ვიყავი 26–ში დილის სეანსზე ადამიანთან, რომელიც შუთერების მეტს არაფერს თამაშობს, დიაბლო იცის მარტო და 3დ ფილმებიც არ მოსწონს.
გაიგო ყველაფერი. ცოტა ამდენ სახელებში დაიბნა, მაგრამ ვიზრუნე, რომ სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყო

საერთო ჯამში ისე მოეწონა, ფილმის მერეც შინაარს ვარჩევდით.
მუსიკა იყო ძალიან კარგი. ვიზუალური ეფექტები, სფელები, პორტალის გახსნა, ჩხუბები უუმაგრესი. ოღონდ ალაგ–ალაგ ხედის კადრები როცა იყო(მაგ.: სთორმვინდის), კამერა სწრაფად მოძრაობდა და იბლარებოდა ყველაფერი. თვალები მატკინა.
ფილმის ხანგრძლივობა დამაკმაყოფილებელი იყო. ნუ მე 5-10 წუთს მივუმატებდი. რაღაც-რაღაცეები, მგონია, რომ კარგად უნდა აეხსნათ იმჰო. არა, ჰობიტივით 3 საათიანი ნამეტანი იქნებოდა, ძალიან დამღლელი. ისედაც ბევრი რამ ხდება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დასაწყისში კარგი იქნებოდა მეტი ინფო დრაენორის შესახებ. (შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ გამომრჩა. ადგილის ძებნაში დრო დავკარგე _ სხვა იჯდა ჩემს სავარძელში )) ამიტომ კიდევ უნდა ვნახო)
მურლოკები გამისწორდა. ბევრი ისთერ ეგგ და რეფერენსები იქნებოდა, რაც მე ვერ შევამჩნიე. ვინმე გამოჩნდება მერე, ვინც კადრ–კადრ გაარჩევს და ვიდეოს გააკეთებს. საინტერესო იქნება. (მაგ.: ტროლის სახე ხადგარის ნახატებში და კიდევ იქნებოდა რამერუმეები მანდ, მინიშნებები სხვა ტიპებზე)
წინა დღეს ფეისბუქზე კომენტარებს ვკითხულობდი და ერთმა დაწერა პოლიმორფის სფელი რომ დაიდოს, რას გაასწორებსო და ბუთქუნა ცხვარი რომ დავინახე, ტაში შემოვკარი. დარბაზშიც ყველამ იხალისა.
ტრევის ფიმელმა ძალიან კარგად ითამაშა. ასევე ხადგარმაც და გარონამაც.
ყველაზე მეტად არ მომეწონა ბენ ფოსტერის თამაში(და ამ აზრზე, როგორც ჩანს, მარტო მე ვარ). ყველა კადრში ერთნაირი მიბნედილი სახე აქვს :/ საერთოდ ვფიქრობ, რომ მედივის პერსონაჟს დახვეწა აკლდა. მეტი სახასიათო მომენტები ჩაედოთ. "მანის აბაზანები" მაგარი იყო ))
ლოთარის შვილის სიკვდილი ძალიან ამაღელვებელი იყო. მაგრად დამგრუზა. კარგი გამოვიდა ეგ ბრძოლა თავიდან ბოლომდე.
ორკები ყველანი კარგები იყვნენ. დუროტანზე კადრები არ მეყო. როგორი მზრუნველი, მამაცი, დიდი კეთილი დათვია და ის მწვანე ბერიკაცი რა ადვილად ჭმუჭნის

ცრემლები მომადგა. ცივსისხლიანმა კრიტიკოსებმა კი დრამა გვაკლდაო.
პატარა ორკი ძალიან საყვარლი იყო. როგორ ღნაოდა ))
ბლექჰენდი მომეწონა როგორც ვიზუალურად, ისე _ მისი ყველა ბრძოლის სცენა. ერთადერთი ლოთართან დუელი ძალიან უცებ დაამთავრეს. მეტს ველოდი.
ბოლოს ხადგარი რა ჯადოს იყენებს მედივის წინააღმდეგ, თვითონაც რომ თვალები უმწვანდება, ამის შემდეგ?
საერთო ჯამში ჩემი შეფასება არის 9/10. დიდი სიამოვნებით წავალ კიდევ სანახავად