მოგესალმებით მეგობრებო, ჩემ სუბიექტურ და ობიექტურ აზრსაც დავაფიქსირებ.
კვირას ვიყავი აიმაქსში. ამ ფილმს ველოდებოდი უკვე აღარც ვიც ირამდენი წელი, სონი 1 დან მოვყვები ვარქრაფტს და ყველა ნაწილის თავზეც გავიარე თავის ვოვიანად, ეხლაც ვოვში ვარ მამენტ და ერთგული ოლდსქულ იგროკი ვარ.
პირველ რიგში მინდა გითხრათ ესეთი რაღაც, ყველა წინა თამაშებს რომ თავი დავანებოთ მეგობრებო World Of Warcraft ეს არის ერთადერთი თამაში რომელმაც მოხსნა ყველანაირი რეკორდი ფლეიერების მხრივ, ყველაზე დიდი რაოდენობა ყავდა მოთამაშეების და ზოგადად ბლიზარდი ამ თამაშის წყალობით ოქროს საბადოთაც აღიარეს, ეხლა ეს რატომ მოვიყვანე მაგალითად, დღეს დღეობით ნუ არ დამითვლია მაგრამ დაახლოებით 16 მილიონამდე ფლეიერი ისევ არსებობს ვარქრაფტში, აი რამდენს დარჩა აქაუნტი და დაფრიზული აქ ხომ წარმოდგიდგენიათ? რეჟისორი რომელიც ამ თამაშის მიხედვით ფილმის გადაღებას მოკიდებს ხელს წარმოგიდგენიათ რამხელა პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე? 1 ნიტო დვიჟენია და World Of Warcraft შესაძლებელია მთლიანად გაანადგუროს და წყალში ჩაყაროს ყველაფერი, აი მილიონი გათვლაა საჭირო და ძალიან დიდი სიფრთხილე, ამ ფილმზე უმეტესობა მოთამაშეები წავლენ ამაზე ხომ 2 აზრი არარსებობს, თუ მOთამაშეებს არ მოეწონებათ ფილმი, ეს არის დასასრული ყველაფრის.
ამიტომ ჩემი აზრი როგორც მოთამაშე და როგორც ჩვეულებრივი ადამიანი - ფილმი არის ძალიან კარგი, ყველაფერი არის დეტალებში შესრულებული და დიდი ყურადღება მიაქციეს ერთი ერთში მიმსგავსებას რისთვისაც რეჟისორს მადლობა, სამყარო, სპეც ეფექტები და ა.შ. აი როგორც შესაძლებელი იყო ჩემი აზრით ისეც გადმოვიდა ეკრანზე, ძალიან რთულია მეგობრებო ამ სამყაროს ეკრანიზაცია 1 ფილმში რომელიც სულ რაღაც 2 საათი გრძელდება, თამაშში 1 კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე გადასვლას ხანდახან 15-20 წუთიც კი ჭირდება, იმხელა სამყაროა შექმნილი და იმდენი დეტალებია, წვრილმანები, მაგ: გულდანის რობა, აიიიიი ისეთი სიზუსტით არის შესრულებული გაოცებული ვუყურებდი

ძალიან გული დამწყდა, რომ დამიტოვა სიმცირის შეგრძნება, ანუ წლები რომელიც ელოდები ამ ფილმს აქედან გამომდინარე დამრჩა ლომკა და სიმცირის შეგრძნება, ცოტაა არ გყოფნის გაგრძელება გინდა.
წარმოიდგინეთ კიდევ 1 რამ : ეს ფილმი რასაც უყურეთ არის ზღვაში წვეთი, რა ისტორიაც აქვს ვარქრაფტს, წარმოიდგინეთ რომ ინტრო მოგიყვათ ვიღაცამ აი სულ ესაა ეს ფილმი, როგორ დაიწყო ყველაფერი ანუ საიდან მოვიდნენ ორკები ი ვსო ! ნუ იძახით რომ აქ ან მაგები ანახეს ან დვორფები და ა.შ.
მედივი სულ სხვა თემაა ასევე კადგარი და 4 კირინ ტორის მაგი, ესენიც ხრანიწელების პონტში გადიან, კუბს რომ იცავდნენ, ანუ ამათ სხვა როლი აქვთ რა რეალურად. პალადინები პრისტები მაგები ლოკები როგები აუ რამდენი რამე გველოდება ხალხო წინ უბრალოდ წარმოიდგინეთ

შემდეგ სერიაში კილ ჯაედანს ვიხილავთ - მედივის სახე რა კარგად დააფიქსირეს იმ კადრებში, აი ეს ნიხვატკაა რასაც ვიძახდი რა, ანუ 97% ჯერ წინ გვაქვს და მინდა მალე გავიდეს დრო გამოვიდეს სხვა სერიები რომ ვუყუროთ

კრიტიკას რაც შეეხება აი უმნიშვნელო თემებია, რომლებიც საერთო სურათს არ აფუჭებენ და ფილმს ვერ გააფუჭებს. ისტორია გასაგებია, ზოგან პატარა ჩავარდნები არის, თუმცა არა ისეთი რომ გაგრძელება ვერ გაიგო ან საერთო შინაარსი აგერიოს.
საბოლოო ჯამში 9 ქულა ჩემიდან. კაი ხანია ესეთი კარგი ფილმი არ მინახავს.
პ.ს: ბეჭდების მბრძანებელს შეადარო ეს ფილმი არის დიდი სისულელე ჩემ იაზრით, ვაფშე სხვა და სხვა სამყარო და თემააა....
მურლოკზე და პოლიმორფზე ლამის გავიგუდე სიცილით მასულიერებდნენ