ტაკ. ძალიან ვისიამოვნე, მადლობა ტომ ფორდს
უნდა აღინიშნოს რომ ფილმს წამითაც კი არ ჰქონია ჩავარდნა, მოჰქონდა რიკინ-რიკინით.
ანუ იმის თქმა მინდა რომ კაი დრაივიანი ფილმია.
და რითი აღწევს უწყვეტ დრაივს? სასპენსით და დიალოგებით, რომლებიც მოსვენების საშუალებას არ გაძლევენ,
ძალიან მომეწონა ფილმი სტრუქტურული თვალსაზრისით. კარგი სცენარია და დახვეწილად არის დალაგებული.
მოკლედ, ტექნიკურ მხარეს ვერ დაუწუნებ. ძველი ჰოლივუდის მუსიკა ძალიან მოუხდა. აქედან გამომდინარე ფილმი ორ დროში გაჭედილის შთაბეჭდილებას ტოვებდა :დ რაც, პლიუსია.
ერთ ხანს ვიფიქრე რა მაგრად ჰგავს პენი დრედფულის მუსიკას მეთქი და თურმე ორივეს ერთი და იგივე კომპოზიტორი ჰყოლია :დ

ესეც ჩვენი დასაწყისი, სადაც რეჟისორი ცდილობს სიტყვა FRAGILE-ზე გადავიტანოთ ყურადღება.
ეს ჩანს კამერის მოძრაობითაც და იმითაც რომ კადრში ყველაზე მეტად განათებული სწორედ ეს იაშჩიკია, რაც რეჟისორს მზერის მანიპულირების საშუალებას აძლევს.
ეს სიტყვა -FRAGILE (ძველი) ედვარდის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ის ყოველთვის თან დაჰყვება ფილმში სხვადასხვა სახით და სხვადასხვა ტერმინით.
ფილმში გვყავს სამი ანტაგონისტი, რომელიც პირველყოფილ ბოროტებას დიდად არ ჩამორჩებიან.
გვყავს სრულიად საცოდავი პროტაგონისტი და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო საწყალი და უბედური ხდება. მუდმივი შებრალების ობიექტია

გვყავს პოხუისტი ლეიტენანტი ანდესი, რომელიც გამოცდილია, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი და რომელიც საქმის ბოლომდე მიყვანისთვის ყოველთვის მზად არის.
ტონი რათქმაუნდა 20 წლის წინანდელ ედვარდს წარმოადგენს, რომელიც მხდალი, მარტივად დასაჩაგრი და დაბდურაა. ორივეს ცხოვრებაში მდედრია დომინანტი და ამას ტონი თავისივე პირით აღიარებს.
საქმე იმაში მდგომარეობს რომ ფილმში, ჩვენ ვერ ვხედავთ ედვარდს 20 წლის შემდეგ, ვხედავთ მხოლოდ მის იმეილებს და ბარათს. სხვა არაფერს.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ შუახანში შესულ ედვარდს სწორედ ანდესი წარმოადგენს, თავისი თავდაჯერებულობით, სტაბილურობით, სისასტიკით და მიზანსწრაფობით.
სიუზანი ამბობს რომ ედვარდი აღარ დაქორწინებულა, ანუ ის ისეთივე მარტოსულია, როგორც ანდესი.
აქედან გამომდინარე, ჩნდება მეორე თეორია, რომლის მიხედვითაც ედვარდი 20 წლის შემდეგ კიბოთი კვდება, მაგრამ სიკვდილამდე ცოტახნით ადრე სიმბოლურ შურისძიებას ახორციელებს,
რაც 20 წლის განმავლობაში დაგროვილი ზიზღის და ბოღმის ამონთხევაში გამოიხატება.
თუმცა ეს მხოლოდ ჩემი თეორიაა და სხვა არაფერი. ვერ დაგიმტკიცებთ. მორიგი ინტერპრეტაცია.
ფიქციაში ტონის ცოლ-შვილს უკლავენ. ჩემი აზრით, მკვდარი შვილის დანახვის შემდეგ მიღებული ემოციების აღწერით
ედვარდი ცდილობს აღწეროს თუ რა ტკივილი მიიღო მაშინ როდესაც აბორტის შესახებ გაიგო.
მისთვის ორივე - ფიქციური და რეალური შვილის მკვლელობა გაიგივებულია.
ედვარდისთვის აბორტიც ისეთივე დანაშაულის აქტია, როგორც მანიაკების მიერ შვილის მოკვლა და უდაბნოში მიგდება.
ტონი საბოლოო ჯამში ბრმავდება და მუცლის ჭრილობით კვდება.
რაც შესაძლოა სიმბოლურად ისევ სიუზანის ### გადაწყვეტილებას უსვამდეს ხაზს.
ფიქციის ანტაგონისტები რეი და მისი ძმაკაცები არიან, ხოლო რეალობაში კი მთავარ ანტაგონისტს არა სიუზანი, არამედ სიუზანის გადაწყვეტილება წარმოადგენს.
აქედან გამომდინარე, ედვარდის ხედვით, აბორტი არცერთი მკვლელობის აქტს არ ჩამოუვარდება თავისი სისასტიკით.
უდაბნოში, ღამით ტონის ეძახიან და ეუბნებიან რომ ცოლი უხმობს/ელოდება.
ტონი რჩება, მაგრამ როცა ანდესი ეკითხება რატომ არ წავიდა ცოლის სანახავად, ტონი პასუხობს რომ თვითონაც არ იცის.
ედვარდსაც ელოდება ყოფილი ცოლი 20 წლის შემდეგ, მაგრამ ისიც ტონივით რჩება, თუმცა პასუხი უკვე იცის
* * *
თოვლი_მაინტერესებს შენ რა დეტალები შეამჩნიე და რა რეფერენსები გაავლე