http://www.imdb.com/title/tt5700672/როგორც იქნა ვუყურე! ტორენტიდან გამოვწერე, სხვაგან ყველგან წაშლილი იყო/
ფილმი არის ფსიქოლოგიის კანონების უზუსტესი დაცვით და სქემატური აგებით.
სიტუაცია გზისპირა ფუნდუკშია( ქვეცნობიერი) და ზამთარში, საშინელ პირობებში, რაც კრიზისის აუცილებელი , გამამძაფრებელი ელემენტია.
ფილმში ადამიანის პროვნების 3 ძირითადი მდგენელია გაშლილი მარტივ მამრავლებად.
მე, ეგო და სუპერეგო. ფილმის იდეა ამ ეგოებს შლის და გვაჩვენებს, როგორ მუშაობს პერსონაჟების სახით ჩვენი ქვეცნიბიერი, თითოეული ეგო გაშლილია 3 ადამიანად, სულ 9.
იდეაში იქ 9 პერსინაჟია, მეცხრე დეიზის ძმა, როგორც მოზაიკის ბოლო ნაწილი.
იდეა სამართლიანობა- უსამართლობის სასწორია, სინდისის მექანიზმის მუშაობის სქემა.
თავისი სიბინძურით და ნათელი წერტილებით.
რვიანის პირველი ჯგუფი:
1)მარკუს ოურენი - სინდისის/სამართლიანობის იდეის წარმომჩენი. დაჩაგრული, სულით მებრძოლი სამართლიანობისთვის, ის, რომ ზანგია ამას ძალიან უსვამს ხაზს და ამძაფრებს.
2) ჯონ რუდი - სამართლიანობის აღმსრულებელი, ჩამომხრჩობი
3) მომავალი შერიფი კრისი -სამართლიანობის ოფიციალური წარმომადგენელი.
„ეგოს“ ეს 3 ნაწილი ებრძვის დეიზით განსახიერებულ სიმბოლოს.
4) დეიზი - მამაკაცის პიროვნების ქვეცნობიერი ქალური მხარე, იგივე ანიმა, რომელიც კრიმინალია და ქალური არაფერი სცხია, ქვეცნობიერ დონეზე დეიზის ყავს ძმა, მისი ანალოგი, რომელიც სცენის ბოლოს სარდაფიდან ამოდის, სარდაფი ქვეცნობიერის ბოლო შრეა. ანუ აქ დეიზი გაშლილია 2 ელემენტად,თვითონ და მისი ძმა. ამიტომ ცდილობს უშველოს საკუთარ თავს.
რვიანის მეორე ჯგუფი : პირველის სრული საწინააღმდეგოა, ყველა მატყუარააა და იგინებს თავის პიროვნებას. (ქვეცნობიერის ილუზია)
5) დეიზის ძმა.
6)ოსვალდო მობრეი ( ჯალათი) - ჯონ რუდის სარკული ანარეკლი, იგივე ჩამომხრობის როლში, ოღონდ უარყოფითად.
7) მექსიკელი
8)კოვბოი , ჯონ გეიჯი, ცხოვრების მწერალი
9) მოხუცი გენერალი .
ეს ბოლო 3 პერსონაჟი ერთი ალტერეგოების, ჩვენი ბინძური ქვეცნობიერის გამოვლენებია.
ფილმის კვანძის გახსნისას ყველა კვდება, ანუ ყველა ეგო განწირულია. დასკვნა : ადამიანი აგრესიული და პრიმიტიული მხეცია, რას ფსიქოლოგიამ ისედაც იცის.
მოკლედ, ასეა „საძულველი რვიანის“ ჩემი ფსიქოლოგიური დახასიათება.
ზოგადად კი - ტარანტინო თავის თავს „Pulp Fiction“-ის მერე ვერასოდეს აჯობებს, მაგრამ არაუშვს, ვაპატიოთ.