მოგიბოდიშებთ დაგვიანებული პასუხისთვის და ასევე პასუხის ზოგადობისთვისაც. ყოველი დეტალის გაშლისთვის დრო გვჭირდება, რაშიც მაპატიეთ, შეზღუდული ვარ.
იშვიათად შემოვდივარ და რა ვარ აქტიური ფორუმელი.
აზროვნებითი, ფსიქო-აღნაგისა და ენის კავშირების გადმოცემა მომეწონა. იმდენად ფართომასშტაბურობაა ამ კუთხით, რომ პრაქტიკულად არაფრის შთაბეჭდიელბას უტოვებს ადამიანს (პირადაღქმითია, ცხადია).
ენობრივი შესაძლებლოებების მატერიული მახასიათებლები - მეტყველება და წერა, ამა თუ იმ სუბიექტის აზროვნებითი ხარისხობრიობის მაჩვენებელია და მას, რაღა თქმა უნდა, ავლენს ენა.
ენა როგორც საჭიროება და არა როგორც ეთნოსური მიკუთვნილობა.
აზრების გადმოცემისას სუბიექტი მისდაუნებურად (გაუცნობიერებლად) მოუთხრობს საკუთარი აზროვნებითი საფეხურის ხარისხობრიობის თაობაზე.
ცოტათი გავშლი რამოდენიმე საფეხურს, რათა ნაწილობრივ მაინც მოვიცვა ფილმის ერთ-ერთი წახნაგი.
1.
როდესაც არსებობს რაიმე ფიზიკურ-მატერიული ანდაც სხვა სახის მოვლენა, ეს წარმოადგენს ფაქტს. ფაქტით აპელირება სივრცული აზროვნების მახასიათებელია და აზროვნებას ბიძგს აძლევს მოცემული ფაქტი. ეს ჰგავს დანაწევრებულ აზროვნებას, როდესაც გარკვეული სახის სურათი ეძლევა სუბიექტს, როგორც ფაქტი, მაგრამ ეს ფაქტი იყო გამოწვეული, ანუ ფაქტის ხელოვნურობა სრულებით დასაშვებია. ამგვარად აღქმული ფაქტის შედეგად ბიძგმიცემული აზროვნებაც შესაძლოა იყოს წარმოებული. ამავდროულად ფაქტი წარმოადგენს აზროვნების მიზეზსაც, მიმართულების მიმცემსაც და ფაქტით საზღვრულსაც. შესაბამისად აზროვნება მოცემულია რაღაც სივრცეში, რომელიც არ გახლავთ თვალით აღქმადი. ფაქტი ქმნის აზროვნების სივრცულ დასაზღვრულობას. ასეთი სახის აზროვნებით ხასიათდება უმრავლესობა ადამიანი და ასეთი სახის აზროვნებას აყალიბებს მასობრივი "განათლება". ასეთი აზროვნების შრისთვის ფაქტი აბსოლუტია.
2.
როდესაც არსებობს რაიმე სახის ფიზიკურ-მატერიული ანდაც სხვა სახის მოვლენა, ეს წარმოადგენს ფაქტს, მაგრამ როცა ამ ფაქტთან ერთად დამატებითი და სხვადასხვა სახის მოვლენა-მაკავშირებლებია მოცემული (ფიზიკურ, იდეოლოგიურ თუ სხვა სახის), ფაქტი აღარ განისაზღრვრება როგორც ცალკე მდგომი, დამოუკიდებელი და უკავშირო. მისი არსებობა განპირობებულია სხვადასხვა მოვლენათა ერთობლიობებით, რომლებიც როგორც სივრცულში, ასევე დროითში ჰპოვებენ საკუთარ წყაროს. ეს ჰგავს კალეიდოსკოპურ აზროვნებას, როდესაც ფაქტთა და მოვლენათა მთელი რიგია მოცემული, მაგრამ დამკვირვებელი ვერ აკავშირებს მათ ერთამანეთთან, სანამ რაიმე სახის მოვლენა მათ ერთობლიობას არ წარმოაჩენს, ანუ მათ ქაოტურობას არ დაარეგულირებს, მაგრამ საკმარისია მოვლენა სხვა სახით მოვიდეს ამ ფაქტთა ქოსთან, რომ მათი ერთობლიობა სრულებით განსხვავებული იქნება მანამდე არსებულ ერთობლიობასთან - მიიღებს სრულებით განსხვავებულ ფორმა-სახეს. შესაბამისად ერთი დამკვირვებლისთვის თუკი ფაქტთა ერთობლიობის ერთი ფორმაა ჭეშმარიტი, მეორესთვის, ის წარმოადგენს მცდარს, ვინაიდან საერთოდ სხვა სურათს ხედავს და ფაქტთა ერთობლიობის დაკვირვებისა და ხედვის კუთხით ორივე დამკვირვებელი არის მართალი. განსხვავება არის მხოლოდ დროში. ფაქტთა ქაოტურობა ორივესთვის კი არის მოცემული ერთი და იმავე სივრცეში, თუმცა მიცემის დრო არის განსხვავებული. შესაბამისად თუკი წინარე ჯგუფის ადამიანებისთვის სივრცულ-აზროვნებითი მანიპულაციებია შესაძლებელი, ამ ჯგუფის ადამიანებზე ქმედებს დროითი მანიპულაციები. ფაქტებისა და მოვლენების სხვადასხვამხრივი აღქმა-გაგების განსხვავება (ანუ გაუგებრობა) თაობებს შორის ზუსტად აქედან იკვებება. ასეთი აზროვნების შრისთვის ფაქტი პირადღირებულებითია.
