
მანჩესტერი ზღვასთან მომეწონა.
თითქმის დოკუმენტალიზმამდე დაყვანილი დრამა იყო.
და აფლეკი... არ ვიცი, უბრალოდ ძალიან მაგარია.
და ვინც იტყვის, რომ სათანადოდ ვერ თამაშობს, ალბათ მისგან ზედმეტი მანევრულობის დანაკლისს განიცდის.
არ ვიცი რა სიტყვა შევუსაბამო მის შესრულებას, ალბათ ისევ - მინიმალისტური, მაგრამ შთამბეჭდავი.
შესრულების სტილი, როდესაც მიმიკების ხშირი ცვლის, ზედმეტი დრამატულობის და პათეტიკის მაყურებელში სახეში შემორტყმის გარეშე აღწევ შედეგს.
მის საპირისპიროდ გავიხსენებდი ბენედიქტ კამბერბეჩის ყოვლად საძაგელ შესრულებას იმიტაციის თამაშში.
მიდი და შეადარეთ ახლა სად აფლეკის და სად ბენედიქტის თამაში.
კაი, მეყო აფლეკის ქება. ფილმზე გადავალ და ერთი საინტერესო რაღაც შევამჩნიე.
სპოილეეეეეეეეეეეეეეერს
ადამიანის სიკვდილის თემა არ იყო ისეთი დრამატიზირებული როგორიც ჰოლივუდის უმეტეს დრამებში ხდება ხოლმე.
შემიძლია ვთქვა, რომ სიკვდილი თითქმის ამაოებამდე იყო დასული.
ჩემს ძმას ვუთხარი, ეს ფილმი იმიტომ არ იმსახურებს მაღალ შეფასებას,
რადგან ის ბაზისი რაზეც ფილმია აგებული, ანუ ბავშვების სიკვდილი, ტრაგიზმის ძალიან მცირე ჭრილს მოიცავს მეთქი.
ანუ ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ტრაგედიამ ის ემოცია არ მოიტანა, რაც უნდა მოეტანა მეთქი.
...მაგრამ მეორეს მხრივ, იქნებ სწორედ ეს უნდოდა რეჟისორს. იქნებ უნდოდა რომ
მთელი ყურადღება ტრაგედიაზე კი არა,
ტრაგედიის შემდეგ ადამიანების ცხოვრებაზე გაგვემახვილებინა.
იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სხვების სიკვდილი სხვებზე და არა იმაზე, რამდენად დიდი უბედურება გადახდათ გარდაცვლილებს.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ რეჟისორი ტრაგიზმის წონას არა თვით ტრაგედიის ჩვენებით, არამედ ცოცხალი პერსონაჟებიდან გამომდინარე გვიჩვენებს.
და თუ ეს ჰქონდა მართლაც ჩაფიქრებული, მაშინ ძალიან საინტერესო და ამავე დროს სასტიკი ხერხია,
რომ გარდაცვლილები საერთოდ არაფრად ჩათვალო და მთელი უბედურება პერსონაჟის პერსპექტივიდან დაგვანახო.
ახლა ვიღაც იტყვის - განა ყველა ტრაგედიულ დრამაში ასე არ ხდება ?
არა! ასე არ ხდება.
თითქმის ყოველთვის გვეცოდებიან გარდაცვლილი ბავშვები, მაგრამ იმ უფერულ და ლამის ბრტყელ სამყაროში სადაც აფლეკი ცხოვრობს,
ეს ტრაგედია ჩემთვის თითქმის განულებული იყო.
მე არ მეცოდებოდნენ ბავშვები იმდენად, რამდენადაც აფლეკი, ან მიშელ უილიამსის გმირი. ცოცხლები ბევრად უფრო მეტად მეცოდებოდნენ, ვიდრე მკვდრები.
ვხედავდი მათ ტკივილს და მკვეთრად აღვიქვამდი იმ ტვირთს, რისი ტარებაც უწევდათ და ეს არ ხდება ხშირად, მითუმეტეს ჰოლივუდში.
ასე რომ მოულოდნელად მთავარი გმირიც რომ მომკვდარიყო, შეიძლება ისიც არ შემცოდებოდა. არ ვიცი რა. სიკვდილის ცნებისადმი ზედმეტად ინდიფერენტულ ფილმად მეჩვენება.
მაგრამ ვეღარ ჩამოვყალიბდი, ეს უფრო მეტად მინუსია თუ პლიუსი.
თითქოს უჩინარი კამერა დაჰყვებოდა რეალურ ადამიანებს. არ ვიცი, ზედმეტად ბუნებრივი იყო ყველაფერი.
და ეს რთულია ფილმისთვის - იყო იმდენად ბუნებრივი, რომ არ გამოხვიდე ზედმეტად ხელოვნური.
ფილმის 2 მთავარი ღირსება - გაბარიტიანი რეალიზმი და ცოცხალი სულის მატარებელი პერსონაჟი.
ცოცხალი ფილმია, ცხოვრების მკვდარი ფერების შესახებ.