ძალიან კარგია
მთელი ფილმი რუტინაა,მაგრამ მომენტებში ისეთი გრძნობა მეუფლებოდა,რომ რაღაც უნდა მომხდარიყო
პატერსონს ცოლი მიეტოვებინა,სამსახურში რამე ინციდენტი მომხდარიყო,გარეთ დატოვებული ძაღლი ვინმეს მოეპარა და ა.შ. მაგრამ არაფერი ასეთი
ტკბილი რუტინაა
ამ კაცის და ცოლის ურთიერთობაა სამაგალითო
თავიდან გგონია,რომ პრობლემები აქვთ - ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან,ქალის მომზადებული კერძები დიდად არ მოწონს,მისი იდეებით დიდად არაა აღფრთოვანებული და პატარა,საკუთარი ღამის ცხოვრება აქვს
მაგრამ ირკვევა რომ რამდენადაც განსხვავებულები არიან,იმდენად ავსებენ ერთმანეთს,როგორც ამ ქალის ფარდებსა და ყველაფერზე გამოსახული შავი და თეთრი რგოლები - ერთმანეთისგან განსხვავებული,მაგრამ იდეალურად თანაარსებობენ
ღამსი ცხოვრებაზეც აქვს ქალს წარმოდგენა,მაგრამ პრობლემა არაა
თვითონ ამ ბარში ამათგან საპირისპირო წყვილია - ერთმანეთის ესმით და კარგად უგებენ,მაგრამ ერთად ვერასდროს იქნებიან
ზოგადად ხელოვანებზე და პოეტებზე სხვანაირი წარმოდგენა გექნება თანამედროვე სამყაროში
პატერსონი ყველაზე ნაკლებად აკმაყოფილებს თანამედროვე ხელოვანის სტანდარტს
იდეაში ახალგაზრდა,ენთუზიასტი პოეტისთვის პატერსონის გმირი წესით სამაგალითო ვერ უნდა იყოს,მაგრამ უფრო პირიქით,წერის სურვილს აღუძრავს
მარვინი კრიტიკოსია,რომელიც მის ლექსების კრებულს "ანადგურებს" გამოცემის წინა დღეს

ტყუპებზე იყო საინტერესო მარა ვერ მიხვდი
მგონი ამას ყავდა ტყუპი ძმა
ლოგინის გვერდზე დედ-მამის და ახალგაზრდა კაცის სურათი აქვს
თავისი სურათი არ იქნება და შეიძლება ძმაა სამხედრო ფორმაში,რომელიც სავრაუდოდ ტრაგიკულად დაიღუპა
ცოლი რომ ეკითხება ტყუპებზე რა აზრის იყო და ესეც ზერელად პასუხობს,დიდად არ აქვს ტყუპების აღზრდის სურვილი
რამდენჯერაც ქალაქში ტყუპებს ხედავს,გონებაში წარსულის მოგონებები ამოუტივტივდება,ალბათ

მოკლედ
ძალიან კარგია
This post has been edited by melodyman/ on 15 Sep 2017, 18:26
ვუყურებ ვთქვათ ამერიკულ ან ინგლისურ ფილმს და მამთქნარებს, ვუყურებ რუსულს და მითრევს, რატომ? © Xoshgeldi