3.
როდესაც არსებობს რაიმე სახის ფიზიკურ-მატერიული ანდაც სხვა სახის მოვლენა, ეს წარმოადგენს ფაქტს. ამ ფაქტთან დაკავშირებული დამატებითი ფაქტ-მოვლენები შეიძლება იყვნენ ფაქტის თანადროული და თანასივრცული, თუმცა ასევე თანადროული და არა თანასივრცული, ასევე პირიქით - თანასივრცული, მაგრამ არათანადროული. ამგვარი ფაქტის მიმართ ქმედითი აზროვნება წარმოადგენს მოზაიკურს, რადგან ფაქტის მიმართ სივრცულ და დროით-აზროვნებასთან ერთად არსებობს ქრონოლოგიური შესაძლებლობაც. მოზაიკის აწყობისას შესაძლოა მოზაიკის რომელიღაცა ნაწილი შეესაბამებოდეს მოზაიკის გარკვეულ ფართს სირცის გაგებით, მაგრამ ამ ნაწილის ჩასმით მისაღები სურათის აღქმის შეფერხება მოხდეს, თუკი ჩასასმელი ნაწილი უდროოთ ჩაისვა, ანდაც ნაადრევად. ასევე მთლიანი სურათის მისაღებად უკვე აღარ არსებობს აზროვნებითი საზღვრულობა იმ გაგებით, რომ სურათის საბოლოო სახე, შეიძლება მიიღო როგორც მოზაიკის პერიფერიიდან აწყობით, ასევე ცენტრიდან დაწყებით - დამოკიდებულია ამწყობის პირად-ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. ასეთი სახის აზროვნება ახასიათებს ადამიანთა მცირე ნაწილს. ისინი უფრო მეტად თავისუფლები არიან საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში, ვიდრე აქამდე აღწერილები. ასეთი აზროვნების შრისთვის ფაქტ-მოცემულობათა ერთობლიობა საყოველთაოა. შესაძლებლობათა სამყაროსადმი გრძნობითი მიმართებაა მათიუმთავრესი მახასიათებელი.
4.
ადამიანთა კიდევ უფრო ცოტა ნაწილისთვის შესაძლოა მოცემული იყოს რაიმე ფაქტი, მაგრამ ის სრულებით არ წარმოადგენდეს მისთვის ფაქტს არა აბსოლუტურობის ანდაც ღირებულებითი კუთხით, არამედ საჭიროობის კუთხით, ვინაიდან მათი აზროვნების ამპლიტუდა მსოფლმხედველურია. მსოფლმხედველობა არ წარმოადგენს არც იდეოლოგიას, არც რაიმე სახის კლასიკური, თუ არატრადიციული მეცნიერების მიმართულებას - არაფერს იმას, რაც აქამდე თავისთავადი იყო მრავალი ადამიანისთვის. მსოფლმხედველობა წარმოადგენს იდეათა და შესაძლებლობათა სამყაროების ფიზიკურ-მატერიულ პლანზე არათუ მხოლოდ აზროვნებით მანიფესტაციას, არამედ ცხოვრების წესს. ამგვარად ამ სამყაროთა სრულფასოვნად ცნობიერი მიმართებაა ამ საფეხურის უმთავრესი მახასიათებელი.
დამატებით არსებობს 1-ელ პუქტზე დაბალი საფეხური და ასევე მე-4 პუნქტზე მაღალი საფეხურიც, მაგრამ არ ვწერ.
