
ესეც სრულვერსიიანი პოსტერი...
ფილმი...
ქრონომეტრაჟისთვის შეურცხვეთ ნამუსი,ერთი ნახევარი საათი კიდევ(მინიმუმ),მონათლავდა სრულიად.
ზემოთ ათასგზის გადაკოპირებული გაჟონილი სცენარის ნახევარი მაინც რომ დაედოთ,გაცილებით მეტი ამბიცია ექნებოდა.
ცუდია რომ კომპანია რეჟისორს დეგრადირებას უკეთებს,პირველ რიგში თავად კომპანიას უვარდება ნაწარმი,რის გამოც საბრალო რეჟისორზე მიდის დაწოლა,არადა ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე.
მეორე-გარღვევა ბიუჯეტში-300 მილიონიანი პროექტი...მილიარდია საჭირო,მოგებად რომ ჩაეთვალოთ,რომელიც შორეული პერსპექტივაა.
მესამე-მოყვანა სრულიად განსხვავებული შეხედულებების რეჟისორისა,რომელიც წინა კომპანიამ პროდუქციის გაფუჭების გამო იფრინა.
მეოთხე-მუსიკა და საუნდტრეკი ყვაოდა ინდუსტრიაში,ჟღერადობაც მოაკლდა. არაფერი მაქვს ელფმანის საწინააღმდეგო,მაგრამ...რიგ ეპიზოდებში შურისმაძიებლების თემამ გაიჟღერა...
მეხუთე-პერსონაჟები,რომლებიც ვიცით კანტიკუნტად...სწორედაც რომ-ჯერ ერთი:სოლო ფილმები მხოლოდ კრიპტონელსა და ამაზონელზე მივიღეთ თავყრილობამდე,კომიქსების მოყვარულებმა ვიცით ვინც არიან დანარჩენები(მარტო ბეტმენზე აქამდე ათამდე ფილმია გადაღებული),ზოგი გასტინის ოსტატობას უმზერს სერიალში...მაგრამ ჯერ გაგვაცნეთ პერსონაჟები ახლოდან-გარდასახული აქვამენი,არატიპიური ქომიქსებიდან გამომდინარე...ფლეში,რომელიც ყველაზენათელი წერტილი გახლდათ ფილმად და რომლის შესაძლებლობები და ინტელექტი ლამის ნულს უტოლდება....არ მესმის ეს ტენდენცია-რატომ უფატრავენ ბევრისთვის ფავორიტ გმირებს თუ არამზადებს პერფომანსს და რატომ უკნინებენ შესაძლებლობებს?
ვიღაცამ ზემოთ (ყ)ლოკი მოიხსენია უდიერად,რომელმაც ლამის მარტომ აიღო თავზე ორივე თორული სოლოფილმის რეიტინგი და პერსონაჟის განუზომელი პოპულარობა,არა მხოლოდ მიმზიდველი გარეგნობის,არამედ-შესანიშნავი ბრიტანელი მსახიობის შესანიშნავი შესრულებით.ლოკი,რომელიც სკანდინავიური ღმერთია,აქვს უამრავი ზეადამიანური შესაძლებლობა(ტელეპორტაცია,ტელეპატია,ტელეკინეზი,ცეცხლისა დაყინვისადმი ტოლერანტული,ფრენა,იერის შეცვლა,ასლების შექმნა,ილუზია,ზეადამიანური ძალა და სისწრაფე...),დადის და ხანჯლის სროლის მეტს არაფერს აკეთებს. ასევეა ფლეშიც-სისწრაფით ყველას არემატება ლიგაში,სუპერმენზე ათჯერ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია,მისი ძალა-მისი სისწრაფეა,და არც ინტელექტს უჩივის...და იმდენად დასუსტებულია ფილმად რომ აღშფოთება სად წავიღო,ვერ ვხსნი.
სუპერმენის ძალები ერთობ გააბუქეს,ან სხვები წარმოგვიდგინეს ჩოილარებად მასთან შედარებით.
