სათქმელი უკვე თქვა ყველამ და მეც დავწერ ჩემს აზრს
გუშინ ვუყურე ფილმს და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია
პლიუსები
1. ბენ აფლეკი და ჯერემი აირონსი
ძალიან კარგად შეასრულა თავისი როლი ბენმა. ალფრედიც კარგი იყო. ველოდები ბეტმენის სოლო ფილმს, აფლეკის რეჟისორობით. კარგი რაღაც უნდა გამოვიდეს.
2.ვიზუალიზაცია.
ნუ სნაიდერს ეხერხება მსგავსი რაღაცეები და აქ გასაკვირი არაფერი არის.
3.მუსიკა
ციმერი და იქსელი კარგი დუეტია და იმედია კიდევ ვნახავთ DC-ს სხვა ფილმებში მათ ტრეკებს (განსაკუთრებით Wonder Woman რომ გამოჩნდა იქ გაასწორა)
4. ექშენი
კარგად იყო გაკეთებული და არაფერი დაეწუნებოდა.
5.გალ გადოტიც ძალიან მომეწონა, მის ფილმსაც ველოდები
ახლა მინუსები

1.როგორც უკვე ბევრმა თქვენგანმა აღნიშნა, ეს არის სიუჟეტი. განსაკუთრებით პირველ ნახევარში. სულ აქეთ-იქით ხტება კადრები, თან 2-3 წუთი ხდება მოქმედება, შემდეგ სხვა ლოკაცია. იქაც 2-3 წუთი და უცბად ისევ სხვა ლოკაცია. დაგვარბენინებენ წინ და უკან. ბევრი ამას ამოჭრილ ნახევარ საათს აბრალებს, მაგრამ ეგრე ბეჭდების მბრძანებლების ყველა ნაწილში თიტქმის ერთი საათი იყო ამოჭრილი

და თქვენ მიერ ავად ნახსენებ მეორე შურისმაძიებლებსაც, თითქმის ერთი საათი აკლდა

2.ლექს ლუთერ ჯუნიორი (თუ ვინცაა).
უკვე თქვეს რომ ჯოკერობას ცდილობს და არ გამოსდის. აიზენბერგის მიმართ პრეტენზიები არ მაქვს, კარგად ითამაშა, მაგრამ პერსონაჟი არ ვარგოდა. თან თითქოს ჭკვიანი უნდა იყოს და ფსიქოპატად გამოყავთ, რომელსაც საერთოდ არ აქვს მოტივაცია, მაგრამ ასე იქცევა, იმიტომ რომ სიუჟეტს ჭირდება. რისთვის ჭირდებოდა მსგავსი ქმედებები? პასუხი არ გვეძლევა. კი ვიცი რომ შემდგ ფილმებში გამოჩნდება ყველაფერი, მაგრამ ამ კონკრეტულ ფილმში უპასუხოდ დაგვტოვეს.
3.მოსამზადებელი ნაწილი სამართლიანობის ლიგისთვის.
ძალიან აფუჭებს ფილმს ეს მომენტები. ნამიოკებს რომ გვირტყავენ სამართლიანობის ლიგაზე. აქვე ვიტყვი ძალიან სულელურად გაკეთებულ კამეოებს და ბეტმენის სიზმრებს. გასაგებია რომ კამეოები იყო საჭირო, მაგრამ ასე სულელურად რატომ უნდა ჩაესვათ? რა ვიდეოები, კარგით რა ხალხო

ბეტმენის სიზმრებზეც იგივე შეიძლება ითქვას, სამართლიანობის ლიგისთვის გვამზადებენ თითქოს, მაგრამ ამ კონკრეტულ ფილმს საერთოდ არ სჭირდებოდა ეს ნაწილი და რაღაც ხელოვნურად, არაბუნებრივად გამოიყურება (როგორც კამეოები)
4.სამართლიანობის ლიგის მიერ გამოწვეული დომხალი.
მარველმა 5 ფილმი გადაიღო, სანამ შურისმაძიებლებს გამოუშვებდა. გაგვაცნო თითოეული გმირი და საკმარისი დრო გამოუყო მათ. აქ კიდევ იმის შიშით, რომ არიქა და მარველს ვეღარ დავეწევითო, იმათ უკვე კარგად აქვთ განვითარებული კინოსამყარო და ჩვენც ეგრე გვინდაო, ერთ ფილმში შემოყარეს
5 ახალი პერსონაჟი! მე ვთვლი, რომ ჯერ ცალკე ფილმები უნდა გადაღებულიყო ბეტმენზე და ვანდერ-ვუმენზე მაინც და შემდეგ ეს ფილმი. ბევრად კარგი გამოვიდოდა.
5. დუმსდეი.
რა იყო, რას გავდა. ვიზუალურადაც არ გავს იმ დუმდეის რომელიც კომიქსებშია, მაგრამ ჯანდაბას. ეს ყველაზე პატარა მინუსია და შეიძლება ვაპატიოთ
6.ლოის ლეინი
ძალიან მომიშალა ნერვები. რასტრელიაც ნახუი! აი ძალით ჩასმული, სრულიად უაზრო და სულელური პერსონაჟი. არანაირ დატვირთავ არ ახდენს სიუჟეტზე. ხელს უშლის სუპერმენს ყველანაირად. რომ დამხრჩვალიყო წყალში, ძალიან გამიხარდებოდა
7.ბეტმენის და სუპერმენის უცბად ჩაბრატების ამბავი
რაღაც ხელოვნურად და სულელურად იყო გაკეთებული. წინა მომენტში კლავდა სუპერმენს ტიპი და რომ გაიგო, ამათი დედები სეხნიები ყოფილან, მომენტალურად დაძმაკაცდნენ. ძალიან სულელურად გაკეთდა. ბევრი ამ მომენტში იცინოდა, მე კიდევ დაახლოებით ასე ვიყავი ==>
საბოლოოდ. მიუხედავად იმისა, რომ მინუსები საკმაოდ ბევრია, ცუდი ფილმი არ არის და გირჩევდით გეყურებინათ. თუნდაც ბენის გულისთვის. ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) ბეტმენია და მისი ფილმიც კარგი უნდა გამოვიდეს (თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თვითონვეა რეჟისორი და მემგონი სცენარისტიც)
წესით სამართლიანობის ლიგა უკეთესი უნდა გამოვიდეს, თუ გაითვალისწინებენ აქ დაშვებულ შეცდომებს და გამოასწორებენ მთ. თუმცა როგორც ვხედავთ, ზაკი შეცდომებზე არ სწავლობს და ეს ძალზე სამწუხაროა.
8/10
აფლეკი რომ არა 7-ს დავწერდი
თუმცა ფილმის ყურებისგან ვისიამოვნე და დაბალი ნიშნის დაწერის უფლებას გული არ მომცემს
You see, in this world there's two kinds of people, my friend: those with loaded gun and those who dig. You — dig
☩ Дорога возникает под шагами идущего ☩
Anything is possible
--------
Dallas Mavericks
FC Liverpool
--------