არც მე არ მინახავს ეს ფილმი. მარა უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტის დამყარებას ეგვიპტური დამწერლობის გაშიფრვას როგორ ადარებ?
ერთი სახეობა ვართ ჩვენ, ძველეგვიპტელებისც საპიენსები იყვნენ

თან ჩერეზ ძველბერძნულით გაიშიფრა, რომელიც ბევრმა ახლაც იცის.
და ახლა წარმოიდგინე უცხო ცივილიაზაცია, რომელიც ათასობით ან მილიონობოთ სინათლის წლის დაშორებით სადღაც დამოუკიდებლად თავისთვის ევოლუციონირებდა. კაცმა არ იცის როგორ და რა გამოიარეს. ჩვენთან საერთო არაფერი ექნებათ, შეიძლება დნმ-იც არ ჰქონდეთ და სხვანაირი ბიოლოგიურ მექანიზმზე მუშაობდნენ. რა ინტერნეტი, რა ტალღები

ცივილიზაცია რომელსაც შეუძლია კოსმოსის კოლოსალური მანძილების დაფარვა ჩვენზე "რამდენიმე ეპოქით" კი არა ძალიან,ძალიან,ძალიან ბევრად განვითარებულები უნდა იყვნენ.
შეიძლება ისეთი სხვაობა იყოს ჩვენს შორის როგორც ადამიანსა და ჭიანჭველას შორისაა და რომელ კონტაქტის დამყარებაზეა საუბარი.
ეგ პირიქითაა ჰოლივუდის ### ფილმებშია ხოლმე კომოსური ხომალდი ზუსტად ეიფელის კოშკთან ან თეთრ სახლთან რო ეშვება და უცხოპლანეტელები ინგლისურად ბაზრობენ და ჩვენს კომპიუტერულ სისტემებს ტეხავენ, მაგრამ ჩვენი გენიოსა ჰაკერები მაინც არ უდებენ ტოლს
მოკლედ რთული და საინტერესო საკითხია და მასე მარტივად არაა საქმე.
პ.ს.
ფილმი მაგრად მაინტერესებს და თუ კაი ხარისხს გაჩითავთ დააგდეთ რა აქ