
ჟელეზობეტონნაია ლოგიკა
რაც შეეხება ამ ფილმს, სამწუხაროდ იმედები არ გაამართლა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. არ ვიცი, რომელი ვარიანტია უფრო ცუდი, Alien Covenant როგორც პრომეთეს გაგრძელება (არადა რაღაც ეპიკურ გაგრძელებას ველოდი, ისე დამთავრდა), თუ როგორც Alien ფრენჩაიზის ნაწილი.
ამ შემთხვევაში ფრენჩაიზში მნიშვნელოვანი სიახლე ფილმს არ შეუტანია, კითხვები კი უფრო მეტი გაჩნდა, ვიდრე აქამდე იყო.
ერთ-ერთი მთავარი მინუსი ძალიან ზედაპირული და სუსტი მთავარი გმირი, გაწელილი სცენები, რომლებმაც ფილმის დინამიკაზე იქონიეს გავლენა, ასევე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შოუს პერსონაჟი ვერ ვნახეთ და ვერც ვნახავთ
თუმცა პლიუსებიც არის, მაგალითად
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დევიდის პერსონაჟის განვითარება
მთავარი კითხვა მე პირადად ასეთი დამრჩა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუ კი დევიდმა გაანადგურა ინჟინრების რასა, და შემდეგ შექმნა ის ლეგენდარული "კვერცხები", საიდანაც "ფაისჰაგერი" გამოხტა, მაშინ U-სებრი ხომალდზე, რომელსაც LV-426-ზე იპოვის რიპლის ეკიპაჟი, საიდან აღმოჩნდნენ ეს კვერცხები და ის მკერდამოგლეჯილი ინჟინერი. ანუ დავუშვათ რომ არსებობს სხვა U-სებრი ხომალდი, მაგრამ ინჟინრები ხომ ამოწყდნენ. ან თუ ინჟინერი მაინც არსებობს თავისი ხომალდით, კვერცხები საიდან აღმოჩნდებიან იქ?
მოკლედ არ ვიცი რა, მგონი ასე ჩახლართვაც არ ღირდა, მე პირადად პრომეთე ბევრად უფრო მომეწონა. ფრენჩაიზის ფანს როგორ უნდა მოეწონოს ეს ფილმი, როცა ეს ყველაფერი წინა ფილმებში არაერთხელ ვიხილეთ