r-evolution:და კონტექსტი იძლეოდა სადმე იმ ვარაუდის საშუალებას, რომ უკანასკნელ ორცხობილას იყოფდნენ და ზედ დატიროდნენ თუ რატომ მიაქცია ასე ყურადღება?

რავი, ხელის გულის ბალიშებში რო იკარგება ხოლმე ისეთი მცირე ოდენობის სემიჩკის (და არა მზესუმზირის) მარცვლებიც გაგვიყია ხოლმე სამ-ოთხ ბავშვს.
იმიტომ კი არა რომ გვშიოდა ან მეტი არ გვქონდა, არა, პროსტა გაგვიყია :დ
აქ პრობლემა ის კი არაა, წერილს საბოლოო ჯამში დაუწერდა თუ არა ვინმე, ოდესმე,
არამედ ის, რომ რაღაც მომენტში (თუნდაც ცოტა ხნით) შეიძლება მოიხედო და აღმოაჩინო რომ წერილის დამწერი არავინ გყავს

ძაან დიდი სხვაობაა.
თორემ კი ბატონო ბოლო-ბოლო პროფილში თუ მიიწვევდნენ რომ არიქა წერილი დაუწერეთ კაცსო, ვინმე მართლა გამოჩნდებოდა.
უტრირებასაც ახსენებ და დაუჯერებელ ამბავსაც და ჯობს ჯერ ჩამოვყალიბდეთ რომელზე უფროა პრობელმა _ უტრირებაზე თუ მოგონილ ისტორიებზე.
იმიტომ რომ პირველი მოგეხსენება ჩვეულებრივი მოვლენაა და მისაღები ხერხია ხელოვნებაში, მით უმეტეს კინოში. და თუკი რამე დადებით ნაყოფს იღებს გინდ კინო
და გინდ ვთქვათ ლიტერატურა, ეს უტრირების დამსახურებაა. (უტრირების, და არა ჰიპერბოლის, რომელიც ბუზს სპოლოდ აქცევას,თუ უფრო მაგას გულისხმობდი).
უტრირება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საგანზე დაჟინებულ კონცეტრირებას ნიშნავს. შინაარსით ჩაჭიდებაა და არა გაზვიადება. და ამგვარი სოციალური პრობლემების
მთელი სიცხადით გადმოსაცემად ყველაზე გამართლებული ხერხი სწორედ ესაა. მეტ-ნაკლებად ობიექტური მსჯელობისთვის, ორივე მხარის არგუმენტების მოსასმენად
და სისტემის სიკეთეების არდასაკარგავად, ჟურნალისტური გამოძიებები არსებობს და იმას უნდა ვუყუროთ მაშინ. ეს კინოა ძმა...
და ეს კონკრეტული ფილმი თავის მისიას პიზძეც ძალიან მაგრად ასრულებს
პ.ს. "რავი ძმაო ბრიტანეთში თუ კიდე უჭირს ხალხს და" ლირიკის საპასუხოდ, აგერ თუნდაც BBC-ის ლინკი სიღარიბეზე.
http://www.bbc.com/news/uk-32812601და ვთქვათ ჩვენსავით 60%ს არა და 3%ს რომ უჭირდეს, ცოტაა და არაა ფილმის გადასაღებად საკმარისი საფუძველი?
This post has been edited by SCO on 21 Feb 2017, 10:17