ახლახანს დავბრუნდი სეანსიდან და ვწერ რეზენზიას. რევიუ იქნება სპოილერებისგან დაცლილი ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ წაიკითხოთ.
პირველ რიგში მოკლე ვერდიქტი: And that's how it's done
ეს იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ევენჯერები, მაგრამ არ გამოვიდათ. პერსონაჟებზე ორიენტირებული, კარგი ექშენ სცენებით. მარა უმეტესი აქცენტი სწორედ მათ მეზე კეთებოდა.
რატომ ერქვა კაპიტანი ამერიკა ცოტა გაურკვეველია, რადგანაც ტონისაც იმდენივე დრო ჰქონდა რამდენიც კაპს. კარგი ეს წვრილმანია, მინუსი არ არის.
სიუჟეტი კარგად შეკრული. არანაირი ცუდად დაჩეხილი კადრები და კადრიდან კარზე უაზრო გადასვლები. იყო შეკრული, თანმიმდევრული და კარგად დაწყობილი.
მხარეების მოტივაცია ასევე კარგად გამოკვეთილი იყო. ყოველ შემთხვევეაში, კაპის და ტონის მოტივაცია მაინც. ზოგადად მე კაპისკენ ვიყავი, მარა ტონისიც გავიგე და ნამდვილად არ ველოდი თუ ასე ვუთანაგრძნობდი.
ქორეოგრაფია და ჩხუბის სცენები შესანიშნავი. არც ღირს დაწვრილმანება.
პერსონაჟები ყველაზე არ შევჩერდები მარტო რამდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას.
კაპი და ტონი გასაგებია. მათი ჯამსებიც ( იყო ამაზე კაი ხუმრობა

)
სპაიდერ-მენი, სპაიდერ-მენი და სპაიდერ-მენი. პირველად რომ გამოჩნდა, ასე მეგონა ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობარი დავინახე. ეს იყო ისეთი სპაიდი როგორი უნდა გაეკთებინათ თავიდანვე. არც დაქლიავებული მაგუაიერის( მაპატიე ტობი) და არც ჯერქი გარფილდი (თუ არ მაპატიებ მკიდია, არ მევასებოდი

) სპაიდი იყო, თინეიჯერი ნერდი. ჩვეულებრივი ანდერდოგი თინეიჯერი, სუპერ ძალით. ყოჩაღ.
ანთ-მენი იუმორის მამაა. ვშიშობდი როგორ ჩასვამდენ სცენარში, მარა ძალიან ბუნებრივად გამოვიდა. რამდენიმე ხუმრობამ მისმა მომცელა. მოკლედ ყოჩაღ.
პანტერა ბედესებს შორის, ყველაზე ბედესი. მშვენიერია. ძალიან ორგანულად ჩაჯდა. შემდგომ ევენჯერებში უკვე მიღებული იქნება. მესამე ასეთი მყარი პერსონა დაემატათ ევენჯერებს, რომელსაც ლიდერობა შეუძლია თუ რამეა.
ტიტრების მერე ორი კარგი კადრის იყო. ახალ ფილმებზე არაფერი. ნუ ერთი სპაიდიზე იყო. დეიდა მეისთან ურთიერთობასზე.
უი დეიდა მეი

მარია ტომეი არ ბერდება მემგონი. მისი ჰოთობა ფილმშიც იყო ნახსენები, მოკლედ სასაცილო გამოვიდა.
მინუსი ალბათ ისაა, რომ მუსიკებმა ისე ვერ მოიტანა. მუსიკალური გაფორმებას ეპიკურობა აკლდა. მოკლედ ვაპატიებთ
კი ვთქვი სპოილერების გარეშე-თქო, მარა ეს რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია. ასე რომ თუ რამეა არ გახსნათ.
ერთ-ერთ პესონაჟს ეხება:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფილმის მთავარ ღირსებად მე მაინც ზემო მიმაჩნია.პირველად მარველის ფილმების ისტორიაში არ იყო ვილანი რომელსაც ძალაიფლება სწადია, ან სამყაროს ბატონო სურს, ან ბავშვობის კომპლექსები აწუხებს და ა.შ. ეს იყო ადამიანი რომელმაც ყველაფერი დაკარგა. გარკვეულწილად მის მიმართ სიმპატიებიც კი გაგიჩნდებოდა. მოტივაცია, შესრულება, დადგეგმვა. მოკლედ მაგარი გამოუვიდათ
This post has been edited by Demetrius on 5 May 2016, 22:45