###ობაა ფილმს რომ ნახავ და ემოციებს ვერავის უზიარებ, ამიტომ ისევ დავპოსტავ ხოლმე ამ თემაში
ეს ბოლო დღეებში ნანახები, დღეში სამს ან ოთხს ვნახულობდი
Super (2010)7.0/10
ქიქ-ესი და ეს ერთ წელს გამოვიდა
ქიქესს გავს მაგრად, მაგრამ სხვა ფილმია
კარგი საყურებელი იყო მაგრამ ქიქესსავით ბევრჯერ არ ინახება
ელენ ფეიჯი ძაან საყვარელი იყო
ლივ ტაილერიც
კევინ ბეიკონი კი ღმერთი იყო
რეჟისორმა კი მაგრად დამაინტერესა, თან მისივე სცენარით არის გადაღებული
გალაქტიკის მცველებიც ამის ყოფილა და ეს ფილმი რომ არ მომწონებოდა არასოდეს ვნახავდი
5 ჯერ დავიწყე გაკაქტიკის მცველების ყურება არ ვამეტებ ციფრს და ვერცერთხელ ვერ ვნახე გავთიშე წავშალე
მაგრამ ამის რეჟისორი/სცენარიტი რადგანაც არის ვნახავ

The Last Time (2006)7.0/10
რაღაც რიგითი ბანძი ფილმი მეგონა, ბრენდან ფეიზერის მუღამით ჩავრთე მაგრამ კარგი დაუფასებელი ფილმები როა მასეთი აღმოჩნდა
კიტონი პირველად მომეწონა სიცოცხლეში ამ როლში. ბრენდანი კი რაც უფრო და უფრო ბოლოსკენ მიდის ფილმი უფრო და უფრო მოულოდნელი ხდება თამაშის დონის კუთხით და ბოლოს ვაბშე სიურპრიზია

თვითონ ფილმიც კარგი იყო მსახიობებისგან აღფრთოვანებას რომ თავი დავანებთ. საინტერესო და ჭკუის სასწავლებელიც იყო
მაგრამ ნაკლები ქონდა მაინც. აი მთელი ფილმი უაზროდ რომ გამოხტებოდა ფოტო გაიჩხაკუნებდა და ბოლოს გაიგე მხოლოდ რა ჯანდაბა ხდებოდა
უნიჭოდ იყო ეგ სასპენსი შექმნილი და ეგ იყო პრობლემა. თორემ კარგად რომ ყოფილიყო პლუსი იქნებოდა და არა მინუსი
Get Out (2017)7.0/10
მოლოდინები ვერანაირად ვერ გაამართლა. რადგანაც The Conjuring 2-ის ან ასტრალის დონის ჰორორს ველოდებოდი ისეთი პიარი ქონდა.
ვაბშე არ შემშინებია არადა მთელი გულით ველოდი ერთხელ მაინც შევმხტარიყავი შიშისგან
რაც მომეწონა მსახიობი გოგო იყო. ოღონდ ამ ფილმში იყო კარგად ისე არ ვარგა..
როგორც საშინელებათა ფილმს თუ არ მივუდგები კიდე, ისე არაუშავდა კომედიის კვალობაზე
ერთი 7 ჯერ მაინც გულიანად გამეცინა
ზანგი ქალი რომ ეუბნება ყველაფერი კარგად არისო რომ უღიმის და თან რომ ტირის :DDDDDDD
და კიდევ ათასი ჩასახოცი მომენტი იყო
კარგი კომედია იყო მოკლედ
ერმალო გამახსენა ამ რეჟისორმა, დრამებს რომ იღებს და ხალხი სიცილით რომ იხოცება, მაგრამ ეს ჰორორებს იღებს სერიოზულად და ხალხი იხოცება
არცერთ საიტზე ჟანრში კომედია არ უწერია არადა
როგორც ჰორორი ისე გააპიარეს

Paper Man (2009)1.0/10
რაიან რეინოლდსი და ემა სტოუნი სატყუარაა, ჯეფ დენიელსის გარშემო ტრიალებს მთელი ფილმი და საზიზღრად რომ არ უხდება კამერას იმას რომ თავი დავანებოთ, უბანძესი პერსონაჟია
Mr. Deeds (2002)5.0/10
ეს გადავიმეორე, მას შემდეგ რაც ადამ სენდლერის ფილმების მუღამში შევედი
ნორმალური იყო მაგრამ დიდი ვერაფერი კომედიაა, სიცილით ვერ მოგკლავს, რამოდენიმეჯერ თუ გაგეცინება
Maps to the Stars (2014)3.0/10
კლე ფილმია. მაგარი რატომ არის, ინცესტზე რომ არის იმიტომ?
რა სათქმელს ამბობს?
ძაან უაზრო ფილმია
მთელი ფილმი უაზროდ იხოცებიან მთავარი გმირებიც და სხვებსაც უაზროდ ხოცავენ
15 წლის მნძრეველას დაწერილს სცენარს გავს
Slither (2006)5.0/10
ცუდი არაა მაგრამ არავის არ ვურჩევ ამაზე დროის დაკარგვას
ჯეიმს განის გამო ვნახე
HairBrained (2013)2.0/10
ბრენდანას გამო ვნახე და მივქარე. ის ხუჭუჭთმიანი ტიპი რომ გენიოს თამაშობს ამაზრზენი მსახიობია
თან მისი გენიოსობა მარტო ყველაფრის დაზეპირების უნარში ჩანდა, დიალოკების დროს კლებავშვა იყო ჩვეულებრივი
Airheads (1994)6.0/10
როკენროლის ფანებს უფრო გაუსწორდებათ.
მე ქასთის და რამოდენიმე შუტკის გამო ასე თუ ისე მომეწონა
Billy Madison (1995)6.0/10
ნორმალურზე ცოტა უკეთესი კომედიაა
სენდლერის კომედიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ალბათ
მასწავლებლის როლზე მაგარი ქალი იყო

ამ ფილმში მაგარი იყო და ფოტოებში ბანძი
Bedazzled (2000)6.0/10
ნორმალური იყო. ბრენდანას სხვა ფილმები უფრო მომწონს
The Last Shot (2004)7.0/10
ფილმების გადაღება ვისაც აინტერესებს მათ მოეწონებათ
Blast from the Past (1999)6.0/10
მეოთხედ ვნახე და მაინც გაასწორა
კიდევ ოთხჯერაც ვნახავ ალბათ მომავალში. თუმცა ექვსის მეტს მაინც ვერ დავუწერ