Qlunchxiგუშინ ვუყურე და ჩემს თავს ვკიცხავ იმის გამო, რომ მოლოდინი მქონდა ეგ ორთაბრძოლა დიდხანს გაგრძელდებოდა.
და ამ დროს ზუსტად სამ წამში დასრულდა

ახლა რო ვუფიქრდები, იდეალური გადაწყვეტილება მიიღეს.
და ამას ჩემი აზრით ერთი ძირითადი მიზეზი აქვს:
კენობი არის გაცილებით გაძლიერებული ამ დროს, მიუხედავად ასაკისა. და მას აძლიერებს ძალა, იმედი, რომელიც მის
უმთავრეს მისიას ლუკს უკავშირდება (დააკვირდებოდი, როგორ აენთო როცა მოლმა ლუკზე იეჭვა რაღაც).
კენობის უკვე სრულად აქვს გააზრებული რესპუბლიკის მარცხის მიზეზები, სისუსტეები და ძლიერი მხარეები და სულ სხვა პიროვნებაა ახლა.
ეს თვითაღიარება, რწმენა, იმედი, გამოცდილება და იმის გააზრება, რომ უკვე თავადაა ერთადერთი ვის იმედზეცაა მომავალი (იოდას, ენეკინის ან ვინმეს სხვის ნაცვლად),
ობი ვანს აძლევს დიდ ძალას და სიმტკიცეს. მოლის გამოჩენისთანავე მისი რეაქცია არის სრულიად მშვიდი, მისი მოძრაობები არის აუჩქარებელი,
მანერები, მიმიკები, სიტყვები - თვითდაჯერებული და მტკიცე. მისი მოტივაცია არის უძლიერესი და სწორედ ამიტომაა რომ ძალა მის მხარესაა.
საპირისპიროდ კი ვხედავთ შურისძიების წყურვილით დაბრმავებულ, გადაღლილ, უმოტივაციო მოლს, რომელსაც დარქ საიდი ისე ვეღარ აძლიერებს.
დასასრულიც ძაან კარგად გააკეთეს, მოლს რაღაც კუთხით ნათელი გამოავლენინეს, და სხვათაშორის არც თუ ხელოვნურად.
ქონდა მას ეს სურვილი, იმპერატორსა და იმპერიაზე სურისძიების და ბოლოს მაინც ეს დააყენა ობის მტრობაზე წინ.
ბრავო, უძლიერესი სერია და სცენები იყო. ყოველთვის ვნახავ ამ მომენტებს. ფილმი რომ იყოს ეს იქნებოდა სასწაული