ეს ფილმი ახლა რატო აღმოვაჩინე?
და ტომ ფორდი თუ რეჟისორობდა, ეგ ამბავიც ამ ფილმის დამსახურებით გავიგე.
ძალიან ლამაზი ფილმია. ულამაზესი კადრები. ემი ადამსი
თან როგორი უცნაური კონტრასტი იყო ამ სილამაზის და შინაარსის. ასე "ლამაზად" გადმოცემული ძალადობა, სისასტიკე და სიცარიელე ნამდვილად მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს.
იდეა შეიძლება ბანალურია - მიატოვო რომანტიკული მეუღლე ბურჟუაზიული სიკეთეების გამო და შემდეგ მთელი ცხოვრება ამას ნანობდე - მაგრამ ორი ნარატიული ხაზი და შურისძიების ხერხი ძალიან დინამიკურს ხდის ფილმს.
8/10
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?