გადავხედე ფორუმს და ამ ჟანრის თემა ვერ აღმოვაჩინე ხოდა გადავწყვიტე გამეხსნა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია და იმსახურებს ერთ ცალკე თემას

მიუზიკლი - არის მუსიკალურ-თეატრალური ჟანრი, რომლის წარმოდგენებიც თავის თავში მოიცავს სიმღერას, დრამატიზმსა და ქორეოგრაფიას. იმის და მიუხედავად რომ ინგლისური სიტყვა "მიუზიკლი" არის შემოკლება "მუსიკალური კომედიისა," ის შეიძლება ასევე წარმოადგენდეს ტრაგედიას ან დრამას.
მიუზიკლი, როგორც ჟანრი ჩამოყალიბდა ამერიკული და ევროპული ოპერეტის განვითარებით, პირველად კი კინემატოგრაფიაში 20 -იან - 30 იან წლებში რუდოლფ ფრილმა, კერონმა და რიჩარდ როჯერსმა დაამკვიდრეს.
1932 - წელს პირველად დაჯილდოვდა კომპოზიტორი ჰერშვინი პულიცერის პრემიით საუკეთესო მიუზიკლისთვის («Of Thee I Sing», )
ნელ-ნელა ეს ჟანრი დაიხვეწა და გამოვიდა ისეთი ფილმები, როგორიცაა როჯერსისა და ჰამრეშტაინის Oklahoma! - 1943, და Carousel - 1945),
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიუზიკლი შეიცვალა, უფრო განვითარდა და დაიხვეწა, გამოვიდა ისეთი მიუზკლიბე როგორიცაა რობერტ ვაისის - Westside story და The Sound of Music , ჯინ კელის - Singin' in the Rain, ჟაკ დემის The Umbrellas of Cherbourg და The Young Girls of Rochefort, ენდრიუ უებერის - Jesus Christ Superstar
ოცდამეერთე საუკუნეშიც ბევრი მიუზიკლი გამოვიდა, მაგრამ დიდად არცერთი არ მომწონს ერთი ტრიერის სიბნელეში მოცეკვავე მომეწონა ძალიან და შაზელის ლა ლა ლენდი
მუსიკალური ფილმების სია
http://www.imdb.com/genre/musical/?ref_=gnr_mn_ml_mphttps://en.wikipedia.org/wiki/List_of_musical_films_by_yearდაწერეთ თქვენ რომელ ფილმი მოგწონთ ამ ჟანრში