დავიწყებ იმით, რომ BvS-ს ბევრად ჯობდა.
სპეცეფექტებს რაც შეეხება ერთი-ორჯერ თვალში ცუდად მომხვდა, მაგრამ ეგ დიდი არაფერი.
რაც შეეხება სახელს civil war ნამდვილად არ იყო.
რაც შეეხება ზემოს კარგი გამოუვიდათ.
შესძლებიათ კარგი ვილეინის შექმნა.
არც ქონდა ფილმში სიუჟეტს დიდი დატვირთვა.
ისევე როგორც კომიქსში კაპიტანის და ტონის პიროვნების გასაშლელად იყო საჭირო.
ტონი ასე თუ ისე გამოუვიდათ, კაპიტანისა რა გითხრათ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ის გამიკვირდა სტივი მთელი ფილმი გაიძახოდა ბაკის ბრალი არააო და არავინ რომ არ უჯერებდა.
პერსონაჟებს რაც შეეხება ჭიანჭველა ყველაზე მეტად მომეწონა.
ის მაგარი მომენტი იყო, ტონის რომ ეუბნებოდა შენი სინდისის ხმა ვარო.
იუმორი კარგი ჰქონდა, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმს ავნო.
ერთ მომენტში იცინო იხალისო და მერე სერიოზულად უყურო ფილმს რაღაც არ ჯდება.
რაც შეეხება ბრძოლის სცენებს უმაგრესად იყო გადაღებული, მაგრამ ბოლომდე ვერ მოიტანა.
შეიძლება საუნდტრეკების ბრალია ან ჩემშია პრობლემა
ბოლოს ბრძოლა უმაგრესი იყო.
მანდ ერთი მომენტი მომხვდა თვალში.
ტონი ბაკის რაკეტას როცა ესვრის მაშინ კოსტუმი დაზიანებული აქვს და ვერ დაფრინავს.
რაკეტის სროლის შემდეგ ყოველგვარი პრობლემის გარეშე აფრინდება.
საუკეთესო კომიქს ფილმი ნამდვილად არაა.
მარველის ფილმებიდან კვლავ რკინის კაცის პირველი ნაწილია ჩემი ფავორიტი.
It's not the answers that matter, it's the questions.