
Alien: Covenant - არის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა რომლის რეჟისორიც არის სერ.რიდლი სკოტი და 2012 წლის ფილმის
Prometheus - ის პირდაპირ გაგრძელებას წარმოადგენს . მთავარ როლში არიან: Michael Fassbender, Noomi Rapace, Katherine Waterston, Danny McBride, Demián Bichir, Jussie Smollett, Amy Seimetz, Carmen Ejogo, Callie Hernandez, Billy Crudup, Alexander England, Benjamin Rigby. ფილმის პრემიერა დაგეგმილია 2017 წლის 19 მაისს.
ინფორმაცია და სიახლეები რაც ვიცით აქამდე :ფილმის გადაღებები ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში მიმდინარეობდა. რიდლის ძველი ინტერვიუების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქოვენანთი იქნება პრომეთეს გაგრძელება და ასევე პირდაპირი კავშირი ექნება რიდლის 1979 წლის ელიენთან. როგორც რიდლი იძახის : ფილმი დაუკავშირდება 79 წლის ფილმს, თუმცა "ეს შესაძლებელია არ მოხდეს შემდეგ ნაწილში, ან იმის შემდეგში ან საერთოდ მეოთხე ნაწილში მოხდეს" ამით ირკვევა რომ რიდლის დაგეგმილი აქვს კიდევ სამი ნაწილის გადაღება.
Alien: Covenant - ში მოქმედება მიმდინარეობს პრომეთეს ფილმის მოქმედებებიდან 10 წლის შემდეგ , ანუ პრომეთეში დევიდმა და შოუმ თანამგზავრი LV-223 დატოვეს 2094 წელს, ამგვარად ქოვენანთის მოქმედება 2104 წელს იქნება, ცნობისათვის ელენ რიპლი ამ დროს იქნება 11 წლის.

რახან პრომეთეში აქცენტი გამახვილებული იყო უფრო მეტად კაცობრიობის შექმნაზე და ზოგადად მათ შემქმნელ ინჟინრებზე, ქოვენანთში უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა
Xenomorph -ებს, მათ წარმომავლობას. თუ რა დანიშნულება აკისრიათ ამ არსებებს. რიდლი 2015 წლის ერთ ერთი ინტერვიუდან იძახის: " მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ქსენომორფები შექმნილნი არიან საბრძოლო იარაღისთვის, ასევე ის ხომალდი რომელიც ჩანს ელიენში და რომელსაც მე "კრუასანს" ვეძახი" არის საბრძოლო ხომალდი რომელსაც გადაჰყავდა ეს არსებები" აქვე სულ ცოტა ხნის წინ რიდლიმ ასევე დაანონსა, რომ ფილმში აუცილებლად იქნება აიკონურ სცენად შერაცხული
მკერდიდან ამოგლეჯვის სცენა სადაც უცხო იბადება.
მისია ქოვენანთის დამფინანსებელი ცნობილია Weyland და Yutani. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ პრომეთეს ჩავარდნილი მისიის შემდეგ ეს ორი გიგანტი კომპანია გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს მოეძებნათ უკეთესი სამყარო. Weyland და Yutani - ის ლოგოიანი სამხრეების ფოტო FOX მა პირველი ფოტოს სახით გაავრცელა.

მაიკლ ფასბენდერის დევიდის გმირი ერთ ერთი საკვანძო როლია ფილმში. როგორც გახსოვთ პრომეთეში დევიდი 8 - ერთ ერთ დიალოგში იძახის, რომ არსებობდნენ მის მსგავსი მოდელები, რომ ის უფრო მიახლოებული იყო ადამიანთან და მეტი გრძნობების გამოხატვა შეეძლო. როგორც ჩანს მაიკლს არამხოლოდ ერთი დევიდის განსახიერება მოუწევს არამედ რამოდენიმესი, ის როგორც პრომეთეში , აქაც ეკიპაჟის ერთ ერთ წევრი იქნება, განსხვავება არის ის რომ აქ შავ თმიანი იქნება, პროემეთეში კი ქერა თმით არის წარმოდგენილი.

ელიენის სერიების დაუწერელი კანონია, რომ მთავარ როლში უნდა იყოს ძლიერი ბუნების მებრძოლი ბედასი ქალი. გაიცანით კეტლინ ვოტერსტონი , ახალი ელენ რიპლი. ერთადერთი ინფორმაცია რაც ვიცით მის შესახებ არის, ის რომ მას ქვია - დენიელი და ფიზიკურად ძალიან გავს რიპლის. ამის შესახებ ინტერნეტ ჟურნალმა The Playlist მა გამოთქვა ვარაუდი , რომ შესაძლებელია დენიელი იყოს რიპლის დედა. რამოდენიმე დღის შემდეგ სტატიის ეს მონაკვეთი საიტიდან აიღეს და შეცვალეს ამით “Spoiler removed at the request of the studio”.
ფილმის გადაღებები უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს მისი პრე-პროდაქშენი, დაგეგმილი იყო აგრეთვე ტიზერის გავრცელება წლევანდელ ქომიქ - ქონის ივენთზე, თუმცა FOX მა პირატული გზით ტრეილერების გავრცელებების გამო გადაიფიქრა საერთოდ ივენთზე მონაწილეობა.
დარწმუნებული ვარ, რომ ტიზერი მზადების პროცესშია და სულ მალე ვიხილავთ, მანამდე კი მსახიობების რეაქციებს გაგაცნობთ : მსახიობი დენი მაკბრაიდი (რომელიც თუ არ ვცდები ქოვენანთის ხომალდის კაპიტანია ) იძახის რომ :
it is a straight horror movie. I’ve also never been in a movie where people just straight up die like that. მაიკლ ფასბენდერის კომენტარით ვგებულობთ რომ : ქოვენანთი უფრო საშიში იქნება ვიდრე პრომეთე.

ტრეილერი :
This post has been edited by Andy Warhol on 19 Sep 2017, 10:58