CGI ძალიან სუსტი..
ღრუბლებში რომ დაფრინავდა მეგონა 70იანების სუპერმენს ვუყურებდი
სირბილიც ძალიან ხელოვნური იყო. თითქოს ჰაერში იყო ჩამოკიდებული და ისე იქნევდა ფეხებს
მსახიობიც არაა კარგი. გასაგებია რომ ებრაელია და ინგლისური არაა მისი პირველი ენა და ბევრად რთულია სხვა ენაზე act, მაგრამ ჩვენ როგორც მაყურებლებმა რა დავაშავეთ? მუდმივად შეჭმუხნული წარბები და სახე არ უხდებოდა.
სტივი რისთვის დააბრუნეს თუ არანაირი გავლენა არ ექნებოდა ფილმზე?
Cheetah-ს რატომ ჰქონდა 2 სურვილი როცა სხვა ადამიანზე არ იმოქმედა მეორედ ჩაფიქრებულმა სურვილმა
ოქროსფერ suit-ს რა აზრი ჰქონდა, უძლეველი აბჯარიაო (თუ რაცაა) და Cheetahმ 2 წუთში მოურყია

და ფრთები დააყრევინა
ქუჩაში ყველა თეთრი მამრი რომ სექსუალური მოძალადეა, ეს გვასწავლა ამ ფილმმა თან
დასაწყისში პატარა დიანას ოლიმპიურმა თამაშებმა რა გავლენა იქონია ვერც ეგ გავიგე, რა შუაში იყო ეგ სცენა არ ვიცი
ლასოს სპაიდერმენივით გამოყენება ხო სასაცილოა ძალიან. დასასრულიც ###ობა - მეგონა Love Actuallyდან ვუყურებდი იმ სცენას, იმ ბიჭს რო შეხვდა შემთხვევით.
გამოვრთავდი 1 საათიანი ყურების შემდეგ მაგრამ უბრალოდ მაინტერესებდა DCEU-ს მომავალ ფილმებთან თუ ექნებოდა რაიმე კავშირი და უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა.