SCO
re member

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27483
წევრი No.: 89380
რეგისტრ.: 20-April 09
|
#50428905 · 23 Apr 2017, 22:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავიწყოთ იმით, რომ სავსებით შესაძლებელია ლუკს ქონოდა სასიყვარულო გატაცება იმ პერიოდში, როცა ის ჯედაების აკამდემიას მართავდა. შედარებითი სიმშვიდის ხანა იყო და პირადი ცხოვრების კუთხით ჯედაისათვის არასტანდარტული გადახვევები კი სკაიუოკერებისთვის უკვე სახასიათო შტრიხია. ადვილად შესაძლებელია მან გაიმეორა მამის შემთხვევა და გააჩინა შვილი. ლუკის და რეის მამაშვილობის თეორიის მთავარი კამუფლაჟი ვფიქრობ სწორედ იმაშია, რომ ეს ყველაზე მარტივად პროგნოზირებადი თეორია იყო თავიდანვე, უმეტესობაამ სწორედ ეს იფიქრა, მაგრამ მოგვიანებით წამოვიდა სხვა თეორიებიც, რამაც თითქოს დაჩრდილა ლუკის ვარიანტი და ვარიაციების სიმრავლის გამო შეუძლებელი გახადა ასეთი მარტივი გადაწყვეტილების მიღება სცენარისტების მხრიდან. მე კი ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე ლოგიკური (მათ შორის კენობის ვარიანტზე დამაჯერებელიც კი, რისიც მე აქამდე მჯეროდა) არის ლუკის ალტერნატივა.
გადავიდეთ საქმეზე. თეორიის განხილვის ფუნდამენტია რეის ჩვენება, რომელიც მან ლუკის და ენეკინის ლაითსაბერზე შეხებისას იხილა. ეს ეპიზოდი შეიცავს წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ ინფორმაციასა და მინიშნებებს. ესეც ამ ფლეშბექის ლინკი. ვისაც დეტალურად არ გახსოვს, დაკვირვებით უყურეთ:
ახლა კი ვნახოთ ეს სცენა უფრო დეტალური ანალიზით: 0:56 წამიდან
ჩვენებაში, პირველი რაც რეის ესმის სეიბერთან შეხებისთანავე, არის ვეიდერის სუნთქვა და იქვე პირველი რასაც ხედავს, არის დერეფანი, სადაც ლუკი ებრძოდა ვეიდერს მე5 ეპიზოდში. ეს არის ადგილი, სადაც ლუკმა შეიტყო რომ ვეიდერი მამამისია. ანუ პირველივე კადრში რეი ხედავს საგის ორ უმთავრეს პერსონაჟს შორის მამა-შვილური კავშირის გამჟღავნების ადგილს, რაც სიმბოლურია. ასევე სიმბოლურია ისიც, რომ ზუსტად შემდეგ ისმის იოდას სიტყვები (ნათქვამი ლუკისადმი) „it's energy... surrounds us... and binds us“. იოდა კი ის პირია, ვინც დაუდასტურა ლუკს მამამისის ვინაობის შესახებ. თითქოს აქაც, იოდას ხმის გაგონება რაღაც ანალოგიური მოვლენის მომასწავებელია. იოდას სიტყვების შემდეგ შემდეგ კი მართლაც დადასტურებასავით კადრში ვხედავთ ლუკს, R2-თან ერთად. ყველაფერი ვისაც რეი აქ ხედავს, არის პირდაპირ დაკავშირებული ლუკთან. ყველა ხმა და ფრაზა რაც ისმის, გაგონილი აქვს ლუკს. The force will be with you. Allways” – ესმის რეის ობი ვანის სიტყვები, რომელიც მან ლუკს უთხრა იავინის ბრძოლისას. შემდეგ ჩნდება კაილოს და რენის რაინდების კადრები, რაც ერთვარი კონფლიქტური, გამყოფი შტრიხია რეის ჩვენებაში მასა და ლუკს შორის. და ასეცაა, კაილოს მერე ჩანს პატარა რეის მამასთან (სავარაუდოდ) დაშორების კადრები - უცნობის ხომალდი მიფრინავს პლანეტიდან. გოგონას მარტო დარჩენისთანავე კი კვლავ ისმის ობი ვანის ხმა „Rey!” (მამის მიერ დატოვებული შვილის შემდეგ ობი ვანის გამოჩენა ნაცნობი ანარეკლია). ჩვენებაში ორჯერ ისმის უცნობი კაცის ხმა, სიტყვა „NO“!... პირველად ეს ხმა ისმის ზუსტად ლუკის პირველი კადრის წინ (რაც გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ რომ ეს ლუკის ყვირილის ხმაა, როცა ის კაილოს ჩადენილ საქციელს ხედავდა) და მეორედ, როცა კაილო ლაითსაბერით მოკლავს უცნობ მეომარს. შესაძლოა ლუკი ადგილზე არც იყო ხოცვის მოწმე, მაგრამ იგრძნო მოვლენა, როგორც თავის დროზე კენობიმ ალდერანის აფეთქება და იოდამ ბრძანება 66, თუმცა სავარაუდოდ მალევე გაჩნდა ადგილზე, რადგან ჩვენებაშივე ვხედავთ დახოცილი პადავანებით სავსე ტერიტორიაზე ცეცხლმოკიდებული შენობის წინ დაჩოქილ ლუკს R2-თან ერთად. ლუკს ხელი უდევს R2-ზე, რაც ერთგვარი გამომშვიდობების ან მისიის მიცემის მაუწყებელი ჟესტივითაა და ჩემი აზრით სწორედ ამ დროს გამოგზავნა მან დროიდი ლეიასთან საკუთარი კოორდინანტებით, თავად კი რეი წაიყვანა ჯაკუზე.... (ფლეშბექში ორჯერ ისმის პალპატინის ხმა - პირველად მისი ყვირილის, უფრო ხრიალის ხმა როცა ვინდუს, ფისტოს, ტინს და კოსს დაესხა თავს, ხოლო მეორედ სიტყვები „Any Jedi”, რაც ენეკინთან საუბარში თქვა. ჩემი აზრით ეს აიხსნება იმით, რომ ენეკინის ნაქონი ლაითსაბერი ინახავს ამ ინფორმაციას). რეის ჩვენებაში არის კიდევ ორი „NO“ და ორივეს პატარა რეი ამბობს. ანუ ლუკი და რეი ერთნაირად ნეგატიურ, ემოციური უარყოფის დონეზე არიან ფლშბეკში, რაც საინტერესო პარალელია და ქმნის მათ შორის მისტიურ კავშირს მაყურებლის გონებაში. მეორე საინტერესო მომენტი: როცა პატარა რეი ამბობს „Come back”, ფონად ძნელად გასარჩევად ისმის ისევ კენობის ხმა You will do it. ამ სიტყვებს ის ლუკს ეუბნებოდა, ახლა კი ეს რეის ესმის. გამოვყოთ: რეი მიმართავს ლუკს თხოვნით - დაბრუნდი; და ფონად კენობი მიმართავს ერთდროულად ბრძანებით და თხოვნით ლუკს - შენ ამას გააკეთებ (რაც კონტექსტში ძალიან გავს „დაბრუნდი“-ს). ცალკე გამოსაყოფია ჩვენების ბოლოს სიტყვები (these are your first steps), რომელიც ისევ კენობის ეკუთვნის და რომელიც იქამდე არცერთ ფილმში არ გაჟღერებულა. რაც იმის დასტურია, რომ ამ დროს ჩვენებაში ობი ვანი პირადად მიმართავს რეის. იქამდე ის უსალოდ სახელითაც მიმართავს რეის, როცა რეი თოვლიან ტყეში ხედავს თავის თავს. ჩემი აზრით, ამ დროს ობი ვანი მოქმედებს ლუკის სურვილით და ერთგვარ შუამავლის როლს ასრულებს ლუკსა და რეის შორის. სურათი აქაც სარკულად მეორდება - კენობი ამზადებდა და აგულიანებდა ლუკს, კენობი ამზადებს და აგულიანებს რეის.
ის ფაქტი, რომ R2 ჩაირთო რეის ბაზაზე მისვლის დროს და მაშინვე იწყებს საუბარს ლუკზე, ადასტურებს ზემოთქმულს, რომ ლუკს ასე ქონდა გათვლილი. შესაძლებელია დისტანციაზეც გააქტიურა ლუკმა R2, რაც ძლიერი ჯედაისთვის სრულებით შესაძლებელია (მაგალითად პალპატინი ერთი პლანეტიდან მეორეზე ჰოლოგრამით საუბრისას ახრჩობდა კლონების ანიმაციაში დუკუს). ლუკის გეგმა იყო რეი თავად მისულიყო მასთან და აქაც ვხედავ მსგავსებას მე5 ეპიზოდთან, როცა ვეიდერი მეგობრების სატყუარით მიიყვანს ლუკს თავისთან. შინაარსი და ფორმა განსხვავებულია, მაგრამ მიზანი იგივეა. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მამის მეთოდების ერთგვარი დაბალანსებული, ზომიერი გავლენა იგძნობა ლუკზე, საიდანაც ლოგიკურად გამომდინარეობს მისი სახელცვლილი შეხედულებები ჯედაის ორდენზე, რაც ახალი ტრეილერის ბოლოს ვნახეთ; თუმცა ეს ცალკე თემაა.
სტარკილერის ბაზის განადგურების შემდეგ რეის და ლეიას პირველი შეხვედრა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ლეია არაბუნებრივად მშვიდია ჰანის სიკვიდილის ფონზე. იმდენად აქცენტირებულია რეიზე, რომ სასიკვდილო მისიიდან დაბრუნებულ ჩუბაკასაც კი ვერ ამჩნევს, რომელმაც გვერდით ჩაუარა. ადვილი შესაძლებელია ლეიას, როგორც ნაწილობრივ ფორსსენსითივს (გავიხსენოთ მისი და ლუკის კავშირი ფორსით, მე5 ეპიზოდში), ქვეცნობიერი კარნახობს რეისთან მჭიდრო კავშირს და მასთან შეხვედრა ერთგვარი კომპენსაციასავითაა მისთვის ჰანის სიკვდილის და კაილოს საბოლოოდ დაკარგის შემდეგ. რაც შეეხება კაილოს ფაქტორს ამ ლაბირინთში. მისი როლი ვფიქრობ კიდევ უფრო უსვამს რეის სკაიუოკერობას ხაზს. კაილო არის ახალი თაობის სკაიუოკერი. ის ფაქტიურად საბოლოოდ გადავიდა დარქსაიდზე და სიუჟეტი რჩება ახალგაზრდა სკაივოკერის, შესაბამისად ხაზის გაგრძელების გარეშე, რაც ერთგვარად კონფლიქტია ბალანსის კუთხით; ხოლო სკაიუოკერების გარეშე წარმოუდგენელია ეს უნივერსი. დავუბრუნდეთ ჩვენებას. Quiet girl!.. მიმართავს პატარა რეის უცნობი პერსონა, რომელსაც მისი ხელი უჭირავს. ეს არსება სახელად Unkar Plutt იგივე პირია, ვინც საჭმელს ყიდის რეის დასაწყისში (ხელები ერთნაირია, ხმაც). მოგეხსენებათ, მისგან გაიტაცებენ ფალკონს რეი და ფინი. ამ უცნაური პერსონაჟის როლს თამაშობს ყველასათვის ცნობილი მსახიობი საიმონ პეგი, რაც შემთხვევითი ვერ იქნება და ამ გმირს აშკარად აქვს იმაზე გაცილებით მეტი როლი სიუჟეტში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. Unker რაღაცით გვაგონებს ენეკინის პატარაობაში მის მფლობელს Part Watto-ს, რომლის ხომალდითაც ასევე ისარგებლეს ჯედაებმა. მე ვფიქრობ, რომ ლუკმა „მიყიდა“ პატარა რეი უნკარს, რადგან რეი „მონის“ საფარველში უფრო დაცული იქნებოდა და ვერავინ იეჭვებდა მის ვინაობაზე რაიმეს. გარდა ამისა, მონა გალაქტიკაში ბევრად დაცული პერსონა იყო, ვიდრე ბევრი თავისუფალი მოქალაქე, რადგან მონისთვის ზიანის მიმყენებელს პასუხი უნდა ეგო მონის მფლობელის წინაშე (გავიხსენოთ მრბოლელი სედულბას სიტყვები პატარა ენეკინისადმი - მონა რომ არ იყო ვიცი რასაც გიზამდიო). შესაძლოა, ლუკმა ფორსის ლოგიკა დაინახა იმ ფაქტში, რომ ენეკინს მაინცდამაინც მონათმფლობელის დაქვემდებარება არგუნა ძალამ და იყო ამაში გარკვეული კანონზომიერება, როგორც ფიზიკური უსაფრთხოების, ისე ცხოვრებისეული გამოცდა-განსაცდელის ჩაბარების თვალსაზრისით. და ლუკმა ჩათვალა რომ რეის დაახლოებით იგივე გზა უნდა გაევლო რჩეულობის გზაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოგვიანებით (ან მალევე) უნკარმა გაათავისუფლა რეი ან იქამდეც მოჩვენებითად ამყოფებდა მონის სტატუსით (რადგან რეის არ ახსოვს საკუთარი მონობის ფაქტი, სხვა შემთხვევაში ეს გვეცოდინებოდა) და მხოლოდ არაფორმალურად მეურვეობდა მას. მისი რეისადმი ერთგვარი მზრუნველობა გამოიხატება იმითაც, რომ BB8-ის დაუფლებას უნკარი ცდილობს არა იმთავითვე ძალით, არამედ ჯერ რეის საკვებით ირიბად მოქრთამვით, რადგან როგორც ჩანს იცის მისი ჯიუტი ხასიათის შესახებ. მისი მიზანი კი ლოგიკურად რეისთვის ხიფათის არიდებაა, ან უფრო პრაგმატულად - ფულის შოვნა დროიდის დაუფლებით. მოგვიანებითაც, როცა მისი მიგზავნილი ხალხი ართმევს დროიდს რეის, ისინი (ორნი) არ გამოირჩევიან მკვეთრი ძალადობით რეისადმი და ცდილობენ მხოლოდ შეაკავონ რეი, არც დაარტყან, არც იარაღი იხმარონ, მხოლოდ გააუვნებელყონ, რაც ჩვეულებრივი მოვლენა არაა პლანეტის მნიშვნელოვანი პირის ბანდის წევრებისთვის. საინტერესოა ისიც და ძალიან არ გავს დამთხვევას, რომ ფალკონ მილენიუმი აღოჩნდა იმავე Unkar-თან. არ არის გამორიცხული, რომ მან ხომალდი არა იმ გზით ჩაიგდო ხელში, როგორც ამას რეი ეუბნება ჰან სოლოს მოგვიანებით, არამედ მიიღო რეის მეურვეობის სანაცვლოდ ლუკისგან ან ლუკის მინდობილი პირისგან. თვითონ ჰანსაც კი გაუჭირდა იმის მიხვედრა, რომ ფალკონი შეიძლებოდა ჯაკუსნაირ უმნიშნველო პლანეტაზე ყოფილიყო, როგორც ამას ჩუბაკას ეუბნება ხომალდზე. ამითაც დასტურდება ლუკის გადაწყვეტილების სისწორე იმასთან დაკავშირებით, რომ ყველასთვის მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი იქნებოდა რეის დამალვა ამ პლანეტაზე. ამ მოვლენებში სავარაუდოდ გარკვეული როლი ქონდა მოხუც Lor San Tekka-საც, რომელსაც საწყის სცენაში კლავს კაილო. სავარაუდოდ ის ასრულებდა რეის ზედამხედველის როლს, რომ Unkar-ს შეესრულებინა დადებული პირობა. პირდაპირ მოხუცის მიერ რეის მეურვეობა იქნებოდა საეჭვო, რადგან კაილო/პირველი ორდერი, როგორც ვნახეთ, იცნობდა Tekka-ს. ამ თეორიას აძლიერებს ის არგუმენტიც, რომ ფილმის მოცემულობით Lor San Tekka კავშირზეა მინიმუმ ერთ აჯანყებულთან, სავარაუდოდ ლუკთან, და ამით აიხსნება, რომ ის ფლობს ლუკის კოორდინანტებს. ადვილი შესაძლებელია ამ კავშირს ქონდეს დიდი ხნის ისტორია, რეის ჯაკუზე მიყვანიდან იღებდეს სათავეს და სწორედ Lor San Tekka იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლუკმა ჯაკუ აირჩია რეის სამალავად. ვფიქრობ ამ პერსონაჟის როლიც უნდა გაირკვეს მომდევნო ეპიზოდებში. არამგონია ასევე მნიშვნელოვანი მსახიობის მიერ შესრულებული როლი მხოლოდ კორდინანტების პო დემერონისთვის გადაცემით იწურებოდეს. Unkar Plutt -ის მნიშნველობას ხაზს უსვამს ისიც, რომ ნოველის მიხედვით ის თან ახლავს მაზ კანატის რეზიდენციაში რეის და მხოლოდ იქ მოუვა დაპირისპირება გმირებთან. როგორც ჩანს იმიტომ რომ ამ დროს ხედავს თავისი მნიშვნელობის დაკარგვას მოვლენების განვითარების გამო. დაპირისპირებისას ჩუბაკა ხელში დაჭრის უნკარს. როგორც ჩანს, ეს ზემოხსენებლი სცენები იმიტომ არ გვხდება ფილმში, რომ მეტი მისტიურობა შეიძინოს ამ პერსონაჟმა და მომდევნო ფილმ(ებ)ში გამჟღავნდეს მისი როლიც და წარსული ამბებიც.
რეის ჩვენებასთან, უნკართან, კაილოსა და ლუკთან დაკავშირებით წავაწყდი ერთ (ჩემი აზრით ნაკლებად სარწმუნო, მაგრამ ლოგიკასთან მაინც შედარებით ახლო) თეორიას, რომელიც როგორც ჩანს სხვადასხვა საიტებზე პოპულარულია; და რომლის მიხედვითაც კაილომ, რომელიც სავარაუდოდ იმ დროს ნათელისკენ კიდევ უფრო მეტ ლტოლვას განიცდიდა, ლუკის მოსწავლეების დახოცვის შემდეგ რეი ცოცხალი დატოვა. კადრი რომელშიც ის ლაითსაბერით კლავს მეომარს, ახლო რაკურსითაა და ისე ჩანს თითქოს კადრის დამნახავი (რეი) იხსენებს ამ სურათს; შემდეგ კი კაილო მიემართება რეისკენ. თუ ეს ასეა, გამოდის კაილოს ქონდა მტკიცე საფუძველი რეის არმოკვლისთვის და ეს იქნებოდა უპირველესად რაღა თქმა უნდა მათი ნათესაური კავშირი - რეი იყო მისი ბიძაშვილი! ამ თეორიაშივეა ის აზრიც, რომ კაილომ დატოვა რეი ჯაკუზე უნკართან. მაგრამ მიზეზი რის გამოც მე მეეჭვება ამ თეორიის სინამდვილეობა, არის ის, რომ კაილო თუ ამას გააკეთებდა, დიდწილად გააკეთებდა სამომავლოდ რეის დარქზე მოსაქცევად. ამ შემთხვევაში კი ერთ ქალაქში არ დატოვებდა რეის Lor San Tekka-სთან ერთად, ან როგორც მინიმუმ მანამდეც შეხვდებოდა რეის. მას ბუნებრივია ჯედაების სკოლიდანვე ეცოდინებოდა რეის ფორსენსითივობის შესახებ და ის გაცილებით ადრე მიაკითხავდა გოგონას დარქსაიდზე გადასვლის შეთავაზებით. ყველაფერ ამას რომ თავი დავანებოთ, ის რეის გამოიყენებდა მძევლის სახით, ლუკის დასაშანტჟებლად და მოსაძებნად. მოკლედ რეის მაშველებიდან კაილო გამოირიცხება და რჩება ისევ ერთადერთი რეალური კანდიდატი - ლუკი.