აფლეკის ბეტმენი-მარაზმი,რაის ბედესი? და საერთოდ-ასეთი პერსონაჟების როლებზე,რომელთაც ფიზიკურად ფორმაში ყოფნა ევალებათ,ორმოც წელს გადაცილებული მსახიობები არ უნდა ამტკიცონ-უჭირთ ფორმაში ყოფნა,ვეღარ წვავენ ცხიმებს და ცელულიტებს ესოდენი რუდუნებით.
საოცრება ქალი-მშვენიერი გახლდათ,ფლეშთან და აქუსთან ერთად,მაგისი ლაზო გაასწორებდა რეალობაში ბარეორის ასაჭიკჭიკებლად.
საიბორგი-ნორმალური იყო,მაგრამ მან გაცილებით ბნელი სახე წარმოაჩინა ვიდრე გოთემის ბნელმა (მსუქანმა)რაინდმა.
სიჯიაი-საშინელებაა 300მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმში სიჯიაის უვარგისობა რომ აღგაშფოთებს ამ ეპოქაში.
ბოროტმოქმედი-ერთპიროვნულად უვარგისი,ტიტრების შემდგომ ლუთერისა და დედსთროუქის გამოჩენა გაცილებით მრავლისმთქმელი იყო ვიდრე სტეპენვულფის მთელი მოქმედება და ამბიციები მთელს ფილმში.
ბრძოლებს ექშენი ნამდვილად არ აკლდა,მაგრამ იყო ძალიან ცოტა და ხანმოკლე,ძალიან ხშირად აჩვენებდნე ბეტმენს,რომელც ასეთი ძალის მქონე არამზადასთან ყველაზე ნაკლებპროდუქტულია საბრძოლო და ძალისმიერი თვალსაზრისით.
ერთი დიიდი მინუსი-გადაწყვიტეს მარველის დაწევის მიზნით ერთბაშად შეეხლაფორთებინათ გმირებით გაჯერებული პროდუქტი და გადმოეცათ,მაგრამ ტორტი,სახელად სამართლიანობის ლიგა ერთობ დიდი და მსუყე უნდა იყოს და არ უნდა ჰგავდეს საკონდიტროს შორეულ ვიტრინაში დებულ ეკლერს აჭრილი კრემით.
სოლო ფილმებით დაეწყოთ ყველა ღირებულ გმირზე,არ მოეტეხათ მწვანე ფარანი,მარტიანი,ისარი...
გავეცნეთ ყველა იმ გმირისთვის მაინც,ვინც ლიგად ისუბლიმირა.
მარტო ბეტმენები და სუპერმენები არ ქმნიან იუნივერსს,არ ქმნიან ლიგას.
დაანებონ თავი მარველის დევნას და იყონ ჯანსაღი კონკურენტები,ბოღმებისა და უხამსობების გარეშე(ეგებ კროსოვერიც დაილანდოს).
მარველს თავისი სამყარო აქვს,აქაურებისთვის ძირითადად მიუღებელი,მრავალფეროვანი,გაცილებით მეტი ხალისით და ფერით სავსე.
დისი-უფრო სიღრმისეულია და ბნელი...
და ასეთები იყვნენ,ნუ მიბაძავენ ერთმანეთს,ვინაიდან არც ზედმეტი სიბნელე ვარგა,არც ზედმეტად კაშკაშა ფერები.
ეს ორი კომპანია ერმანეთის მაბალანსებელი უნდა იყოს.
და ორივემ უნდა მოგვცეს ისეთი სანახაობა,მინუსებს სანთლით რომ ვეძებდეთ და აღფრთოვანებით გვაღრიალოს და არა იმედგაცრუებით.
რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს თვით ჩემი,მარველის ქომაგისთვის-სამართლიანობის ლიგა წლის იმედგაცრუებაა კომიქსების თემაზე გადაღებული ფილმებიდან,როდესაც მის მასშტაბებს გავითვალისწინებთ.
თუმცა ადამიან-ობობას მაინც მირჩევნია,მიუხედავად იმისა რომ ჰოლანდი კარგი ობობაა,გამოტენეს ფილმი ლიბერალური შეხედულების გადამკიდე ნაირფერი ხალხით.