მოკლედ კარგი ხარისხით ველოდებოდი ეხლა დავამთავრე ყუება და 10/10 ჩემგან.
რავი, ვისაც არ მოეწონა ეს ფილმი, გონზე არ ყოფილა არაფრის!
ალბათ ვინც ვერ მოიხიბლა და ცუდს ამბობს ამ ფილმზე, სტეთჰემები და ბახაბუხები ევასებათ,სხვა შემთხვევაში, როგორც ფილმი უნაკლოა!
არაუშავს, 50 ელფერზე ხო ბოლომდე დარჩებიან და მიიღებენ სიამოვნებას
ძალიან დახვეწილად და იდეალურად იყო გაკეთებული ყველაფერი, მოლოდინსაც კი გადააჭარბა, მეგონა ერთი ჩვეულებრივი ჰოლიუვუდური მიუზიკლი იქნებათქო, მარა...
იდეალური ფერთა გამა, საოცარი მუსიკალური გაფორმება, გოსლინგის და ემას უნაკლო პერფორმანსი და რაც მთავარია დახვეწილობა. დემიენ შაზელიმ ამ ყველაფრის შერწყმით სრული ჰარმონია დადო და თურმე ამაზე დრო როგორ დავკარგე და 6 ოსკარი როგორ მოიგოვო
იმ აკადემიის არაკომპეტენტურობას და მიკერძოვებულობას რა ვუთხარი თორემ წლის საუკეთსეო ფილმადაც ეს უნდა დაესახელებინათ.
უყურეთ ხალხო უყურეთ, არაფერი არ ყოფილა ზედმეტი და არც ნაკლები, იდეალურად გაკეთდა ყველაფერი და ვერც წარმომიდგენია ამ გენიალურმა მელოდიებმა, როგორ უნდა მოგაბეზროს და მოგწყინდეს ფილმის ყურება. თითოეული ნოტი ხელოვნების ნიმუშია და ვისაც ცოტაოდენ მაინც უყვარს ხელოვნება კიდევ უფრო მოეწონება ეს ფილმი.
და აქვე პატარა სპოილერი ჩემგან:
ჯერ ეს მიას წარმოსახვა ბარში, რომ შევიდა და სებასტიანი დაინახა, ისე აჩვენეს ყველაფერი მეგონა მართლა მთელი ფილმი იმ ერთი მომენტის წარმოსახვა იყო,
ბოლოს სებასტიანზე რომ დაბრუნდა კადრი და თავიდანაც ისე ჩაფიქრებულად დაიწყო დაკვრა, კარგად ვერ მივხვდი, რომელმა წარმოიდგინა თუ ორივეს სურდათ ესე მომხდარიყო
და მაინც როგორი სევდიანად დასრულდა ბოლოს.
მოკლედ ერთი სიტყვით ეს არის -
მასტერპის.ესენი კი ცალსახად ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო დახვეწილი და რომანტიული მუსიკალური ქმნილებებია
This post has been edited by Mikerson on 14 Apr 2017, 03:26