თუკი გავითავალისწინებთ აზროვნებითი საფეხურების მახასიათებლებს, "ჩამოსულთა" აზროვნებითი ამპლიტუდა მე-4 საფეხურის გამოდის, ხოლო მთავარი გმირის საფეხურია მე-3.
ყველა დანარჩენი ან მე-2 -შია, ანდაც პირველ საფეხურზეა გაჩერებული.
ფსიქო-გენეზისის კუთხითაც შეიძლება ფილმის გაშლა, ვინაიდან მკაფიოდ არის მოცემული მთავარი გმირის ამასპექტობრივი გარდასახვები.
მეტი გაგებისათვის აუცლიებელია ამ კუთხის (ფუძის) ცოტაოდენი გაშლაც, რათა შეძლებისდაგვარად განისაზღვროს "ჩამოსულთა'" წასვლის"" შედეგად ბიძგსმიცემული უნარი უშუალოდ მთავარ გმირში.
ზოგადად ფსიქო-გენეზისი ხშირად აქცევს ყურადღებას ადამიანის საფუძველმდებ მოთხოვნილებებს, რომლებიც უზრუნველჰყოფენ იმას, რომ ამა თუ იმ ადამიანმა "იპოვოს თავისი ადგილი საზოგადოებაში" და მას უსადაგებს საზოგადოებრივი ზეგავლენის ნორმატივებს. ამა თუ იმ სუბიექტის ასაკის მატებასთან ერთად, ნელ-ნელა ფორმდება მისი მორალურ-ეთიკური აღნაგი და თუკი საზოგადოებრივი ზეგავლენის ნორმატივებს გავითვალისწინებთ, ხშირ შემთხვევაში მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მიერ მისი ქცევების (არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ქმედება იქნება) შეფასება, მაგრამ აქ იმალება ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი:
სურს თუ არა სუბიექტს, ის ვერ გაექცევა საკუთარ ფსიქო-ანარეკლს, თვისობრივ სარკეს - როდესაც სიბიექტი განიცდის რაიმე ემოციას, ანდაც ახორციელებს ქმედებას, მოქმედებაში მოდის მისი ფსიქო-სარკის გარკვეული უბანი, მაგრამ როდესაც სუბიექტი აკვირდება, თუ როგორ და რას აკეთებს სხვა სუბიექტი ანდაც წარმოიდგენს ამას - ფსიქო-სარკის ზუსტად იგივე უბნები აქტიურდებიან, რაც უშუალოდ მისი ქმედების დროს ხდებოდა.
ამ სახის ემპათიით ესა თუ ის სუბიექტი თანაზიარი ხდება სხვასთან, თავისიანად თვლის სხვას და უზრუნველჰყოფს იმის შეგრძნებას, თუ რას გრძნობს სხვა და ვინაიდან სარკის იგივე უბანი პასუხისმგებელია სუბიექტის წარმოდგენებზეც, შედეგიც იგივეა - თითქოს ამას თავის თავზე გრძნობდეს სუბიექტი.
ასეთი კუთხით სუბიექტის ფსიქო-სარკის ფუნქციონალის ხედვა უზრუნველჰყოფს დაკვირვებაში მყოფი სუბიექტის ანალიზს, ვინაიდან ფსიქო-სარკე არ განასხვავებს საკუთარ თავს სხვისგან და ამგვარად სრულდება და ხორციელდება საყოველთაო დამოკიდებულებითი მიმართება, ქცევები და მსგავსობის სურვილიც. ამგვარად დუალიზმი საკუთარი არსის ხედვის უნარსა და სხვის მიერ საკუთრივი აღქმა-შეფასებას შორის... და ა.შ
ამ ორი ქმედების განსხვავების (ამავდროულად ურთიერთდაკავშირების) უნარი წონასწორდება სააზროვნო აპარატის ორივე მახასიათებლის შეუფერხებელი მუშაობისას და თუკი სააზროვნო აპარატის მხოლოდ მარცხენა სფერო მუშაობს მარჯვენას დათრგუნვის ხარჯზე, მისთვის სიმართლის გახმოვანება ბრალის წაყენების ტოლფასია, ვინაიდან მარცხენა სფეროს მახასიათებელია შაბლონურობა, სტერეოტიპულობა და მათგან გამომდინარე მტრული განწყობა, რაც შეინიშნება ფილმში.
არსებობს შაბლონების ხარისხობრივი საფეხურები და ხანდახან ადამიანს ჰგონია, რომ ის გამოთავისუფლებულია სტერეოტიპულიდან და შაბლონურობიდან, არადა მხოლოდ ხარისხშია უფრო აწეული - შაბლონურობისა და სტერეოტიპულობის ხარისხია უფრო დახვეწილი...
