განხილვა ვოლ. 1
ვოლ. 2-საც დავდებ ალბათ დღეს.
ლოგანი არის ურთიერთობა
ლოგანს ჰქონდა ძალიან მტკიცე ბალანსი : ჰუმანურობის ფაქტორების ხაზსა, ''სუპერგმირობას'', სერიოზულ დრამას და იუმორს შორის.
რისი ბალანსიც დაცვაც ძალიან რთულია და ზოგჯერ, სხვა ნამუშევარი ერთ-ერთის გადამეტების გამო ხშირად მარაზმში გადადის ხოლმე,
ამ შემთხვევაში ლოგანს ზედმეტად ძალიან მოუხდა ეს ''გადამეტებული'' ადამიანური ხაზი და ვარაუდობენ, რომ კომიქსების ადაპტაციების გარკვეულ სტანდარტებს და სტერეოტიპებს დაარღვევს,
რასაც მე პირადად მივესალმები. ჯერ კიდევ სად იყო ლოგანი, ჩემს ძმაკაცს რომ ვეუბნებოდი, რომ სუპერგმირული ფილმი ჩემთვის ყველაზე მეტად მაშინ არის საინტერესო,
როდესაც სუპერგმირი თავის ძალებს მინიმალური რაოდენობით იყენებს მეთქი.
ამიტომ არის ჩემთვის საინტერესო - ჯესიკა ჯონსი. ამ შემთხვევაში ამ გიგანტების ადამიანური ხაზი იწევს წინ და ძალიან ასწორებს სხვა პერსპექტივიდან დანახული ჰუმანურობა და life struggles.
ლოგანის როგორც ფილმის ერთ-ერთი წარმატების მიზეზი ის არის, რომ ფილმში თითქმის ყველაფერს აქვს თავისი Planting და Payoff,
ანუ გლეხურ ენაზე რომ ვთქვათ - თესვა და მკა. ამ მხრივ ყველაზე ცხადი არის ის მომენტი, როდესაც ქსავიერი და X-23 ტელევიზორში ფილმს უყურებენ და მერე X-23 საფლავთან იგივე რეჩს იმეორებს.
ან კიდევ კანიბალის წინა სასიკვდილო ფრაზა, რასაც ბავშვობაში ''დედა'' უმეორებდა. ქსავიერის საფლავის არჩევა, ადამანტიუმის ტყვია და ა.შ.
საერთოდ, ფილმში რაც უფრო ჭარბობს Planting და Payoff, მით უფრო ნაკლები უაზროდ ჩაკვეხებული მომენტი რჩება, ანუ ფილმი მით უფრო შევსებულია.
მით უფრო ძლიერია მოვლენათა ჯაჭვი. ასეთი მომენტებით სავსეა Batman Begins-იც. ჰო და არ ვფიქრობ რომ ლოგანი Batman Begins-ს ან დარქ ნაითს ჯობს.
ეს ორი ჩემთვის ჯერჯერობით ყველაზე ზედა ეშელონზეა. თუმცა ამათი ლოგანთან შედარება ცოტა მიტყდება კიდეც, იმიტომ რომ ლოგანს ვაბშე სხვა კუთხით ვუყურებ.
ხო, კიდევ ხაზს გავუსვამდი ''ამოსუნთქვა - ექშენი - ამოსუნთქვა'' მომენტს, რაც საკმაოდ კარგად იყო გადანაწილებული. ვინც სისხლების სანახავად წავიდა ეს '''ამოსუნთქვის'' მომენტი ძალიან დაღლიდა, მაგრამ მე ძაან მისწორდებოდა. სწორად მოწოდებული რუტინა ყოველთვის საინტერესოა, თუ ეს რუტინა დამღლელ ხასიათს არ იძენს.
ამიტომ იყო საინტერესო ლოგანის და ქსავიერის ყოველდღიური სირთულეების ნახვა საინტერესო, დამოკიდებულება ''მასწავლებელი & მოსწავლიდან'' როგორ იყო გადასული ''მამა-შვილურში''.
როგორ უშლიდნენ ერთმანეთს ნერვებს და ამავე დროს რა მაგრად უყვარდათ ერთმანეთი. ეს წამლის დალევის დაძალებები, ბებრული ამნეზია, ბუზღუნები, და ტუალეტში შესვლის დახმარების მომენტებიც :დ ძალიან აბუნებრივებდა ფილმს. თითქოს ძალიან ჩვეულ ფორმაში გვაწვდიდნენ რაღაც არაჩვეულებრივს და სწორედ ეს იყო არაჩვეულებრივი.
ლოგანი, რომელიც დღევანდელ რეალობას აანალიზებს და ქსავიერი, რომელიც ''საბჭოთა კავშირში ჩარჩენილი'' მოხუცის შთაბეჭდილებას ტოვებს :დ
გულიანი ფილმია რა, გულიანი. და ხოშიანი.
X-23-ის, ლოგანის და ქსავიერის ურთიერთობამ ჩემი ოჯახის ურთიერთობა გამახსენა, მე და მამაჩემს რაღაც მცირე უთანხმოება რომ მოგვდის და პაპაჩემი რომ ჩაერევა ხოლმე ჩემი გაპრავების მცდელობით :დ
ძაან საყვარლობა იყო. სწორედ ეს პატარა ოჯახური დრამები და პატარა კეთილშობილება წევს ზემოთ ფილმის დონეს.
ლოგანის X-23-ისადმი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების განვითარება იყო საინტერესო და ჩემთვის პირადად, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ყველაზე მამა-შვილური მომენტი გაიჩითა იმ დროს, X-23-ს რომ მისდევენ საზღვართან, X-23 ერთ-ერთ რკინისხელიანს მოკლავს, დაიჭყივლებს და სადღაც შორიდან ლოგანიც რომ აჰყვება :დ