ორი სიტყვით ჯაკუზე... ეს სიტყვაც დავსერჩე და აღმოჩნდა რომ მამა-შვილურ (და არამარტო) სასპენსთან დაკავშირებით ისტორიის გამეორებისკენ მიანიშნებს რეის ადგილსამყოფლის, პლანეტა ჯაკუს სახელიც. სახელის მნიშნველობის დასერჩვისას საინტერესო პოსტს მივაგენი რედიტზე, სადაც ერთ-ერთი იუზერი წერს ( და სხვაც უდასტურებს), რომ Jakku კორეულად ( 자꾸 ) ნიშნავს ისტორიის განმეორებას, უფრო ზუსტად - განმეორების მოლოდინს შიშის გრძნობით ( "repeatedly" with a sense of dread). არ გავს უბრალოდ დამთხვევას. რეის ცხოვრების სტილი ძალიან გავს ლუკისას, ჯაკუ გავს ტატუინს. ორივე გაიზარდა მშობლების გარეშე. ორივე ცხოვრობს პლანეტა უდაბნოზე, ორივე ობოლია და აქვს მწირი ინფორმაცია მშობლების შესახებ, ორივე დაკავებულია მსგავსი პროფილის საქმიანობით - ლუკი დროიდებისა და მათი ნაწილების ყიდვა-გაყიდვით, რეი - ხომალდების ნაწილების მოპოვებით და გაყიდვით. ორივეს მობეზრებული აქვს საკუთარი საქმიანობა და სურს გაეცალოს იქაურობას. ორივე „თავდებად დაუდგა“ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადამტან დროის, ორივე პირველ საფრთხეში ვარდება ამ დროიდების გამო, ორივეს ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ადრესატამდე მიტანაში ეხმარება ჰანს სოლო და კიდევ ერთი ახალშეძენილი მეგობარი (კენობი-ფინი). ორივე ფორსის მიერ ნაჩვენები გზის დადგომას გადაწყვეტს მას შემდეგ, რაც განიცდიან იმედგაცრუებას საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო (ლუკი - დედობილ-მამობილის დაღუპვა, რეი - მშობლების არდაბრუნებაზე გაგება მაზ კანატისგან). ორივე არაბუნებრივად სწრაფი ტემპით ითვისების ფორსის შესაძლებლობებს და მალე ყალიბდება მეომრად, რასაც აღიარებენ მათი მოწინააღმდეგეები და სთავაზობენ პოზიციის შეცვლას (ვეიდერი და კაილო, ორივე ასევე სკაიუოკერი). ორივე ლუკიც და რეიც ეხება ერთსა და იმავე სკივრში მოთავსებულ ერთი და იგივე ლაითსაბერს (ლუკს ობი ვანი პირადად აწვდის, რეის შეიძლება ვთქვათ რომ ფორსის სახით ობი ვანი უბიძგებს მისკენ). ბევრი სხვაც შეიძება ჩამოვთვალოთ ისეთი პარალელი, რომელიც რეისა და ლუკს შორის არსებობს, ისევე როგორც ნიუ ჰოუფსა და ფორს ევეიქენს შორის.
და ბოლოს, კიდევ ერთი პარალელი: ლუკთან გაფრენის წინ რეიზე იმედდამყარებული (ცოტა ხნის წინ კი სასოწარკვეთილი) ლეია მიმართავს რეის: May the Force be with you! ჩვენ იქამდე გვინახავს მსგავსი სცენა, როცა იქამდე სკეპტიკურად განწყობილი, მაგრამ უკვე დაიმედებული ჰან სოლო მიმართავს გაფრენის წინ ლუკს ამავე სიტყვებით მე5 ეპიზოდში.
...... ჰანი პირველად მიმართავს ამ სიტყვებით სკაივოკერ ლუკს მამასთან შეხვედრის წინ... ლეია პირველად მიმართავს სკაივოკერ რეის ამ სიტყვებით მამასთან (!) შეხვედრის წინ...
სულ ბოლოს კი კიდევ ერთი პარალელი ახალი ტრეილერიდან: მამა (ვეიდერი) მეხუთე ეპიზოდში მიმართავს შვილს (ლუკს), რომ დროა დასრულდეს უზენაესი სითჰის, იმპერატორის ხანა. ახალ პიზოდში მამა (ლუკი) მიმართავს შვილს (რეის), რომ დროა დასრულდეს ჯედაების ხანა....
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ლუკი იმდენად ახლოსაა რეისთან და იმდენად თან სდევს მის ყოველ ნაბიჯს, ის შეუძლებელია იყოს ვინმე სხვა, თუ არა მისი მამა.
რას იტყვით?
|