ამიტომ ინტელექტუალიზმი შეიძლება ძალიან ჰგავდეს შემეცნებით აზროვნებას.
შაბლონურობისა და სტერეოტიპულობის ხარისხის დახვეწა ინფილტრაციის საშუალებითაც შეიძლება გახორციელდეს და ვინც ინფილტრაციას ახორციელებს, შეიძლება ვერცკი ხვდებოდეს ამას, რომ ის იმ მომენტში ახორციელებს სხვის ინფილტრაციას.
ინფილტრირებული სუბიექტიც ვერ აღიქვამს ამას და მას შეცდომით ჰგონია, რომ ის თავისუფლად მოაზროვნეა. ის შეიძლება თავისუფალად მოაზროივნე იყოს სხვისგან განსხვავებით, მაგრამ ეს თავისუფლება ინფილტრაციის შედეგად მიღებული უკეთესი ხარისხობრიობის შედეგი იყოს.
გარეგნულად ისე ჩანნდეს თითქოს ინფილტრირებული სხვანაირი მოაზროვნე გახდა. სინამდვილეში კი მასში მისი აზროვნებისთვის საჭირო ობიექტის შეცვლა მოხდა. მოხდა ძველი ობიექტის ჩანაცვლება ახლით, ანუ მიდრეკილებები ჩანაცვლდა და არა ტემპერამენტი. უნაცვლებს რა მიდრეკილებებს სუბიექტს, ინფილტრაციის გამხორციელებელი ნელ-ნელა სწავლობს ინფილტრირებული სუბიექტის ტემპერამენტის ხარისხობრიობასაც და ადრე თუ გვიან მას ხელეწიფება ინფილტრირებული სუბიექტში შეცვალოს თითქმის ყველა, ადამიანში საკმაოდ ღრმადგანფესვებული, ავტორიტეტულობისადმი მიმართების თვისებაც.
გარეპლანზე კი ვლინდება ინფილტრირებული საერთოდ ახალ პიროვნებად, მაგრამ საფუძველში ის მთლიანად ინფიტრაციის (ცნობიერი თუ არაცნობიერი, გამიზნული თუ არაგამიზნული) შედეგია. ის მაინც წარმოადგენს კალეიდოსკოპურში მოაზროვნეს. უბრალოდ აღსაქმელი ობიექტი მიეწოდა ახლოებურად და სხვა ფორმით, ანუ საკუთარი აზროვნების საფუძველმდები თვითონ არ გახლავთ.
ამ კუთხის გათვალისწინებით მთავარ გმირში ენობრივ-აზროვნებითი და ფსიქო-გენეზური მოცემულობები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მეორე უფრო დაბალი საფეხურის მატარებელია, თუმცა არ მიმოვიხილავ ამას, როგორც უარყოფით მოვლენას, ვინაიდან რაციომ უნდა აზიდოს ფსიქო.
რაციოს პოტენციურობა აშკარად შეიმჩნევა მთავარ გმირში და შესაბამისად ფსიქოს ერთი საფეხურით აზიდვის შესაძლებლობაც ძლიან მაღალია.
არჩევანი, მომავლისადმი შიში თუ უშიშობა აღწერილი მახასიათებლების გათვალისწინებით ხორციელდება და წარმოადგენს ინდივიდუალურ მოცემულობას. ვითარდება რა ესა თუ ის სუბიექტი ამ მახასიათებლებში, ის ნელ-ნელა გადაინაცვლებს მე-4 საფეხურზე (რომელიც ზემოთ დავწერე), შესაბამისად სიკვდილ-სიცოხლის ურთიერთგანპირობებულობა დამოკიდებულებითიდან გარდაისახება მოცემულობითში. ეს კი უკვე წმინდა დროით-აზროვნებითი შრეა.
დანარჩენი, რაც წინა კომენტარში დავწერე, ცოტა სხვა თემაა და თქვენი ნებართვისთ, თავს შევიკავებ, ვინაიდან "მატრიცის" თემაში 1-ლი საფეხურის აზროვნების მსგავს სუბიექტებთან დიალოგისთვის არც დრო მაქვს და არც სურვილი.
პირადად თქვენ კი მადლობას გადაგიხდით არა მხოლოდ ამ ფილმის, არამედ სხვა ფილმების საინტერესო გარჩევებისთვის.
This post has been edited by passko on 25 Feb 2017, 14:05