ხო, ამიტომ ეს ''დაჩაჩანაკების მომენტი'' კარგად ჩანდა.
ვოლ. 2
ჰოო, ვილეინებზე ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. მოტივი ჰქონდათ, როგორ არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დავიწყებადი ბოროტმოქმედები იყვნენ იქსმენების ისტორიაში.
მინუსი ? კი, რა თქმა უნდა, მაგრამ... წმინდა სუბიექტური კუთხით მივუდგები. მე ვაკრიტიკებ იქს-მენებში აპოკალიფსს, რადგან ნახევარი ფილმი მასზეა აგებული.
გინდა თუ არ გინდა, ფოკუსირებას მასზე ახდენ და როდესაც იმ დონეს ვერ აღწევს, რისი პრეტენზიაც აქვს, იასნია უტრაკებ.
ლოგანში ბოროტმოქმედებს ნაკლები დატვირთვა ჰქონდათ (პირადად ჩემთვის) და ამ შემთხვევაში არც მქონია იმის მოთხოვნილება რომ იმაზე მაგარი როჟები ყოფილიყვნენ, ვიდრე იყვნენ,
რადგან ამათი ხაზი ტეტრისის ფიგურასავით ჩაჯდა სიუჟეტში და აღარ მომითხოვია, ყოფილიყვნენ ისტორიის მექანიზმზე მეტი და მივიჩნევ, რომ არც თვითონ ჰქონიათ ამის პრეტენზია.
თუმცა ვინმე თუ იტყვის, რომ სუსტები იყვნენ, რა თქმა უნდა დავეთანხმები. რაზეა ბაზარი. თუმცა ეს ორი რამ ერთმანეთისგან განსხვავდება :
1) გქონდეს პრეტენზია და ''გაიხიშტო''.
2) არ გქონდეს პრეტენზია და იყო რიგითი.
ექშენი იყო ძალიან კარგი. ტარანტინო იამაყებს
თითქოს აქამდე რა სისხლს და ძალადობასაც მალავდა ფრენჩაიზი, ახლა ერთიანად მოგვაყარეს და Fuck Yeah ! იასნია გაასწორა.
პატარა ბავშვივით მიყვარს ხარისხიანად მოწოდებული ძალადობის ყურება ფილმებში :დ კარგი ქორეოგრაფია, სიველურე, ცხოველიზმი, ამო*ლისთავებები. იეჰ, კარგი იყო.
იმდენად დიდია ფილმის ქრონომეტრაჟი, რომ ვერავინ იტყვის გადამეტებული ექშენი იყოო, ან პირიქით. გონკაობა, ხოცვა-ჟლეტვა. everything at its right place...
გადამეტებული იყო თუ არა ძალადობა ? კი და ასეც უნდა ყოფილიყო. 17 წლის შემდეგ მაინც ვიმსახურებდით ასეთ სანახაობას.
რამდენი ჟანრი იყო ესე იგი : ექშენი, დრამა, ფანტასტიკა, ვესტერნი, საი-ფაიც ალბათ და რა საკაიფოდ იყო შეზავებული.
ყველგან ერთი ტონი იყო შენარჩუნებული. ჟანრების აღრევის მომენტში ეს ჭირს ხოლმე და ამ ფილმმა კარგად გაართვა თავი.
რადგან ვესტერნზე მიდგა საქმე, ლი ვან კლიფს აქვს ნათქვამი :
''A lot of actors think that the more lines they have the more attention they get. That's bullshit. I make people look at me. I don't have to say a lot of words.''
სწორედ ასეთი იყო ჩემთვის X-23. რეფნის ჩუმი მებრძოლებივით უდღნავდა ყველას დედას

