ხო, ნუ ეგეც გამისწორდა.
ახლა
გატრაკების ფურცელი. მერე შექების ფურცელს დავდებ :დ
მოკლედ, ფილმი მომეწონა იქამდე, სანამ არესი გამოჩნდებოდა და არ ვგულისხმობ მუზარადიან არესს.
არამედ ზოგადად, პერსონაჟის გამოვლენას. უკვე ვთქვი ფილმში ექშენი მომეწონა მეთქი და ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის,
რომ ძალიან შორს არ შეუტოპიათ. კი, რა თქმა უნდა ფანტასტიკური სახის ბრძოლები იყო, მაგრამ გადაჭარბებულად არ მომჩვენებია.
ამაზონკების და გერმანელების ბრძოლა კარგი იყო. ვანდერ ვუმენი რომ სოფელს გადაარჩენს, ეგ ბრძოლაც კარგი იყო, მაგრამ ბოლო ბრძოლა იყო over the top.
კი, კი, მესმის რომ boss-სს უნდა შეხვედროდა და ეს ჩხუბი წინებზე უფრო შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო,
მაგრამ ჩემთვის პირიქით მოხდა. მე წინა ბრძოლები უფრო მიზიდავს. თითქოს წინები ჯენკინსმა გადაიღო და ეს ბოლო - სნაიდერმა.
ვიცი, რომ ფანტასტიკაა და ახლა მაგრად ვატრაკებ, მაგრამ არა რა. უფრო ''მიწაზე დაშვებული ბრძოლა'' უნდა ყოფილიყო.
ძალიან დიდ მასშტაბზე გავიდნენ და ნუ... არ მივესალმები.
მე პირადად სექსის დროს დაახლოებით იმას ჩავსვამდი, რაც ლიუქ ქეიჯს და ჯესიკა ჯოუნსს შორის მოხდა
ოღონდ უფრო მასშტაბურ ფორმაში. გამიტყდა რომ მაგ დროს დირთი ხუმრობა არ გააძრეს.
ხო და არ თქვათ ბავშვებიც უყურებდნენო, იმიტომ რომ იქამდე, გამოქვაბულში ტრევორს პენისი ხელით ეჭირა
არ ვიძახი რომ არესი სუსტი ვილეინი იყო. არა, ჰქონდა თავისი მოტივაცია და ბლაბლაბლა, მაგრამ ამ ფილმს უფრო მაგარი ბოროტმოქმედი სჭირდებოდა.
არა მარტო უფრო მოუხდებოდა, არამედ სჭირდებოდა. უბრალოდ, იმსახურებდა.
საკმაოდ კარგი სცენარი იყო და ვიცი რომ ნაღდი სცენარისტები არ ჩაწერდნენ ამ ფრაზებს ბოლოში : მაგასაც ვნახავთ / მაშინ გაგანადგურებ / მთავარია რისი გჯერა და ა.შ.
ეს ფრაზები არის პროდიუსერების ნაჩალიჩარი. აი, 100 %-ით რა. იმდენად კარგი სცენარი ჰქონდა, რომ ასეთებს უბრალოდ არ ჩასვამდნენ თავისი ნებით.
არ მომეწონა დასასრული, საიდანღაც რომ ხტება. თან ცუდი სიჯიაი იყო. კაი, კაი, ჯანდაბას ყოფილიყო ეგ, ოღონდ ბეტმენი მაინც ეჩვენებინათ სახურავზე :დ მერე აქეთ გავაპრავებდი.
ვანდერვუმენი რომ იყო ზევსის იარაღი, ეგ იყო ძალიან პროგნოზირებადი. აი 100%-ით პროგნოზირებადი.
ლოთი სნაიპერის პერსონაჟი თითქმის არ იყო საჭირო.
ახლა თუ ვცდები შემისწორეთ. ნუ როგორც მივხვდი არესმა კაცობრიობაში ჩამოაგდო შუღლი. რითიც დაიწყო მთელი ეს ომები და ქაოსი.
ახლა კი დაბრუნდა , სამოთხის დაბრუნება უნდა და დაიანას უხსნის რომ სამართლის აღსრულება სურს და უხსნის რამდენად ბოროტია ადამიანი.
ეს იცით რას ჰგავს ?! მინა რომ გაბზარო სპეციალურად იმის დასამტკიცებლად თუ რამდენად მყიფეა და
მერე ეს გაბზარვა თვითონ ამ მინას დააბრალო. ნუ მე ესე გავიგე ყოველშემთხვევაში. ვიმეორებ, თუ ვცდები, შემისწორეთ.
და თუ არ ვცდები, მაშინ არესის მოტივაცია ცოტა ვერაა რიგზე.