამაშა. შემდეგ ნაწილებში სიამოვნებით ვიხილავ სედ მენს :დ
ჰენრი ისეთივე იყო როგორც წინა ნაწილში, რას ვიტყვი მეტს.... კევინ კოსტნერის სცენა სრული კრახი იყო, ზაკმა მგონი მაია ასათიანთან გაიარა ტრენინგები.#მეტიპათოსი #ძალითმნიშვნელოვანიმომენტი.
ჰო კიდევ, ნახევარი ფილმი ბეტმენის კოშმარებში გავატარეთ. იმედია აგვიხსნიან ჯასტისში ან ფლეშის ფილმში რა იყო ეგ ბეტმენი მანტოში და სუპერმენის ლიგა :დ ეს სცენაცზედმეტი იყო
ამის გარდა ბევრი პლიუსი ვიხილეთ. ვონდერი ყველაზე ყველაზე ვუმენია მთელს დს სამყაროში :დ აუცილებლად ვუყურებ მაგის ფილმს კინოში !(მარტო მსახიობის გამო). ფლეში,კიბორგი და სხვების ისტორიისთვის შესავალიც გააკეთეს.
ლექს ჯუნიორი რატო ჯოკერობდა ვერ მივხვდი. ალბათ უფრო მსახიობის ბრალია. წიკ ტაკ წიკ ტაკ... კიდევ ჰოო მაგრამ ის მომენტი სცენაზე რო იდგა(ბრუსი და კლარკი რო შეხვდნენ ერთმანეტს) და პირს ამოძრავებდა, მივხვდი რო ლეჯერს უყურა ზედმეტად. მაგრამ მაინც საინტერესო პერსონაჟია. ვიღაცამ იკითხა რა მოტივი აქვსო, და მგონი ეგ მოტინი სუპსთან სახურავზე ახსნა.(მეზარება მაგის დაწერა)
საუნდტრეკი ძაან გლეჯდა. აბსოლიტურად ყველა სცენაში ძაან მაგარია. მარტო ეს რად ღირს.... ბრძოლის სცენები კარგად დადგმულია. გრაფიკა კარგია(სუუულ 1 კადრში იყო კომპიუტერივით დანარჩენი იდეალური). ძაან ტონკი იუმორიც არის, ზუსტად ისეთი როგორც უნდა იყოს. მარველივით თორის უროზე ვერ დაიწყებდნენ ღადაობას.
მოკლედ, ამ ქვეყნად სამართლიანობა რო არსებობდეს 7.5 -ს არ უნდა ჩამოსცდეს რეიტინგი.