ბნელი ფილმი, რომელიც სავსეა მწუხარებითა და ბევრი სისხლით.
ექშენის და დრამის საოცარი ტანდემი იყო, ალბათ საუკეთესო. ამ ფილმმა დამანახა რა აკლია ყველა კომიქსის ეკრანიზაციას, განსაკუთრებით DC-ის კომიქსების, იმედია აწი ყველა 18+ იქნება და არ მოერიდებიან ფილმების დამძიმებას, ამ ფილმში ის დავინახე, რისთვისაც სნაიდერი ცოდვილობს ბოლო ორი ფილმია.
ოჯახური დრამის მომენტიც კარგად იყო ჩასმული, მოვერიდები სპოილერებს.
ჰიუ ჯეკმანის შესრულება არ შემიძლია არ აღვნიშნო, რამდენიმე მომენტში კაცს მგლისგან ვერ გაარჩევ (ბოლო ბრძოლის წინ რომ იღრინება, საოცრადაა გაკეთებული ეგ მომენტი). ლაურას როლის შემსრულებელი ოსკარს იმსახურებს, გეფიცებით, არასდროს მინახავს ბავშვს როლი ასე შეესრულებინოს, თან რა საოცარი კადრებია. პატრიკ სტიუარტმაც ოსტატურად მოახერხა პერსონაჟის ტრანსფორმაცია. ჰოლბროკიც ბედესი იყო, მაგრამ რეალურად შესაძლებლობები ვერ დავინახე მისი.
კიდევ 17 წელი დაველოდებოდი, ასეთ ფილმს, ჯეკმანის პირველი როლიდან დღემდე, ღირსეული დასასრული იყო მისი, ვფიქრობ მის კარიერაში საუკეთესო როლიც (თამამი განაცხადია

).
საუკეთესო კომიქს ფილმია, ბნელ რაინდთან ერთად, არ მინდა რომელიმე წინ დავაყენო.
ყველას გირჩევთ უყურეთ. დიდ ეკრანზეა სანახავი.
ხვალაც ვნახავ
9.5/10
This post has been edited by WesterYou on 6 Mar 2017, 22:07