დღეს მეღირსა ყურება როგორც იქნა, პირველ რიგში მაკევოის შესრულება უნდა გამოვყო, ადრე თუ გვიან ოსკარს უეჭველი დადებს ეს კაცი. Filth - იც მთლიანად მაგან წაიყვანა და აქაც მთელი ფილმს ქაჩავდა შეიძლება ითქვას.
პ.ს. ბილი მილიგანის ისტორია არაა და გაიგეთ მართლა ხალხო ბოლოს და ბოლოს, სხვა პერსონაჟია საერთოდ და არაფერში არ არის ჩაჯმული, პირიქით შამანას ერთ-ერთი საუკეთესო კინოა

.
სპოილერების გარეშე ვიტყვი რომ 7/10 ამ ფილმს.
ფილმი თუ არ გინახავთ არ გახსნათ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კინო ლიაპები ქონდა თავისთავად და ამიტომ ვუწერ 7/10 -ს თორემ უფრო მეტიც შეიძლება დამეწერა, განსაკუთრებით ეგრეთწოდებულმა როგორც ანიმეში იტყვიან "ფანსერვისმა" გამაღიზიანა, მთავარ როლში ვინც არის გოგო - ანა-ტეილორ-ჯოი, კარგი მსახიობა და the witch - იდან მოყოლებული დიდ სიმპატიას იმსახურებს ჩემგან როგორც მსახიობი და როგორც გოგო

, მაგრამ ამ ფილმში იმენა მაგასაც და ყველა გოგო პერსონაჟს გახადეს რაც შეეძლოთ, მესმის რომ სიუჟეტურად მიდიოდა ყველაფერი, დენისის გარყვნილობის ამბავი იყო და ა.შ. მაგრამ მაინც, მომენტებში იმენა boobshot -ები იყო მაგარი გამაღიზიანებელი. დანარჩენი უმნიშვნელო ხარვეზები იყო, შედეგად 7/10 ადეკვატურად მიმაჩნია, unbreakable ის გამოჩენა ბოლოში მესიამოვნა

ბებერი ბრიუსი მაგარი კაცია, საინტერესოა რას მოუხერხებს ამ ორ პერსონაჟს შამანა, მოკლედ რომ ვთქვა ფილმით ნასიამოვნები დავრჩი და ნამდვილად ღირდა დიდ ეკრანზე ყურება