რობოტი ავიღოთ.
შექმენი რობოტი - არის ჰარმონიული და კეთილი.
მერე დგები და ამ რობოტს ბოროტების ჩიპს უსვამ, ეს შესაძლებლობაა და თუ ბიძგი გაუარესებისკენ ?
სადაო საკითხია, მაგრამ ჩემი აზრით ბიძგია და არა შესაძლებლობა.
შესაძლებლობა იცი რა არის ?
როდესაც რობოტს ეკითხები - გინდა ჩაგისვა ეს ჩიპი ?
და ის ირჩევს უნდა თუ არა.
მაგრამ როდესაც იძულებით უსვამ ბოროტების ჩიპს, ეს უკვე ბიძგია.

არ მეგონა ასეთი სახის ფილმში თუ იმაზე გაამახვილებდნენ ყურადღებას,
თუ ომს რამხელა უბედურება მოაქვს, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურადაც.
ტრევორი რომ უღწერს დაიანას, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მშვიდობიან პერიოდში და რომ ეუბნება, ოღონდ მე აზრზე არ ვარ ნორმალური ცხოვრება როგორი განცდააო. სნაიპერს ღამით კოშმარები რომ ესიზმრება და გამოღვიძებისას აგრესიული ხდება.
დაიანას ჰიპერაქტიური ბავშვობა დამევასა. დასაბამიდანვე რომ იყო მეომრად მოწოდებული.
ჰიპოლეტას და ანტიოპას დამოკიდებულება და აღზრდასთან დაკავშირებული ‘’კონფლიქტი’’ გამისწორდა.
სტივ ტრევორის პირველი აღიარებითი ჩვენება ძალიან სასაცილი იყო.
ასევე ის მომენტიც, დაიანა რომ ეუბნება, როგორ უნდა მივხვდე რომ ახლა არ მატყუებო და თავისით რომ დაიხვევს ხელზე ლასოს.
სადაც ლასო ჩნდებოდა, ყველა მომენტი კარგი იყო. მეორე ფილმში უფრო ხშირად გამოაჩინონ.
ტრევორის შიშველი სცენაც საათთან დაკავშირებით სახალისო იყო. თან რადიკალურ-ფემინისტური ქვეტექსტი ჰქონდა და ეგრევე დავიჭირე ეგ შუტკა

დაიანა გერმანელ ქალს რომ შეიყვანს ტყეში, გვერდზე რომ დაუდგება და ზომებს სინჯავს, ეგეც ძაან პრიკოლი იყო.
ტრევორის შეპარვაც წვეულებაზე. ლუნდენდორფი გენერლებს გაზთან ერთად ერთ ცალ აირწინაღს რომ შეუგდებს, მაგ დროს ძააან ძააან EVIL როჟა გაიჩითა. თან როგორი მომენტი იყო იცით ? აი ბავშვები რომ რაღაცას იცელქებენ, გარბიან და შორიდან აკვირდებიან რა შედეგი მოყვა მათ ამ ქცევას

ინდიელების მიწის წართმევაზე მგონი აქ უფრო დიდი აქცენტი იყო გაკეთებული, ვიდრე რევენანტში. არა და სულ ერთი ორი ფრაზა იყო.
ხო და კიდევ ისა, არც ისე დიდი ხნის წინ, ჩვენი წინაპრები მოსისხლე მტრები იყვნენ, ახლა კიდევ ომში გვერდიგვერდ ვიბრძვითო.
ამაზონკებს და ტრევორს რომ აქვთ ერთმანეთის მიმართ ნაივური დამოკიდებულება, ეგეც კარგი იყო.
ანუ უცოდინრობით და გულუბრყვილობით ორივე მხარე თანაბრად ‘’დაიჩაგრა’’. როგორც უნდა ყოფილიყო კიდეც.
ის დამევასა კიდევ. ვანდერა რომ დაყრუვდება და მერე რომ იხსენებს იმას, რაც სმენადაქვეითების დროს უთხრა ტრევორმა.
კიდევ ერთი პარალელი

ოღონდ ეს ისე რა, ხუმრობით. ტრევორს რომ მისდევენ გემებით ძალიან ძალიან ძალიან ბნელ ნისლში და
გერმანელი ჯარისკაცი თემისკირას გარემოში რომ შეყავს თავს, ყველაფერი რომ სუპერ ხასხასაა,
მერე ისევ გამოყოფს და მერე მთლიანად რომ შეძვრება

ეგ იყო იმენა სნაიდერის ფანებზე

ეგ ჯარისკაცი წარმოადგენდა სნაიდერის ფანს
ხო კიდევ ნაყინის მომენტი დავამუღამე, იმიტომ რომ მულტფილმი მაქვს ნანახი

ნუ ის მომენტი ყოველშემთხვევაში.
This post has been edited by zeppelnick on 8 Jun 2017, 12:53