სკომ მითხრა ბავშვის ჭყივილი ნერვებს მიშლიდაო, არადა ჩემთვის ძაან საყვარლობა იყო. პატარა ბედესი

ღირსეულად გააგრძელებს ლოგანის დანატოვარს

ამ წამს არ მახსოვს სადმე სხვა ფილმში ყოფილიყო, ''ხელოვნურად გამოყვანილი შვილის'' მიღება-მიუღებლობის თემატიკა, რაც ძალიან საინტერესოა.
რაღაც პონტში მახსენებს იმ მამა-შვილურ თემას : მამა რომ მიატოვებს შვილს (თუნდაც დაბადებამდე), მერე წლების შემდეგ შვილს დედა რომ უკვდება და მამას უკავშირდება.
ლოგანში პირობის მიცემას მიჩვევა მოჰყვა, პირობის შესრულების პროცესს უბედურებები,
უბედურებებს - გვერდში დგომა, გვერდში დგომას, მიჩვევას და პასუხისმგებლობას - სიყვარული, სიყვარულს გაანალიზება
და საბოლოო ჯამში მივიღეთ მამა-შვილი

რაც შეეხება პოლიტიკურ ნამიოკს, გუშინაც ავღნიშნე, რომ ხელებში არ იყო მოჩეჩებული, საკმაოდ ტონკად იყო მოწოდებული.
მე უფრო დიდ და საზიზღარ პოლიტიკურ კრიტიკას ველოდი და კიდევ კარგი არ გამიმართლდა მოლოდინი.
ბოლოს X-23-ს რამე პოლიტიკური რეჩი რომ მოერტყა, განრისხებულზე ერთიანს დავუწერდი ფილმს :დ
მესიჯები დავინახე აღზრდასთან დაკავშირებით. რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, ეგ მეორე თემაა, მარა კარგად იყო გადმოცემული.
მაგალითად, ის რომ ბავშვი თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ ეს ცხოვრება არ არის ცისარტყელებით მოფენილი და ბედნიერებასთან ერთად ბევრი ტკივილიც მოყვება.
თუ საჭიროა, ბავშვს თავიდანვე უნდა მოვუკლათ კერპები, რათა მომავალში ამ კერპის უცაბედმა დამსხვრევამ უფრო დიდი იმედგაცრუება არ გამოიწვიოს მასში.
რეალობისადმი ადაპტაცია აკვნიდანვე. თუმცა, ამავე ბავშვებს ოცნებებისადმი სწრაფვაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, პირიქით ხელი უნდა შევუწყოთ,
რამდენად არარეალურადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რადგან საბოლოოდ შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ცისარტყელაზე ოცნება - ოცნება კი არა, აბსოლუტურად ადეკვატური მიზანი ყოფილა.
პირველად რომ ამოიდგამს ენას X-23, რა მაგარი მომენტი იყო :დდდ აეეეეეეეეე... მაგ 15 წამში ამ პატარა ბავშვმა გვაჩვენა მექსიკელების მთელი სიცეცხლე და ქარიზმა :დდდ
გაგრძელება იქნება...