ძალიან კარგი იყო. ძალიან !
ყველაფერი კარგი იყო ამ ფილმში. ტომ ფორდს ყოჩაღ. პირველი ფილმი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ამას არ ველოდი. ფერები, კადრები, განსაკუთრებით სიუზენის ეპიზოდებში მისი სუნამოს სუნი მცემდა
დანარჩენს სპოილერში დავწერ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გახსოვთ სცენა სადაც სიუზენი და დედა საუბრობს. დედამისი "ძალიან ელეგანტური" მარტინის რომ მიირთმევს და დაახლოვებით იმას რომ ეუბნება, არ დაგჭირდება ეგ კაციო და სიუზენი რომ ეკამათება, არა რას ამბობო. მერე დედამისი ეუბნება დამიჯერე, ყველა შვილი დედას ემსგავსება ადრე თუ გვიანო. ჰოდა დაემსგავსა. ადგა და დაადო ცოტა ნიუდაჩნიკ მწერალს, რომელთან ერთადაც ვერ ხედავდა მომავალს, რა თქმა უნდა იმიტომ რომ ძლიერი არ იყო. რაზეც ეჩხუბა ჯეიკის გმირი ბოლო შეხვედრის დროს ქუჩაში.
რომანის წაკითხვის დროს, თითქოს სიუზენს ჩაკეტილი კარებები ეხსნება და რაღაც ახალს ამჩნევს ცხოვრებაში. იმ სიმბოლოებს, რომელიც რეჟისორმა ასე ლამაზად ჩადო ფილმში. თავის მოტანილ ნახატზე 'რივენჯ' რომ აწერია რომ იკითხავს ეს საიდან გაჩნდა აქაო. თითქოს ამ რომანმა გამოაღვიძა ისევ.
ედვარდს არ უნდოდა შეხვედრა. უბრალოდ ადგა და თავისი რომანი წააკითხა. სიუზენმა, რომელიც ამ რომანის ზემოქმედების ქვეშ იყო, გადააფასა თავისი ცხოვრება.
სიუზენმა საკუთარ თავში მოკლა მხატვარი, მოკლა ედვარდის სიყვარული და მოკლა ედვარდის შვილი. ზუსტად ის გარდაქმნილი სიუზენია ღამის ცხოველი და იმ 3 მკვლელის პროტოტიპი.
რატომ არ მივიდა ედვარდი? არ უნდოდა მისვლა უბრალოდ და იმიტომ. მისთვის უკვე არავინ იყო სიუზენი.
ერთ ეპიზოდში ედვარდი ეუნნება, იმიტომ ვწერ რომ წერა ხერხია სიკვდილთან ბრძოლისო. უნდა გადავარჩინო ის, რაც ადრე თუ გვიან მოკვდებაო. მან შეძლო გადარჩენა იმის რაც მოკვდა რომანში.
რაღაც მომენტში სუსტი იყო ახალგაზრდა ედვარდი. რომანის გმირიც ძალიან სუსტი კაცია, რასაც არაერთხელ დაამტკიცებს. ბოლოს თავს არ იკლავს, გაუვარდება და შემთხვევით კვდება. ასეთი კაცები, როგორიც რომანშია აღწერილი, თავს ვერ იკლავენ.
იმედია გარკვევით გადმოვეცი, რისი თქმაც მინდოდა