ყოჩაღ ბავშვს, ძალიან კარგად ითამაშა.
რთულია ''ჩუმად თამაში''. მითუმეტეს რთულია ასეთ პატარა ასაკში სამსახიობო პარტნირიობა გაუწიო ისეთ ბუმბერაზს, როგორიც პატრიკ სტიუარტია და მართლა ყოჩაღ.
კარგად გაართვა თავი.
ნამდვილ დეტექტივში რასტ კოული ამბობს : ''Sometimes I think I'm just not good for people, that it's not good for them to be around me. I wear 'em down. They... they get unhappy.''
და მეორე სეზონში კიდევ რეი ველკორო ამბობს : ''My powers of influence are so meager in this sublunar world of ours, I try to limit the people I can disappoint.''
ორივე ციტატა ზუსტად შეესაბამება ლოგანის პერსონაჟს, ადამიანს რომელსაც განა იმიტომ არ უნდა ხალხთან ყოფნა, რომ დავუშვათ მიზანთროპია, არა.
იმიტომ რომ იცის რომ მუდმივი საფრთხის და უხილავი წნეხის ქვეშ არის. ბოლო დროს მომრავლდნენ ასეთი პერსონაჟები, მაგრამ ლოგანი მათგან ტკივილის სიმძიმით გამოირჩევა
და ის არ არის ამ ფილმში თინეიჯერებისთვის განკუთვნილი ის ბანალური დეპრესიული პერსონაჟი, რომლის იქითაც ფარატინა ფურცელი ფრიალებს.
არცერთი ნაწილი რომ არ გქონდეს ნანახი, მიხვდები როგორი გაბარიტის წარსული აქვს გამოვლილი და ეს თუ იგრძენი, რა თქმა უნდა ამაში უდიდესი წვლილი ჰიუ ჯეკმანის შესრულებას მიუძღვის. სწორედ ზემოთ ნახსენები ორი ციტატის გამო ამბობს ბავშვის გვერდზე ყოფნაზე უარს, რაც მით უფრო მეტ წონას მატებს მის პერსონაჟს.
ასწორებს სწორად მიღებული მძიმე გადაწყვეტილებების ყურება.
ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ ძალიან მომეწონა ქსავიერის სიტყვები, როდესაც ოჯახურ სითბოზე და სახლის მყუდროებაზე საუბრობს,
ამბობს დაახლოებით ისეთ რაღაცას, რომ ამ ''უბრალოებაშია'' ბედნიერება და თვითონ ამას არ იმსახურებს.
და მაგ დროს მქონდა პერსონაჟთან ზედმეტი უშუალობის და გაუბრალოების მომენტი. ასეთ მომენტებში ''ეპიკურად ადამიანურები'' ხდებიან ხოლმე სუპერგმირები და ასწორებს.
თითქოს ციდან დედამიწაზე ეშვებიან და character ლეველები უფრო ზემოთ ეწევათ.
კომიქსებს რომ ასხამს კომიქსის გმირი, მაგ მომენტმაც გაასწორა. რაღაც კომიქს-ინსეფშენის მომენტი იყო.
პირსი რომ ჩაუჯდება მანქანაში ლოგანს და ეუბნება, მე შენი ფანი ვარო

ხაზი გაესვა რომ ლოგანი ყველას ევასება

მტრებსაც კი :დ ყოველშემთხვევაში, მე არ შემხვედრია ადამიანი, ვინც უარყოფითაც არის ლოგანისადმი განწყობილი.
და სასტუმროში შეტევის სცენა იყო ერთ-ერთი საუკეთესო სცენა კომიქს ადაპტაციების ისტორიაში.
ტექნიკურადაც მაგრად იყო გაკეთებული. მაგ მომენტში თითქოს მეც გაჩერებული ვიყავი დროსა და სივრცეში :დ
როგორც უკვე ავღნიშნე, იუმორიც კარგად იყო. არ მქონია ''ვაი, თქვე ###ბო'' მომენტი.
ყველა შუტკა თავის ადგილზე იყო. ზოგზე თუ არ გაგეცინებოდა, გაგეღიმებოდა მაინც ))
მე პონიზე კატაობაზეც კი გამეცინა

წვერების გაკრეჭვაზე

მაჩვენე წამალი გადაყლაპე თუ არაო, მაგაზეც

აქვს ფილმს მინუსები, როგორ არ აქვს, აღარ დავკონკრეტდები, მაგრამ საბოლოო ჯამში მინუსები სულ სულ სულ ბოლო რიგში დგანან.
დაწყებაც მაგარი იყო. ლოგანი ჯერ მშვიდად და დიპლომატიურად რომ უდგება საკითხს და მერე რომ გადატ*ნავს ყველას

ძველი ლოგანი ეგრე არ მოიქცეოდა. ის დაუყონებლივ აფატრავდა ყველას, მარა სიბერეში მოუწია კომპრომისებზე წასვლა.
...ნუ ორწუთნახევრით მაინც
